"დარჩი სახლში, ჩვენ დავუკრავთ თქვენთვის" - ამ მოწოდებით ციფრულ სივრცეში კიდევ ერთი მუსიკალური ციკლი დაიწყო.
თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის - #უსმინეთბილისს ფარგლებში, სხვადასხვა ჟანრის მუსიკოსები თუ მომღერლები, თბილისის მერიის სოციალურ ქსელში ონლაინ კონცერტებს გამართავენ.
პროექტის შესახებ მოსახლეობას ინფორმაცია თბილისის მერმა, კახა კალაძემ მიაწოდა.
მისი თქმით, დღეიდან, 22:00 საათზე, თბილისის მერიის „ფეისბუქ“ გვერდზე, ყველასთვის საყვარელი მუსიკოსები და მომღერლები შეიკრიბებიან.
დედაქალაქის მერმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციები გაითვალისწინონ და დარჩნენ სახლში, რათა მსოფლიო გამოწვევას საქართველო ერთობლივი ძალებით გაუმკლავდეს.
"მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ყველა ის მოთხოვნა, რასაც გვეუბნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, რათა დავიცვათ ჩვენი ოჯახის წევრების, ჩვენი შვილების, მომავალი თაობების, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობა. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დავრჩეთ სახლში, თავი შევიკავოთ ხალხმრავალ ადგილებზე მისვლისგან. მესმის, ძალიან რთულია, მაგრამ ყველა ვთანხმდებით, რომ სხვა გამოსავალი არ არსებობს. ჩვენ, ყველა ერთად - ხელისუფლება, საზოგადოება ერთიანი ძალისხმევით მოვახერხებთ, ღირსეულად ვუპასუხოთ ამ ურთულეს და უმძიმეს გამოწვევას, რომელსაც მთელ მსოფლიოში ებრძვიან", - განაცხადა კახა კალაძემ.
მერის განმარტებით, დედაქალაქის მთავრობა არაერთ პროექტს ახორციელებს მათთვის, ვისაც არსებულ რთულ ვითარებაში, მხარდაჭერა და თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდება.
"დღეს ყველანი დაძაბული ვართ, რთული მდგომარეობაა. ბევრი პროექტი ხორციელდება, ვეხმარებით, ხელს ვუწყობთ ყველა იმ ადამიანს, ყველა იმ ოჯახს, ვისაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი თანადგომა და მხარდაჭერა. ამასთან, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ რთულ ვითარებაში ადამიანებს, ცოტათი მაინც შევუმსუბუქოთ არსებული მდგომარეობა და გავახალისოთ, გაგამხნევოთ ქართული სიმღერებით. მოწოდება - დარჩი სახლში, რა თქმა უნდა, ძალაშია. დარჩით სახლში, ჩვენ ვიწყებთ ძალიან მაგარ პროექტს #უსმინეთბილისს. თქვენ სახლიდან გაუსვლელად გექნებათ შესაძლებლობა, მოუსმინოთ ცნობილ ქართველ მომღერლებს, რომლებიც მუსიკალურ ნომრებს თქვენთვის შეასრულებენ", - განაცხადა კახა კალაძემ.
#უსმინეთბილისს იქ, სადაც ხარ - სახლში, სხვადასხვა რეგიონში თუ საქართველოს საზღვრებს გარეთ!
„ვფიცავ, რომ პირნათლად შევასრულებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მოვალეობას და გავაკეთებ ყველაფერს, რაც შემეძლება, რომ შევინარჩუნო, გავუფრთხილდე და დავიცვა ამერიკის კონსტიტუცია” - ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ, ჯო ბაიდენი ამერიკის 46-ე პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა.
რუსეთის დუმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ სლუცკი დღევანდელ ბრიფინგზე საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებს და საქართველო-რუსეთის ურთიერთობის აღდგენას შეეხო.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საპარლამენტო ოპოზიციას შესთავაზა, განიხილონ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების თარიღი. ამის შესახებ ფაშინიანმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, ინფორმაციას „არმენპრესი“ ავრცელებს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტებას გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში მიულოცა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია, ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავს.
ამერიკის 46-ე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ფიცის დადების შემდეგ მოსახლეობას მიმართა.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში საცხოვრებელი სახლი იწვის.
ესპანეთის დედაქალაქ მადრიდის ერთ-ერთ რაიონში ძლიერი აფეთქება მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, აფეთქება საცხოვრებელ კორპუსში მოხდა. ამის შესახებ Reuters იუწყება.
„პირადად მე, იმ დროს, როდესაც ქვეყანაში ე.წ. მეორე ძალა არ არსებობს, მესამე ძალის შესახებ საუბარი არასერიოზულად მიმაჩნია“, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიული ცვილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აღნიშნავს.