საზოგადოება

თბილისის მერიამ პროექტი #უსმინეთბილისს დაიწყო

მერიის ახალი პროექტი
23:49 25.03
დაკოპირებულია

"დარჩი სახლში, ჩვენ დავუკრავთ თქვენთვის"  - ამ მოწოდებით ციფრულ სივრცეში კიდევ ერთი მუსიკალური ციკლი დაიწყო.

თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის - #უსმინეთბილისს ფარგლებში, სხვადასხვა ჟანრის მუსიკოსები თუ მომღერლები, თბილისის მერიის სოციალურ ქსელში ონლაინ კონცერტებს გამართავენ.

პროექტის შესახებ მოსახლეობას ინფორმაცია თბილისის მერმა, კახა კალაძემ  მიაწოდა.

მისი თქმით, დღეიდან, 22:00 საათზე, თბილისის მერიის „ფეისბუქ“ გვერდზე, ყველასთვის საყვარელი მუსიკოსები და მომღერლები შეიკრიბებიან. 

დედაქალაქის მერმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციები გაითვალისწინონ და დარჩნენ სახლში, რათა მსოფლიო გამოწვევას საქართველო ერთობლივი ძალებით გაუმკლავდეს.  

"მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ყველა ის მოთხოვნა, რასაც გვეუბნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, რათა დავიცვათ ჩვენი ოჯახის წევრების, ჩვენი შვილების, მომავალი თაობების, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობა. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დავრჩეთ სახლში, თავი შევიკავოთ ხალხმრავალ ადგილებზე მისვლისგან. მესმის, ძალიან რთულია, მაგრამ ყველა ვთანხმდებით, რომ სხვა გამოსავალი არ არსებობს. ჩვენ, ყველა ერთად - ხელისუფლება, საზოგადოება ერთიანი ძალისხმევით მოვახერხებთ, ღირსეულად ვუპასუხოთ ამ ურთულეს და უმძიმეს გამოწვევას, რომელსაც მთელ მსოფლიოში ებრძვიან", - განაცხადა კახა კალაძემ. 

მერის განმარტებით, დედაქალაქის მთავრობა არაერთ პროექტს ახორციელებს  მათთვის, ვისაც არსებულ რთულ ვითარებაში, მხარდაჭერა და თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდება.

"დღეს ყველანი დაძაბული ვართ, რთული მდგომარეობაა. ბევრი პროექტი ხორციელდება, ვეხმარებით, ხელს ვუწყობთ ყველა იმ ადამიანს, ყველა იმ ოჯახს, ვისაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი თანადგომა და მხარდაჭერა. ამასთან, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ რთულ ვითარებაში ადამიანებს, ცოტათი მაინც შევუმსუბუქოთ არსებული მდგომარეობა და გავახალისოთ, გაგამხნევოთ ქართული სიმღერებით.  მოწოდება - დარჩი სახლში, რა თქმა უნდა, ძალაშია. დარჩით სახლში, ჩვენ ვიწყებთ ძალიან მაგარ პროექტს #უსმინეთბილისს. თქვენ სახლიდან გაუსვლელად გექნებათ შესაძლებლობა, მოუსმინოთ ცნობილ ქართველ მომღერლებს, რომლებიც მუსიკალურ ნომრებს თქვენთვის შეასრულებენ", - განაცხადა კახა კალაძემ.

#უსმინეთბილისს იქ, სადაც ხარ - სახლში, სხვადასხვა რეგიონში თუ საქართველოს საზღვრებს გარეთ!

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
გურიის გუბერნატორს, ზურაბ ნასარაიას კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცის გურიის გუბერნატორის პრესსამ...
9 წუთის წინ
ცალსახად გვინდა განვაცხადოთ, რომ როგორც ბინაზე, ისე კოვიდსასტუმროებში ინფიცირებულებს ზედამხედველობენ...
13 წუთის წინ
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების მიერ ჩატარე...
24 წუთის წინ
დღეს, 21 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 1 351 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას დაავადებ...
24 წუთის წინ
დონალდ ტრამპის საბანკო ანგარიში ჩინეთში New York Times: ტრამპს ჩინეთში საბანკო ანგარი...
The New York Times-ის ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს საბანკო ანგარიში...
31 წუთის წინ
სანაპირო დაცვის აბორდაჟის ჯგუფებმა ნატოს...
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარ...
NGO-ები: დავიხსნათ სინდისის პატიმრები, დ...
7 ოქტომბერს საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო მოლაპარაკებისას “არასწორი რუკების...
სომხური მხარე: კიდევ ერთი უპილოტო საფრენ...
სომხური მხარის ინფორმაციით, მათ აზერბაიჯანული მხარის კიდევ ერთი უპილოტო საფრენი...