მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თეგეტა მოტორსი“ ქართველი ექიმებისთვის

თეგეტა მოტორსის ლოგო

„თეგეტა მოტორსი“ კორონავირუსის წინააღმდეგ მებრძოლ ქართველ ექიმებს სრულიად უსასყიდლოდ მოემსახურება კომპანიის კუთვნილი ავტომობილებით“, - ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

კომპანიაში ამბობენ, რომ ეს ნაბიჯი დღევანდელი ვითარების უმნიშვნელოვანესი საკითხის გამოძახილია.

„#თეგეტაექიმებთანერთად აღნიშნული კამპანია სწორედ დღევანდელი ვითარების უმნიშვნელოვანესი საკითხის გამოძახილია - ასე აფასებენ კომპანიაში.

ამ რთულ პერიოდში „თეგეტა“ უზრუნველყოფს „რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის“, „თბილისის ინფექციური საავადმყოფოს“ და „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ იმუნოლოგების, ექიმების, ექთნების, სანიტრების ტრანსპორტირებას სამსახურამდე და შემდეგ სახლებში, ამ ფორმით დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან აღნიშნული პერსონალის დიდი ნაწილი არ ცხოვრობს დედაქალაქში და მათი ტრანსპორტირება ხდება თბილისის შემოგარენიდან.

ყველა მძღოლი სრულად არის ეკიპირებული და დაცულია ვირუსის გადადების ნებისმიერი შემთხვევისგან, აცვიათ სპეციალური კომბინეზონები, ხელთათმანები, უკეთიათ სათვალე და პირბადე, ასევე, მუდმივად კეთდება აღნიშნული ავტომობილების სრული დეზინფექცია“, - აღნიშნულია განცხადებაში.