„თიბისი დაზღვევა - ყველაზე ინოვაციური და ციფრული დაზღვევა საქართველოს ბაზარზე, მომხარებელს დისტანციურ სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს“, - ამის შესახებ თიბისის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადებაში თანმიმდევრულადაა ჩამოთვლილი და განმარტებული თითოეული ნაბიჯი, როგორ შეძლებთ სამედიცინო მომსახურების დისტანციურად მიღებას.
ოჯახის ექიმთან დისტანციური კონსულტაციისთვის უნდა ჩამოტვირთოთ REDMED-ის აპლიკაცია, რომელიც სამედიცინო სერვისების პირველი ციფრული პლატფორმაა საქართველოში. REDMED-ის დახმარებით შეგიძლიათ ექიმის მომსახურება სასურველი ფორმით მიიღო: გაიაროთ ვიდეო/აუდიო კონსულტაცია თიბისი დაზღვევის ოჯახის ექიმთან ან ექიმი სახლში გამოიძახოთ. თიბისი დაზღვევის ოჯახის ექიმის კონსულტაცია დაზღვეულებისთვის უფასოა, სხვა პროფილის ექიმის სახლში გამოძახების სერვისით სარგებლობის შემთვევაში კი ანაზღაურება მარტივად მოხდება. გადახდების დოკუმენტაცია Facebook Messanger -ში, ბი ბოტის დახმარებით უნდა გამოაგზავნოთ, ან on.tbcinsurance.ge-ზე ატვირთოთ.
ატვირთეთ ექიმის დანიშნულება და ფორმა #100 მეილზე - online@tbcinsurance.ge და თქვენი მიმართვა გადაიგზავნება ჩამოთვლილი კლინიკებიდან სასურველში: ავერსის კლინიკა, თოდუას ცენტრი, მეგალაბი, ციტო, მრჩეველი, გაგუას კლინიკა, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო, გიდმედი, ახალი მზერა, Family Clinic, თბილისის გულისა და სისხლძარღვთა კლინიკა, მაღალტექნოლოგიური კლინიკა მედცენტრი (ბათუმი).
ქრონიკული მოხმარებისა და, ასევე, ოჯახის ექიმის მიერ დანიშნულ მედიკამენტებზე თქვენთვის გამოიწერება ელექტრონული მიმართვა. ამისთვის საჭიროა ოჯახის ექიმთან ისტორია გქონდეთ გახსნილი. მოთხოვნისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე - (032) 2 42 11 11
წერილის მოთხოვნისთვის მოგვწერეთ მეილზე - on.tbcinsurance.ge
ანაზღაურების მიღება შეგიძლიათ ვებგვერდზე - on.tbcinsurance.ge. ასევე, Facebook Messenger-ში, b bot-ის დახმარებით. 500 ლარამდე თანხა 1 სამუშაო დღეში, 500 ლარზე ზემოთ კი 3 სამუშაო დღეში აგინაზღაურდებათ. სტომატოლოგიური მომსახურების ანაზღაურება 3 სამუშაო დღეში მოხდება“, - ნათქვამია თიბისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 18-20 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა და ნალექი.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 958 პირი ემსხვერპლა.
ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპის ქვეყნები რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ. ამის შესახებ BBC იუწყება.
ვაქცინაციის სამოქმედო გეგმაზე მუშაობა პრაქტიკულად დასრულებულია, - გეგმის საბოლოო დეტალებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, - ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი იტყობინება.
საქართველოში დღეიდან 2020-2021 სასწავლო წლის მეორე სემესტრი დაიწყო. 10 დიდი ქალაქის სკოლებში სწავლება კვლავ დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.
მოსკოვში „ვნუკოვოს აეროპორტში“, სადაც ალექსეი ნავალნის მხარდამჭერები ელოდებოდნენ, მოულოდნელად რამდენიმე საათით დაიხურა და თვითმფრინავებს არ იღებს.
თურქეთის გუბერნატორის თქმით, 17 იანვარს შავ ზღვაში პალაუს დროშის ქვეშ მოძრავი სატვირთო გემი ჩაიძირა. ინფორმაციას „hurriyetdailynews“ ავრცელებს.
OMON–ის ოფიცრები ცდილობენ მოსკოვში ვნუკოვოს აეროპორტში ხალხი დაშალონ, რომლებიც ვნუკოვოს აეროპორტის შესასვლელში ალექსეი ნავალნის ელოდებიან. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება.