საზოგადოება

„ვისოლ ჯგუფი“, თბილისის მერიასთან ერთად, მარტოხელა მოხუცებს ყოველდღიური მოხმარების საგნებითა და საკვები პროდუქტებით მოამარაგებს

ვისოლ ჯგუფი მარტოხელა
მოხუცებს ეხმარება
1585230744
დაკოპირებულია

„ვისოლ ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს ახალი სოციალური პროექტის შესახებ, რომელსაც თბილისის მერიასთან ერთად ახორციელებს.

 „ვისოლ ჯგუფი“ უერთდება ქალაქ თბილისის მერიის ინიციატივას და სოციალურად დაუცველ მარტოხელა მოხუცებს ყოველდღიური მოხმარების საგნებითა და საკვები პროდუქტებით მოამარაგებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

კომპანია სხვა ბიზნესკომპანიებსაც მოუწოდებს, ჩაერთონ ინიციატივაში და გაიზიარონ სოციალური პასუხისმგებლობა.

„ვისოლ ჯგუფი“, ასევე, მოუწოდებს სხვა ბიზნესკომპანიებს, ჩაერთონ ინიციატივაში და გაიზიარონ სოციალური პასუხისმგებლობა. #ჩაერთე ერთგვარი გამოწვევაა, რომელიც საქართველოს კერძო სექტორს, მერიასთან ერთად, საერთო სოციალური პასუხისმგებლობის მიზნის გარშემო გააერთიანებს. #ჩაერთე დევიზით სოციალური რგოლი თბილისის მასშტაბით „ვისოლ ჯგუფის“ შვილობილი სარეკლამო კომპანია „ალმას“ ყველა გარე მონიტორზე და „ვისოლ ჯგუფის“ სოციალურ მედიაგვერდებზე გაზიარდება და მოუწოდებს კომპანიებს, ერთად დავძლიოთ COVID-19-ით გამოწეული კრიზისი“, -  აღნიშნულია განცხადებაში.

„როგორც ვიცით, COVID-19 ვირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი რისკ-ჯგუფი ხანდაზმული ადამიანები არიან. მათ შორის კი განსაკუთრებულად უჭირთ მოხუცებს, რომლებიც მარტო ცხოვრობენ და სოციალურად დაუცველობის გარდა, გადაადგილებისა და პროდუქტებით მომარაგების პრობლემები აქვთ. შესაბამისად, მადლობა გვინდა გადავუხადოთ თბილისის მერიას, რომელმაც საშუალება მოგვცა, პირველადი მოხმარების საგნებითა და საკვები პროდუქტებით მოვამარაგოთ სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცები თბილისის მასშტაბით. ასე შევეცდებით, მცირედით მაინც შევუმსუბუქოთ მათ კრიზისული პერიოდის გადატანა. იმედს ვიტოვებთ ჩვენს ინიციატივას სხვა ბიზნესკომპანიებიც შემოუერთდებიან“, - აცხადებს „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.

საქართველოს
პრემიერ-მინისტრი გიორგი
გახარია, 2020 წ.

გიორგი გახარია: თუ თბილისში დადებითობის...

თუ თბილისში დადებითობის მაჩვენებელი ჩამოცდება 4%-ს უახლოეს ერთ კვირაში, რა თქმა უნდა, მუნიციპალური ტრანსპორტის გახსნაზეც უნდა ვისაუბროთ უფრო სწრაფად და ეკონომიკის იმ დარგების გახსნაზეც, რომლის შესაძლებლობასაც ეპიდმდგომარეობა გვაძლევს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ ოფიციალურად გამოაცხადეს მტკნარი წყლის აკვაკულტურის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზის დაწყების შესახებ. კვლევა „ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი განვითარებისათვის“ პროექტის ფარგლებში (VCA4D) ჩატარდება ,- ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 

1611661802

გლდანში, გლდანის ღია ბაზრობის მოვაჭრეები საპროტესტო აქციას მართავენ და აცხადებენ, რომ შეზღუდვების შემსუბუქებას მოითხოვენ. 

1611661378

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელმა და სოფელ ჩიბათის სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა ლადო აფხაზავამ სატელევიზიო ეთერში, ონლაინ სწავლების პრობლემებზე და გამოწვევებზე ისაუბრა. 

1611661316

მსოფლიოს მასშტაბით ამერიკა, ჩინეთი და დიდი ბრიტანეთი აღმოჩნდა ქვეყნები, რომლებმაც კორონავირუსის ყველაზე მეტი დოზა მიიღეს. კერძოდ ამერიკას უკვე მიღებული აქვს ვაქცინის 20 მლნ, ჩინეთს 15 მლნ და დიდ ბრიტანეთს 6 მლნ დოზა. ამის შესახებ BBC იუწყება

1611660401
მორიგი აქცია მტავრობის
ადმინისტრაციასთან

„შვილებს ვერ მოვაშიებთ“ - აქცია მთავრობის ადმ...

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. 

ავღანეთში იტალიის საელჩოს ავტომობილი ააფ...

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში იტალიის საელჩოს კუთვნილი ავტომობილი ააფეთქეს. 

ამის შესახებ გამოცემა TOLOnews იუწყება. 

ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები მთავრო...

ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან შეხვედრას მართავენ. ბიზნესის წარმომადგენლები ხელისუფლებისგან, პირველ რიგში, ზამთრის კურორტების, შემდეგ კი, სხვადასხვა სექტორის გახსნას ითხოვს. 

ირაკლი ფანგანს აღკვეთის ღონისძიებად გირა...

ირაკლი ფანგანს აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ 2 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.