საზოგადოება

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში 22.5 მეგავატიანი ღუმლის კაპიტალური სარემონტო სამუშაოები დასრულდა

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში 22.5 მეგავატიანი ღუმლის კაპიტალური სარემონტო სამუშაოები დასრულდა და ის ექსპლუატაციაში გაეშვა.
21:34 25.03
დაკოპირებულია

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში 22.5 მეგავატიანი ღუმლის კაპიტალური სარემონტო სამუშაოები დასრულდა და ის ექსპლუატაციაში გაეშვა. პროექტის განხორციელებას 6 თვე და 3 მილიონი დოლარის ინვესტიცია დასჭირდა. ღუმელი დღეში 70 ტონა დამატებით პროდუქციას გამოუშვებს, რაც აქამდე არსებულ საწარმოო მოცულობას 10%-ით გაზრდის.

კაპიტალური რემონტის პროექტის განხორციელებაში ძირითადად ქარხნის ტექნოლოგიური, საპროექტო, მექანიკური, სამშენებლო, ენერგეტიკის, მეტროლოგიისა და ავტომატიკის სამსახურები იყვნენ ჩართული:

„ჯორჯიან მანგანეზს“ თავისი წილით ქვეყნის მთლიან ექსპორტში მესამე ადგილი უკავია და დღეს შექმნილ რთულ სიტუაციაში, როდესაც ვირუსის გავრცელების გამო ასობით კომპანია გაჩერებულია, დაკარგულია უამრავი სამუშაო ადგილი, ეროვნული ვალუტა მკვეთრ ვარდნას განიცდის - კომპანიის შეუფერხებელი წარმოება უმნიშვნელოვანესია. ეს კარგად ესმის ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის თითოეულ თანამშრომელს, რომელთაც ეპიდემიის გავრცელების არცერთ ეტაპზე მუშაობა არ შეუჩერებიათ. ქვეყანას დღეს, ისე როგორც არასდროს, სჭირდება ექსპორტი და სავალუტო ნაკადების შემოდინება. „ჯორჯიან-მანგანეზის“ ფეროშენადნობთა ქარხანა არათუ ინარჩუნებს სრულ საოპერაციო ციკლს, არამედ ზრდის კიდეც წარმოებას, რაც მისასალმებელია. ახალი, მძლავრი ღუმლის პროექტში კომპანიამ 3 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა, თუმცა მთავარი ინვესტიცია ჩვენი თანამშრომლების მიერ გაწეული სამუშაოა - საპროექტო, ტექნოლოგიური, სამშენებლო, მექანიკური, ენერგეტიკული და უსაფრთხოების სამსახურების პროფესიონალთა უწყვეტი გუნდური მუშაობა თვეების განმავლობაში - რაც ქვეყნის ეკონომიკისთვის ამ ურთულეს პერიოდში ნაყოფს მოიტანს: გაიზრდება სილიკო-მანგანუმის გამოშვება, ექსპორტი და ეს „ჯორჯიან მანგანეზს“ რეგიონში ათასობით სამუშაო ადგილის შენარჩუნების შესაძლებლობას მისცემს“, - აცხადებს „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი.

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორის ვასილ გველესიანის თქმით, ღუმლის გამართულობაზე ზედამხედველობას ადგილობრივი ინჟინრები საკუთარი ძალებით, უცხოელი ტექნოლოგების მოწვევის გარეშე შეძლებენ:

„ახალი ქართული ღუმელი ახალი სიტყვაა წარმოებაში. საწარმოო პროცესი აქ დახურული ციკლით წარიმართება და გარემოში მავნე მტვრის გაფრქვევას სრულად აღკვეთავს. ღუმელი ფეროს ნოუ-ჰაუა და მთლიანად ქართველ პროგრამისტთა მიერ შექმნილი ტექნოლოგიით არის აწყობილი. ეს თავისთავად იმას ნიშნავს, რომ ღუმლის გამართულობაზე ზედამხედველობას ადგილობრივი ინჟინრები საკუთარი ძალებით, უცხოელი ტექნოლოგების მოწვევის გარეშე შეძლებენ. „ჯორჯიან მანგანეზი“ სრულად აცნობიერებს უდიდეს პასუხისმგებლობას თავისი ათასობით თანამშრომლისა და ქვეყნის წინაშე და ყველა რესურსის მაქსიმალური მობილიზებით წარმოების სრული ციკლის შენარჩუნებას ახერხებს“, - აცხადებს ვასილ გველესიანი.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
ესპანეთში კორონავირუსის ფართოდ გავრცელების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და კომენდანტის საათ...
32 წუთის წინ
„ევროპული საქართველოს“ ლიდერის დავით ბაქრაძის თქმით, დღეს არსებულ გაჭირვებასა და უპერსპექტივობას 31...
49 წუთის წინ
თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ბექა მჭედლიშვილი სო...
18:55
აშშ-ის მთავარი ეპიდემიოლოგის, ექიმ ენტონი ფაუჩის განცხადებით, კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა შ...
18:49
თავდაცვის სამინისტრო: სიცრუეა, თითქოს სამხედრო მოსამსახურეებს კუთვნილზე ნაკლები ხელფასი ჩაერიცხათ თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
„ნაციონალური მოძრაობის პარტიული ტელევიზიის „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ გრძელდება...
შუახევში ტურისტული მნიშვნელობის საავტომო...
შუახევის მუნიციპალიტეტში ტურისტული მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ხ...
კომუნიკაციების კომისიამ „პატრიოტთა ალიან...
კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ პოლიტიკური გაერთიანება...
სააკაშვილი: ივანიშვილს შანსი აქვს ხელისუ...
„ბიძინა ივანიშვილს ჩემსავით შანსი აქვს, რომ ხელისუფლება მშვიდობიანად გადააბაროს“...