საზოგადოება

ზურაბ ქადაგიძე: საამაყოა, რომ ის რეკომენდაციები, რასაც „ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია“ სახელმწიფოებს დღეს აძლევს, საქართველომ თვე-ნახევრით ადრე შეასრულა

ახალგაზრდული ცენტრის
დამფუძნებელი
1585226106
დაკოპირებულია

„ახალგაზრდული ცენტრის“ დამფუძნებელი ზურაბ ქადაგიძე „ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის“ მიერ გამოქვეყნებულ ბოლო რეკომენდაციებს ეხმაურება და განმარტავს, რომ საამაყოა, როდესაც დღეს შემოთავაზებულ ექვსივე რეკომენდაციას საქართველო თვე-ნახევრით ადრე ასრულებდა.

„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია სახელმწიფოებს:

1. გააფართოვეთ, ჩაუტარეთ ტრენინგები და ეპიდემიურ ცენტრში გაგზავნეთ ჯანდაცვის პერსონალი;

2. აამოქმედეთ სისტემა, რომელიც ყველა საეჭვო შემთხვევის, თემის დონეზე გამოვლენის საშუალებას მოგცემთ;

3. გაზარდეთ სამედიცინო წარმოება და ტესტირების შესაძლებლობა;

4. განსაზღვრეთ ის ადგილები, სადაც მოხდება პაციენტის იზოლაცია, მოახდინეთ ამ შენობების ადაპტაცია და იყავით მზად;

5. შეიმუშავეთ მკაფიო გეგმა, რომლითაც კონტაქტების იზოლაციას და კარანტინში გადაყვანას შეძლებთ;

6. მოახდინეთ მთელი მთავრობის ფოკუსირება “კოვიდ 19“-ის კონტროლსა და შეკავებაზე.

საამაყოა, როდესაც დღეს შემოთავაზებულ ექვსივე რეკომენდაციას საქართველო თვე-ნახევრით ადრე ასრულებდა. სწორედ სახელმწიფოს მზაობამ და სწორმა „კრიზის მენეჯმენტმა“ აალაპარაკა მსოფლიოს წამყვანი ექსპერტები, მასმედიები, თუ პოლიტიკოსები, მაგალითად ევროკავშირის ელჩის, ბატონი კარლ ჰარცელის განცხადებაც კმარა, სადაც ის საქართველოს სახელმწიფოს მუშაობას უმაღლეს შეფასებას აძლევს“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.

ქადაგიძემ ის სამი ასპექტი ჩამოთვალა, რომელიც საქართველოს მთავრობამ კრიზის მენეჯმენტის დროს გაითვალისწინა:

„როგორ ახერხებს კავკასიის პატარა ქვეყანა კრიზისის კონტროლს და მართვას? ზოგადად, „კრიზის მენეჯმენტზე“, როგორც საგანზე, საუბარი შორს წაგვიყვანს, ამიტომ ასაღნიშნია ზოგიერთი კონკრეტული ასპექტი, რომელსაც ითვალისწინებს ჩვენი სახელმწიფო. ინტუიცია, რისკი და მობილობა „კრიზის მენეჯმენტის“ ანიბანია, თუმცა ამ სამი მიმართულებითაც შესაძლებელია არსებული ვითარების განხილვა. ინტუიცია, რომელიც სუფთა პრაგმატიზმზე და გამოცდილებაზეა დაფუძნებული, აღნიშნულზე პირდაპირ მეტყველებს თვენახევრით ადრე, „დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ და ზოგადად ჯანდაცვის სისტემის მიერ დაწყებულ აქტიური მუშაობა, როდესაც გადაწყდა კონკრეტული მედიკამენტებით მკურნალობა. საზღვრებზე დაიწყო ხალხის ნაკადების მაქსიმალური კონტროლი. სწორი საინფორმაციო კამპანია და ა.შ

რისკების მიმართულებით, სადაც სწორი ანალიტიკის საფუძველზე ხდება სხვადასხვა რისკ-ფაქტორების გათვალისწინება, მოხდა სახელმწიფოს სრული მობილიზა, მთავრობის დონეზე დაიწყო სახელმწიფო, არასახელმწიფო თუ ბიზნეს ინსტიტუტების კომუნიკაცია, ყველა მიმართულებით გადაიდგა სწორი ნაბიჯები, დაწყებული-ადგილობრივი მუნიციპალიტეტების და მერიების მზაობით სოც-პასუხისმგებლობების მხრივ (ბაღის აღსაზრდელების კუთვნილი საკვების სახლში მიწოდება, მოიჯარეების იჯარიდან დროებით განთავისუფლება და ა.შ.), გაგრძელებული ფინანსური და ეკონომიკური შეთავაზებებით (საბანკო შეღავათი, ცხრა კონკრეტული საკვები პროდუქტის ფასის კონტროლი და ა.შ), განათლების სისტემის დისტანციურ მეთოდზე გადასვლით (უნივერსიტეტები და ზოგიერთი საჯარო სკოლა გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე, საზ-მაუწყებელი აპრილიდან სატელევიზიო გაკვეთილებს იწყებს.) ბიზნეს-სექტორის და სხვადასხვა ფონდების შეთავაზებებით დამთავრებული („ქართუ ფონდი“ მზაობა ნებისმიერი რაოდენობის ფინანსური ინვესტირების მხრივ, კეთილსინდისიერი მეწარმეების და მოქალაქეების აქტივობა რაც ფონდ „StopCov” ში 9 მილიონი ლარის დაგროვებით გამოიხატა).

მობილობა - სწორი გუნდური მუშაობა, სწრაფი ზოგჯერ ხისტი გადაწყვეტილებები. მობილობა, რომელიც ხორციელდება პრაგმატულ ინტუიციასა და რისკ-ფაქტორების სწორი ანალიზის საფუძველზე, წარმოადგენს კრიზისის ეფექტური მართვის და კონტროლის მექანიზმს. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ძალოვანი უწყებების მზაობა, მოქმედება, საგანგებო მდგომარებომდე და მის შემდეგ. თავდაცვის სამინისტრო საგანგებო მდგომარეობამდე რამდენიმე დღით ადრე გადავიდა “ყაზარმულ“ რეჟიმზე და წინმსწრებად, სრულად მობილიზებული შეხვდა საგანგებოს გამოცხადებას. პირველივე პრობლემაზე, რომელიც რეგიონში (მარნეული/ბოლნისი) განვითარდა, ჰქონდათ მყისიერი რეაგირება და უმტკივნეულოდ მოახდინეს ორივე რაიონის საკარანტინე ზონად ლოკალიზება. გაზრდილია შსს-ს უწყებებიდან პოლიციელთა რიცხოვნობა, რითაც  საზოგადოებრივი უსაფრთხოება სრულად არის დაცული“, - აღნიშნა ზურაბ ქადაგიძემ.

ახალგაზრდული ცენტრის დამფუძნებლის თქმით, საზოგადოების თითოეულ წევრს კარგად უნდა ესმოდეს საკუთარი პასუხისმგებლობა, რაც გამარჯვებისა და წარმატების გარანტია:

„P.S.კრიზისის მართვა და კონტროლი გართულდება, თუკი პასუხისმგებლობის განაწილება მხოლოდ ზემოდან (მთავრობა, პასუხისმგებელი ინსტიტუტები და სხვ.) ქვემოთ (მიზნობრივი ჯგუფები, საზოგადოება, მოქალაქეები და ა.შ.) პრინციპით მოხდება. ამიტომ საზოგადოების თითოეულ წევრს საკუთარი პასუხისმგებლობა კარგად უნდა ესმოდეს, საბედნიეროდ ჩვენ წილ პასუხისმგებლობას თითოეული მოქალაქე ვგრძნობთ, რაც გამარჯვების და წარმატების გარანტიას გვაძლევს. საამაყოა, რომ ის რეკომენდაციები, რასაც „ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია“ სახელმწიფოებს დღეს 26 მარტს აძლევს, საქართველომ და ჩვენმა მთავრობამ თვენახევრით ადრე შეასრულა“, - აცხადებს ზურაბ ქადაგიძე.

მსგავსი სიახლეები
პოსტოვიდური გართულება
ბავშვებში - Pia.ge

პოსტ-კოვიდური გართულებები ბავშვებში - რა...

ბოლო პერიოდში ინფექციონისტები კორონავირუსის იშვიათი გართულების - მულტისისტემური ანთებითი სინდრომის შესახებ ხშირად საუბრობენ, რომელიც ბავშვებში გამოვლინდა. დღეის მდგომარეობით საქართველოში ამ გართულებით 60-70 ბავშვი მკურნალობს.  

კოსმოსში გაგზავნილი თანამგზავრების რაოდენობის მიხედვით, ახალი მსოფლიო რეკორდი დამყარდა. ერთი რაკეტით SpaceX-მა დედამიწის ორბიტაზე  ერთდროულად 143 თანამგზავრი გაიყვანა, რითაც მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

1611555298

ისრაელი, მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის ახალი ვარიანტების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ბენ გურიონის აეროპორტს სრულად ხურავს  იანვრის ბოლომდე, -  ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება.

1611554921

პარლამენტი 51 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე 26 იანვარს იმსჯელებს. ამ მიზნით ხვალ ჩანიშნულია საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც საკითხზე მომხსენებელი კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი იქნება.

1611553027

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას ხელმძღვანელობით, 25-29 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში მიიღებს მონაწილეობას. ეს არის საპარლამენტო დელეგაციის პირველი ვიზიტი, რომელიც მეათე მოწვევის პარლამენტის ფარგლებში განხორციელდება.

1611552632
ვიცე-სპიკერი - გიორგი
ვოლსკი

გია ვოლსკი: დღეს ნაგავი აქვთ ხელში იარაღად, ხ...

პირველი ვიცე სპიკერი გია ვოლსკი ბათუმში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

სოფელ კისისხევში განზრახ მკვლელობის ბრალ...

სასამართლომ კახეთში, სოფელ კისისხევში 28 წლის ქალის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროს...

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას ხელმძღვანელობით, 25-29 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში მიიღებს მონაწილეობას. 

ბრაზილიელი ფეხბურთელები ავიაკატასტროფის...

ბრაზილიაში, ქალაქ პორტო ნაკიუნალის მახლობლად, მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა და პალმასის კლუბის ფეხბურთელები დაიღუპნენ. ინფორმაციას გამოცემა balthazarkorab ავრცელებს.