მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ესპანეთის ვიცე-პრემიერს კორონავირუსი დაუდასტურდა

ესპანეთის ვიცე-პრემიერი

ესპანეთის ვიცე-პრემიერს კარმენ კალვოს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, კალვო თავს კარგად გრძნობს და მკურნალობას აგრძელებს.

ცნობისთვის, ამ დროისთვის ბოლო მონაცემებით, ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 47 ათასს აღემატება, გარდაცვლილია 3000-ზე მეტი ადამიანი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი მსოფლიო პანდემიად გამოცხადა. ვირუსი გასული წლის დეკემბერში პირველად ჩინეთში, უჰანის პროვინციაში დაფიქსირდა. ამ ეტაპზე მსოფლიო მასშტაბით ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 460 ათასზე მეტია.