მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 5 ათასს გადააჭარბა

კარანიტინი იტალიაში

ოფიციალური მონაცემებით იტალიაში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 5 ათასზე მეტია, გამოვლენილია 1171 ახალი შემთხვევა.

ვირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 60 ათასს უახლოვდება.

ცნობისთვის, მსოფლიო მასშტაბით ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი 300 ათასს აღემატება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად გამოცხადა. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ქვეყნების მიმართ ერთგვარი მესიჯი გააჟღერა და მოუწოდა მათ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანის ტესტირება მოახდინონ.

რაც შეეხება საქართველოს, ამ დროისთვის ვირუსის 54 შემთხვევაა დადასტურებული.