მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იტალიაში მიწისძვრა მოხდა

მიწისძვრა იტალიაში

იტალიაში 3.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

მიწისძვრის ეპიცენტრი კალაბრიის რეგიონი იყო. ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.

ცნობისთვის, იტალია კორონავირუსის გავრცელების კუთხით ევროპის მასშტაბით ყველაზე დასენიანებული ქვეყნების ხუთეულშია. ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსით დაღუპულთა რიცხვი 348-ით გაიზარდა. ინფექციის შედეგად გარდაცვლილების საერთო რაოდენობამ 2100-ს გადააჭარბა.