მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

დაკავების კადრი

უკრაინის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ლეონიდ კოჟარა, ტელეკომპანია "ინტერის" მფლობელის სერგეი სტარიცკის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანტონ გერაშჩენკომ სოციალური ქსელით გაავრცელა. ყოფილი მაღალჩინოსანი აღკვეთის ღონისძიების შესაფარდებლად სასამართლოში გადაიყვანეს.

სერგეი სტარიცკი საკუთარ სახლში მოკლული 22 თებერვალს იპოვეს. მას ჭრილობა იმ ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰქონდა მიყენებული, რომელიც მას ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა აჩუქა. დიპლომატი და მისი მეუღლე ირწმუნებოდნენ, რომ სტარიცკიმ თავი მოიკლა, თუმცა გამოძიებით დადგინდა, რომ იგი მოკლულია.