მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„3+3 ფორმატში მონაწილეობა საქართველოსთვის მიუღებელი უნდა იყოს“ - კახა გოგოლაშვილი

„რონდელის ფონდის“ ხელმძღვანელი, მკვლევარი კახა გოგოლაშვილი Pia.ge

„რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი PIA.GE-სთან საუბარში აცხადებს, რომ 3+3 ფორმატში მონაწილეობა საქართველოსთვის მიუღებელი უნდა იყოს.

მისი თქმით, იმ ფორმატში ვალდებულებების აღება, სადაც ევროკავშირი და აშშ არ იქნება დაშვებული, საქართველოსთვის მიზანშეწონილი არ არის.

როგორც ის განმარტავს, ინფრასტრუქტურულ პროექტებში მონაწილეობა საქართველოს სპეციალური ფორმატის გარეშეც, ორმხრივი ან მრავალმხრივი მოლაპარაკებების გზითაც შეუძლია.

„ინფრასტრუქტურის განვითარების სფეროში თანამშრომლობას არავითარი ფორმატი არ სჭირდება. თუ რაიმე მოგებიან პროექტზე იქნება საუბარი და საქართველო იქნება საჭირო, საქართველოს შეუძლია ცალკე ისაუბროს ამ ქვეყნებთან, ორმხრივად ან მრავალმხრივად.

მაგრამ რაც შეეხება ფორმატში მონაწილეობას და ოფიციალურ პარტნიორობას, რაც გარკვეულ ვალდებულებებთან და რეგულარულ შეხვედრებთან არის დაკავშირებული, ეს საქართველოსთვის მიუღებელი უნდა იყოს.

ფორმატის ჩამოყალიბება, რა თქმა უნდა, დააზიანებს ევროკავშირისა და აშშ-ის მიზნებს, რომ უფრო აქტიურად იყვნენ წარმოდგენილი რეგიონში. თავისთავად, ეს ფორმატი შინაგანად მიმართულია იმისკენ, რომ რეგიონის ქვეყნებზე გარედან გავლენები შემცირდეს და გაიზარდოს გავლენები სწორედ შიდა აქტორების, ისეთი ქვეყნების, როგორიცაა რუსეთი, თურქეთი და ირანი. ეს გავლენას იქონიებს სამხრეთ კავკასიის პოლიტიკურ და ეკონომიკურ, ასევე საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციის საკითხებზე.

საბოლოო ჯამში, ამ ფორმატის მიზანი ალბათ, ეს არის. ამიტომ აღნიშნულ ფორმატში საქართველოს მონაწილეობა მიზანშეწონილი არ არის. აქვე ვიმეორებ, რომ ამ ფორმატთან კონფრონტაციაც არ ღირს და თუ იქნება საუბარი რაიმე ინფრასტრუქტურულ პროექტზე, მაგალითად რკინიგზის ან ენერგეტიკის კუთხით, საქართველოს შეუძლია ამ ქვეყნებთან საუბარი, მაგრამ პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხების განხილვაში ჩართვის ვალდებულების აღება, იმ ფორმატში, სადაც არც ევროკავშირი და არც აშშ იქნება წარმოდგენილი, საქართველოსთვის აბსოლუტურად არ იქნება მოგებიანი“, - აღნიშნა კახა გოგოლაშვილმა.

ინფორმაციისთვის, 3+3 ფორმატის შექმნის ინიციატივით თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გამოვიდა. ფორმატი ირანის, თურქეთის, რუსეთის, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის თანამშრომლობას ითვალისწინებს.

აღნიშნულ ფორმატში მონაწილეობასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, საზოგადოებას ჯერჯერობით ფიქრისთვის მიეწოდა მთავრობის პოზიცია, რომ საქართველომ გეოპოლიტიკურ პროექტებში რაიმე ფორმით მიიღოს მონაწილეობა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ ლავროვი იმედოვნებს, რომ საქართველო „3+3“ ფორმატს შეუერთდება

ზალკალიანი: საქართველო პირდაპირი დიალოგის მომხრეა, თუმცა ოკუპანტთან საუბარი რთული იქნება