მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამირან სალუქვაძე ტვ პირველს - ფალსიფიცირებული ჩანაწერები თქვენ გაქვთ, გინდათ საზღვარგარეთ წაიღეთ ექსპერტიზაზე, გინდათ მთვარეზე

ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში

„სხვა რეაქციას ელოდით ცრუპენტელებისგან? გამოიყვანეს ყოფილი „ოცნებელები“ და არ ვენდობით პროკურატურასო, ექსპერტიზა თუ შსს-მ ჩაატარა, არაა სანდოო. არადა, გარკვევით თქვა პროკურორმა, რომ სამხარაულმა ჩაატარაო”, - ამ სიტყვებით ეხმაურება ექსპერტი ამირან სალუქვაძე პროკურატურის განცხადებას, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, იმედს რომ გაევრცელებინა ასე დაჭრილი ჩანაწერები, მთელი აქტივით იმედთან იქნებოდნენ, ზღვა კამერებით, ქვების და კვერცხების სროლით, მსოფლიოს დააყენებდნენ ყირაზე.

„წარმოგიდგენიათ იმედს რომ გაევრცელებინა ასე დაჭრილი ჩანაწერები, რა მოხდებოდა?! მთელი აქტივით იმედთან იქნებოდნენ, ზღვა კამერებით, ქვების და კვერცხების სროლით, მსოფლიოს დააყენებდნენ ყირაზე. იციან მათ წინააღმდეგ არავინ გამოვა პროტესტით და თავხედობენ. ბერამ აღიარაო, ამით აბოლებენ საკუთარ მაყურებელს. რაც ბერამ აღიარა, არც პროკურატურას უარყვია, რომ დევნის ავტორებთან სახლში იყვნენ. თითქოს ვერ ხვდებიან რაში ამხილეს. ამხილეს იმაში, რომ:

- ჩანაწერები 2011 წელსაა გაკეთებული, ანუ ენმ-ის დროს;

- ჩანაწერი შეიცავს 21 უცხო ხმას და 170 ადგილას არის ფირის ჭრა, ბგერების დონეზეც კი;

- ტოტალურად, მთელი ერთი წლის განმავლობაში, ცრუ ს/ს საქმეების საბაბით, უსმენდნენ ივანიშვილების ოჯახს და „ოცნებასთან“ დაკავშირებულ ყველა პირს, მათ შორის, არასრულწლოვანსაც.

ე.წ. სახალხო დამცველი დუმს. ფარული ჩანაწერების გაკეთებაზე ბრძანების გამცემი, შემსრულებელი და გამავრცელებელი, მით უმეტეს ფალსიფიცირებული ფირის, ყველა ნაძირალაა, ვინც არ იმჩნევს, ორმაგად... ფალსიფიცირებული ჩანაწერიც თქვენ გაქვთ და თითქოსდა წყაროსგან გადმოცემული მყარი მატარებელიც. გინდათ საზღვარგარეთ წაიღეთ ექსპერტიზაზე, გინდათ მთვარეზე. ან რისი წამღები ხართ. თქვენზე კარგად ვინ იცის რასაც სჩადიხართ და რაც გაავრცელეთ?! ამ საქმეზე გამოძიება ბოლომდე უნდა მივიდეს და გამოვლენილ სხვა მოსმენებზე განაჩენი უნდა დადგეს“, - აღნიშნავს ექსპერტი.

ინფორმაციისთვის, 2021 წლის 6 მარტს, „ტვ პირველის“ ეთერით გასული სიუჟეტის მიხედვით, მათ მოიპოვეს აუდიო ჩანაწერი, რომლითაც, მათივე ინფორმაციით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის, არასრულწლოვანის დასჯას უკვეთავს.

18 ივნისს, პროკურატურამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასული ფარული აუდიო ჩანაწერების საფუძველზე დაწყებული გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.

პროკურორ ამირან გულუაშვილის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილს, ბერა ივანიშვილსა და ანზორ ჩუბინიძეს 2011-2012 წლებში უკანონოდ უსმენდნენ.

მისი თქმით, აღნიშნული პირების მობილურ ტელეფონზე საუბრებს 2011 წლის ოქტომბრიდან 2012 წლამდე ოქტომბრის პერიოდში მაღალჩინოსნების დავალებით უსმენდნენ. როგორც მან განმარტა, უკანონო მოსმენები ბიძინა ივანიშვილის მიერ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის შექმნას უკავშირდებოდა.