მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არ უნდა ისჯებოდნენ კანონით ამ ყველაფრის შემოქმედნი? როგორ შეუძლიათ დილიდან საღამომდე ტყუილში და სიყალბეში ქმნიდნენ გადაცემებს? - ირაკლი ლატარია

ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია

ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებას ეხმაურება, რომელიც ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, 6 მარტს „ნოდარ მელაძის შაბათის“ რეპორტაჟში გამოყენებულ აუდიო ჩანაწერების ფალსიფიკაციის საკითხს ეხება.

„მონტაჟის კვალი აღინიშნება 170 ადგილას. პროკურატურის შუალედური დასკვნის მიხედვით, ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის ფარული აუდიო ჩანაწერები „მოდელირებული და გაყალბებულია“.
არ შემიძლია არ დავწერო: ავადმყოფები არიან, ნოდარ მელაძე ჩარჩენილია იმ იმედში, სადაც მოდელირებული ქრონიკით „აბოლებდნენ" საზოგადოებას. ყველაფერი რაც მელაძის გადაცემებში ხდება, არის სიყალბე და ინდური სერიალის მოკლე სიუჟეტები.

სირცხვილს რომ თავი დავანებოთ, ნუთუ არ უნდა ისჯებოდნენ კანონით ამ ყველაფრის შემოქმედნი? როგორ შეუძლიათ დილიდან საღამომდე ტყუილში და სიყალბეში ქმნიდნენ გადაცემებს? განვმეორდები:
ესენი არიან ავადმყოფები და პარაზიტები, რომელთა მიზანი ყოველთვის იყო და არის ქვეყნისთვის ძირის გამოთხრა. ზოგი ტელევიზიით ცდილობს ამ ყველაფერს, ზოგიც კი - პოლიტიკით!!!“, - აცხადებს ირაკლი ლატარია.

ინფორმაციისთვის, 2021 წლის 6 მარტს, „ტვ პირველის“ ეთერით გასული სიუჟეტის მიხედვით, მათ მოიპოვეს აუდიო ჩანაწერი, რომლითაც, მათივე ინფორმაციით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის, არასრულწლოვანის დასჯას უკვეთავს.

18 ივნისს, პროკურატურამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასული ფარული აუდიო ჩანაწერების საფუძველზე დაწყებული გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.

პროკურორ ამირან გულუაშვილის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილს, ბერა ივანიშვილსა და ანზორ ჩუბინიძეს 2011-2012 წლებში უკანონოდ უსმენდნენ.

მისი თქმით, აღნიშნული პირების მობილურ ტელეფონზე საუბრებს 2011 წლის ოქტომბრიდან 2012 წლამდე ოქტომბრის პერიოდში მაღალჩინოსნების დავალებით უსმენდნენ. როგორც მან განმარტა, უკანონო მოსმენები ბიძინა ივანიშვილის მიერ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის შექმნას უკავშირდებოდა.

ამავე თემაზე:

ამირან სალუქვაძე: მონტაჟის 170 ადგილი, მოდელირებული ტელევიზიები, მოდელირებული შოუები, მოდელირებული ჟურნალისტები