მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არა ჰესებიდან ძირს მთავრობამდე - „ალტ ინფოსა“ და „რიონის ხეობის მოძრაობის“ ერთიანი იდეა და გაერთიანება მთავრობის წინააღმდეგ

აქცია, საზოგადოების პროტესტი

რას წერენ და აქვეყნებენ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები და მათი მხარდამჭერები სოციალურ ქსელში დედაქალაქში დაგეგმილ აქციამდე დღეებით ადრე, რატომ აიგივებენ „ალტ-ინფოსა“ და „რიონის ხეობის მოძრაობის“ აქციებს ერთმანეთთან და რატომ ამბობენ, რომ თუ 16 მაისის აქციის დისკრედიტირება მოხდა, ხალხი არ მივიდა და პოლიტიკური პროტესტი არ შედგა, მაშინ 23 მაისი არანაირ შედეგს არ მოიტანს.

რატომ არიან დამოკიდებულნი რიონის ხეობის ე.წ. მცველები ლევან ვასაძის მიერ დაფინანსებულ ალტ-ინფოს ჯგუფებზე? რატომ გასდევს ნამახვანჰესის პროტესტს ასე აშკარა რუსული, პოსტსაბჭოთა წითელი ხაზები და როგორ აპირებენ რიონის ხეობის ე. წ. მცველები ამ ხაზის დამალვას?

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები უკვე ღიად საუბრობენ იმაზეც, რომ როდესაც მთავრობამ მათ ზურგი აქცია, სწორედ მაშინ დაუდგნენ მათ გვერდით ალტ-ინფოს ჯგუფები.

ცნობისათვის, ალტ-ინფო იყო პირველი საინფორმაციო სივრცე, სადაც რიონელების პრობლემებზე ხმამაღლა დაიწყეს საუბარი, გააკეთეს პირდაპირი ჩართვები და ინტერვიუები ვარლამთან, მათ დააფიქსირეს მხარდაჭერა 23-ის აქციის და გააკეთეს განცხადება, რომ უერთდებიან მათ, როგორც რიგითი ადამიანები, იმ აქციის ფორმატიდან გამომდინარე.

„ამიტომ თუ მართლაც გვინდა, რომ რაიმე შეიცვალოს ქვეყანაში ჩვენი, მოსახლეობის სასიკეთოდ, ორივე აქცია მნიშვნელოვანია. პირველის კარგად ჩატარება ხელისუფლებისათვის ნოკაუტის ტოლფასი იქნება და 23 მაისის აქციის შედეგზე იქონიებს დიდ გავლენას,“ - წერენ ორივე აქციის მხარდამჭერები სოციალურ ქსელში.

ასევე, საინტერესოა ზოგიერთი პროტესტანტის მოსაზრებაც იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ორმა ძალამ - „ალტ ინფომ“ და „რიონის სახალხო მოძრაობამ“ შეაშინა ლიბერალური ხელისუფლება, მედია, ოპოზიცია და მათი მაამებლები და ის, რომ ორივე ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე დგას.

ლევან ვასაძის ქვეყნის სადარაჯოზე დგომა რუსული რუბლებით რომ ფინანსდება, ალბათ ეს უკვე ყველამ იცით. ამიტომ ღმერთისგან დალოცვა, პროტესტის მონაწილეები და მხარდამჭერები ყველა პოსტის ბოლოს რომ უწერენ ერთმანეთს, მართლაც არ იქნებოდა ურიგო ამ გაუგებრობაში, თუმცა ეგ საქმე უკვე მეუფე სტეფანემ გადაიბარა: ასეა, ყველას თავისი მფარველი და დამლოცველი ჰყავს, ზოგს რუსეთუმე მიტროპოლიტი, ზოგს კიდევ ზევიდან, ღმერთი.

ავტორი: ანანო შარაძე