ანალიტიკოსი, ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში ამირან სალუქვაძე ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-სთან საუბარში გიორგი გახარიას გადადგომასა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ საუბრობს.
როგორც ანალიტიკოსმა აღნიშნა, გახარიას მიერ თანამდებობის დატოვებას არავინ ელოდა.
სალუქვაძე ამბობს, რომ ასეთ დროს მსგავსი ნაბიჯის გადადგმა ცეცხლზე წყლის დასხმა არ არის.
„დღეს, რომ გადადგებოდა ამას არავინ ელოდა. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ხმები ვრცელდებოდა მის წასვლასთან დაკავშირებით.
ჩვენ ვმსჯელობთ მიმდინარე პროცესების ფონზე იმ შინაარსიდან გამომდინარე, რაც თვითონ გააკეთა. ჩემი აზრით ასეთ დროს გადადგომა არ მგონია, რომ ცეცხლზე წყლის დასხმა იყოს. დანარჩენი გამოჩნდება და შეაფასებს უახლესი ისტორია.
რაც შეეხება პროცესებს, ორი მიმართულებაა. ერთი - როგორც გამოიკვეთა ოპოზიცია გააქტიურდა მოლაპარაკებების განახლების მიმართულებით, განწყობა აქვთ ისევ იგივე რაც ჰქონდათ 4 რაუნდის დროს, რომ უნდა ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები.
ამიტომ წინამოლაპარაკებების წარუმატებლობის მიზეზი სწორედ ეს იყო. გახარიას გადადგომა ერთის მხრივ წამახალისებელი არის ამ მხრივ ოპოზიციისთვის. ისინი რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით ისევ ხისტ პოზიციაზე დარჩნენ.
რა აზრი აქვს რიგგარეშე არჩევნებს თუ არ გავერკვევით რა მოხდა, ამ რიგგარეშე არჩევნებს კონსტიტუციურად ისევ იგივე სისტემა ხო ჩაატარებს მაშინ რა აზრი აქვს ასეთ არჩევნებს? ამიტომ გამოძიება აუცილებლად უნდა მოხდეს და ამიტომ იმ არგუმენტებს ვერ ვიღებ, რომ ყველაფერი გადასწორებულია. ყველაფერი გადასწორებული ვერ იქნება.
იმიტომ რომ ოქმები არსებობს და ოქმებზე ოპოზიციის წარმომადგენლების ხელმოწერებია. აქ კარგი იქნება საერთაშორისო დამკვირვებლების მაქსიმალურად ჩართულობა ამ გამოძიებაში და ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში დავუსვათ წერტილი არჩევნების თემას.
რაც შეეხება გახარიას წასვლას, რა თქმა უნდა ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი გარკვეულწილად დეზორიენტირებული იქნება, თუმცა გააჩნია როგორ აღიქვამენ მის ამ ნაბიჯს დადებითად თუ უარყოფითად.
ეს „ქართული ოცნების“ გადასაწყვეტია, შიდა პროცესებია, ზოგადად პრემიერის შეცვლა ალბათ მოსალოდნელიც იყო და საერთოდ ალბათ მივალთ იმ ვარიანტამდე, რომ ვინც არის პარტიის თავმჯდომარე, ის იქნება პრემიერი“, - აცხადებს ამირან სალუქვაძე.
ინფორმაციისთვის, გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ 18 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრობის ახლა კანდიდატს „ქართული ოცნება“ 19 თებერვალს წარადგენს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
✔️ „ახალი პოლიტიკური რეალობა იწყება“ - რამაზ საყვარელიძე
✔️ გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრობიდან გადადგა
✔️ „ალბათ, რიგგარეშე არჩევნებს ვერ გადავრჩებით“ - ვახტანგ ძაბირაძე
საქართველოს ორი ვიცე პრემიერ-მინისტრი ეყოლება. ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.
ჟურნალისტ ვახო სანაიაზე განხორციელებულ თავდასხმას ოპოზიციური პარტიები ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2019 წლიდან განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ ტარებისთვის ძებნილი პირი - 1972 წელს დაბადებული ბ.გ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.
საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის ოთხი წევრის ვინაობა ცნობილია.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრს გივი მიქანაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.
2018 წელს განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაცია დაფუძნდა, რომელიც დღემდე აქტიურად ახორციელებს საინტერესო პროექტებს სტიპენდიატებისა და კურსდამთავრებულების ჩართულობით.
„გამოსავალი ნიკა მელიას გათავისუფლებაშია, რომელიც უკანონოდ იქნა დაკავებული და პოლიტიკური პატიმრის სუპერ ვარიანტს წარმოადგენს, რადგანაც ანტისაოკუპაციო მიტინგზე იაქტიურა და ეს ჩაეთვალა დანაშაულად, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთის ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით „ივანიშვილის რეჟიმი გონს უნდა მოვიდეს და პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანები უნდა გათავისუფლდნენ“.
24 თებერვალს, რიქსდაგში 2021 წლის საგარეო პოლიტიკის საკითხების შესახებ განცხადების წარდგენისას, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ან ლინდემ მიმდინარე კონფლიქტებზე, მათ შორის საქართველოს თემაზეც ისაუბრა.