მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დიდი შანსია, გახარიამ წააგოს და დამარცხებულის იარლიყი ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის მძიმეა“ - რამაზ საყვარელიძე

პოლიტოლოგი ექსპერტი რამაზ საყვარელიძე

„გახარიასთვის უფრო მოგებიანი იქნებოდა სამომავლო, დიდი ამბიციისთვის გაეგრძელებინა ბრძოლა. ძალიან დიდი რისკია. დამარცხების შემთხვევაში სამომავლო ბრძოლები მისთვის პრობლემა იქნება და ამის შანსი დიდია, სხვა თუ არაფერი, მარტო ერთი თვე თბილისის უბნების მონახულებისთვის არ არის საკმარისი. მარცხის იარლიყი ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის მძიმეა“, - ამის შესახებ ექსპერტმა პოლიტიკის საკითხებში რამაზ საყვარელიძემ საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-სთან განაცხადა.

მისი თქმით, გიორგი გახარიას ჰქონდა მეორე ვარიანტიც, რომ თბილისის მერობის კანდიდატად სხვა დაესახელებინა, თუმცა, რატომღაც ამ ბრძოლაში შესვლა გადაწყვიტა.

„ამ თემაზე ადრეც იყო კითხვები, შეიძლებოდა თუ არა, რომ გიორგი გახარია თბილისის მერობის კანდიდატი ყოფილიყო. მაშინ მიმაჩნდა, რომ არ იქნებოდა, რადგან ამბიცია, რითაც ის გადადგომის შემდეგ დარჩა ქართულ პოლიტიკაში, უმაღლესი დონის იყო, ანუ გამარჯვება და პრემიერობა.

ვერ ვხედავდი იმის საფუძველს, რომ მას ამ ამბიციისთვის ეღალატა. ასევე, მას რადგან ადრე არ განუცხადებია თბილისის მერობის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი, ახლა ნამდვილად გაუგებარია ჩემთვის, რატომ ჩაერთო ამ ბრძოლაში ერთი თვით ადრე. დაუგეგმავი ნაბიჯის იერი აქვს ამ გადაწყვეტილებას.

გარდა იმისა, რომ შეეძლო სხვა კანდიდატი დაეყენებინა, თუნდაც წამგებიანი, მგონი ისიც შეეძლო, რომ კახი კალაძეს, რომელზეც თავად აქვს ნათქვამი, რომ ღირსეული მერია, არ შებრძოლებოდა და არ შესულიყო მერის არჩევნებში. სიმართლე გითხრათ, არ მესმის რატომ იქნა გამოყენებული მის მიერ მეორე ვარიანტი“, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.

შეგახსენებთ, რომ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია თბილისის მერობისთვის იბრძოლებს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „ეს იყო ორი ადამიანის შეხვედრა, რომლებიც ერთმანეთს პატივს სცემენ“ - კახა ქემოკლიძე გახარია-კალაძეზე

⭕ „შეხვედრა იყო, გახარიამ მითხრა, რომ აპირებდა კანდიდატურის დაყენებას“ - კახა კალაძე

⭕ „არჩევნები ოლიმპიადა არ არის, რომ ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლო“ - ირაკლი კობახიძე გახარიას პარტიაზე