საქართველომ ევროკავშირის წევრ 5 ქვეყანას: გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიეტუვას და ესტონეთს საზღვარი უპირობოდ გაუხსნა. აღნიშნული ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლისას კარანტინის გავლა არ უწევთ.
გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 616 შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში დადასტურებულია COVI 19- ის 264 837 შემთხვევა.
საფრანგეთში ბოლო 24 საათში 7 852 შემთხვევა დაფიქსირდა. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 395 104 შემთხვევაა გამოვლენილი.
ლატვიაში COVID 19 -ის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჯამში დადასტურებულია 1 482 შემთხვევა.
ლიეტუვაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდინფიცირების 11 შემთხვევა გამოვლინდა, ჯამში დაფიქსირებულია 3 397.
ესტონეთში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ დადასტურებულია 2 722 შემთხვევა.
აღნიშნულ ქვეყნებს შორის ყველაზე მძიმე ეპიდვითარებაა საფრანგეთში.
NDI-მ საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევასთან დაკავშირებით თავისი მოსაზრებები პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
2000 წლიდან, ანუ 21-ე საუკუნეში, კლიმატური ცვლილებებით გამოწვეული კატასტროფების შედეგად მსოფლიოში 500 ათასამდე ადამიანი დაიღუპა, ხოლო მატერიალურმა ზარალმა 2,56 ტრილიონი დოლარი შეადგინა. ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს შეხვდა. მხარეებმა არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე ერთობლივად იმსჯელეს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს
ქართველი მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი კორონავირუსით მეორე ინფიცირდა. ამის შესახებ მეცო-სოპრანო საკუთარ ფეისბუკგვერდზე აღნიშნავს.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პირველად გააკეთა კომენტარი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის საგამოძიებო ფილმთან დაკავშირებით. პუტინის თქმით, ფილმში ნაჩვენები ქონება მას არ ეკუთვნის. რუსეთის პრეზიდენტმა ეს სტუდენტებთან გამართული ვიდეოკონფერენციის დროს განაცხადა. ამის შესახებ www.rbc.ru იუწყება.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარისა და ევრონესტში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის რანგში, ბრიუსელში ვიზიტი შეაფასა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
„ეს კვლევა ნამდვილად ვერ იქნება ოპოზიციის სახელმძღვანელო იმის, ოპოზიციას ეთანხმება თუ არა ხალხი პარლამენტის ბოიკოტთან დაკავშირებით. ზოგადად, რომ ხალხისთვის მნიშვნელოვანია პარლამენტი ნორმალურად მუშაობდეს, ეს როგორც ორჯერ ორი ოთხია. იქ კითხვა საერთოდ არ არის დასმული იმაზე, ეთანხმებიან თუ არა ადამიანები ოპოზიციის გადაწყვეტილებას“, - ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე NDI-ის კვლევის შედეგებს.
„ძალიან დასანანია, რომ ადამიანებს შეეზღუდათ გადაადგილების საშუალება. პირველ რიგში ვითვალისწინებთ ეპიდემიოლოგების, ექსპერტების, ჯანდაცვის მუშაკების აზრს თუმცა, ჩვენი საბოლოო მიზანი არის ხალხის კეთილდღეობა და ალბათ, უნდა ვიპოვოთ ტოლობის ნიშანი“, - ამის შესახებ დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა ევროპული სასამართლოს მიერ 21 იანვარს მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ქართველ საზოგადოებას რუსეთის წინააღმდეგ მოგებული დავა მიულოცა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.