მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ევროკავშირს ვშორდებით და რუსეთი ცდილობს, ქართველ ამომრჩეველში მის მიმართ სიმპათია გააძლიეროს“ - ზაქარეიშვილი

კონფლიქტოლოგი

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, რუსეთის მხრიდან საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენისთვის მზაობის გამოხატვა, ფარისევლურია.

მისი თქმით, რუსეთი ქართველებში მის მიმართ სიმპათიის გაძლიერებას ცდილობს. ამავდროულად, მიანიშნებს მათ, ვის უნდა დაუჭირონ მხარი არჩევნებზე.

„ამ განცხადებაში არაფერი რეალური არ არის. პირველად არ აკეთებს ის ასეთ განცხადებას. თითქმის ყოველთვის ამას აკეთებენ ხოლმე არჩევნების წინ. ფარისევლურად და ცინიკურად, კარგად მოარტყეს დროში იმას, რომ ევროკავშირმა აბსოლუტურად სამართლიანად და დამსახურებულად უარი გვითხრა მეორე ტრანშზე.

რუსეთმა გამოიყენა სიტუაცია. აი, ევროკავშირი ასეთი ცუდია და ჩვენ კარგები ვართ. არჩევნები მოდის და ძვირფასო, ქართველო ამომრჩეველო, ხომ იცი, ვის უნდა მისცე ხმა? პროევროპულ ძალებს არა, ხმა მიეცი პრორუსებს. როდემდე უნდა გაიხსენოთ 2008 წელი, არაფერი ოკუპაცია არ მომხდარა, ყველაფერი წესრიგშია. მოდი ახლა ვცადოთ დავალაგოთ ურთიერთობები. ეს განცხადება არის როგორც ქართველებისთვის, ისე ევროპისთვის. ქართველები ცუდები და ბოღმიანები არიან, ჩვენ კი გვინდა მშვიდობა და მოლაპარაკება.

მეორე კომპონენტი არის არჩევნები. რომ არა ევროკავშირის გუშინდელი პოზიცია, ლავროვს ეს განცხადება შესაძლოა არ გაეკეთებინა. რაკი ევროკავშირმა ასეთი პრინციპული პოზიცია დააფიქსირა გუშინ, ცხელი მომენტი იყო, რომ სწორედ ახლა გაეკეთებინა ეს განცხადება“, - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-სთან საუბრისას.

კონფლიქტოლოგი იმედოვნებს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადება სერიოზულად არ იქნება აღქმული.

იმედია, რომ ახლაც არაფერი გამოუვათ და ამას შედეგი არ ექნება. ძალიან ცუდი იქნება, თუ ქართველი ამომრჩეველი ჩათვლის, რომ რუსეთთან უფრო კარგი იქნება ურთიერთობა, ვიდრე ევროპასთან.

ხელისუფლება მხოლოდ ლაპარაკობს ევროკავშირსა და ნატოზე, სინამდვილეში არაფერს აკეთებს, მხოლოდ ლაპარაკობს. ჩვენ ვშორდებით ევროკავშირს, შარლ მიშელის დოკუმენტიდან გამოსვლით და ა.შ. რუსეთი ცდილობს საარჩევნოდ, ქართველ ხალხში წვეთ-წვეთად მის მიმართ სიმპათიები გააძლიეროს“, - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „ევროპარლამენტარი არ არის ჩემი უფროსი, ჩვენი უფროსი არის ქართველი ხალხი“ - პრემიერი

⭕ „მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს რეფორმებთან დაკავშირებული ვალდებულებები“ - ევროკავშირის წარმომადგენლობა

⭕ „დახმარებაზე უარის თქმა იმ სტრატეგიის ნაწილია, რომ საქართველო დასავლეთს ჩამოშორდეს“ - იან კელი