მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გახარია ბევრად უფრო დამაჯერებლად გამოიყურებოდა, ვიდრე ნებისმიერი სხვა“ - ხუხაშვილი მერობის კანდიდატების დებატებზე

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი

ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში გია ხუხაშვილი საინფორმაციო სააგენტო Pia.ge-სთან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში თბილისის მერობის კანდიდატებს შორის გამართულს დებატებს აფასებს და ამბობს, რომ ამ ტიპის ფორმატი ამომრჩევლის უპატივცემულობა იყო.

ხუხაშვილის თქმით, ამომრჩევლისთვის რთულია დასკვნის გაკეთება ისეთ ვითარებაში, სადაც 16 კანდიდატია წარმოდგენილი.

ამასთან, მისივე შეფასებით, ყველა კანდიდატს შორის ყველაზე დამაჯერებელი გამოსვლა ექსპრემიერ გიორგი გახარიას ჰქონდა.

„ეს არ იყო დებატების ფორმატი. იმიტომ, რომ თუ ეს ამომრჩევლისთვის კეთდება, ამომრჩევლისთვის ძალიან ძნელია ისეთ ვითარებაში, სადაც 16 კაცი ზის, რეალური დასკვნის გაკეთება თუ რომელი კანდიდატი უკეთესად ან უარესად გამოიყურება. შესაბამისად, ამ ფორმატის არსებობა ამომრჩევლის უპატივცემულობაა, ფარსია.

ნიკა მელიას მიერ დებატების დატოვება, ეს არის მათი პოლიტიკური ტაქტიკა. აქ არაფერი გასაკვირი არ არის. ეს ყველაფერი ტემპერატურის აწევაზეა გათვლილი. ნიკა მელიას ესმოდა, რომ ეს არ იყო დებატების ფორმატი. თუ უნდოდა მას, რომ ნიუსებში რაღაცნაირად მკვეთრად გამოჩენილიყო მან ეს ნაბიჯი აარჩია.

ეს მათი პოლიტიკური ტაქტიკის ამბავია და ვერანაირად ვერ შევაფასებ. პლუსი მოუტანა თუ მინუსი, არ მგონია რომ მის ელექტორატზე გავლენა მოეხდინა. იმიტომ რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატი ისედაც კარგად მობილიზებულია და ერთგვარი ჩაკეტილი სისტემაა, ზრდის პოტენციალი მას არ აქვს და აქედან გამომდინარე მან ასე არჩია და ეს გემოვნების საკითხია.

ვფიქრობ, ამ დებატებიდან გიორგი გახარიამ მაქსიმუმი გამოიტანა და ვისაც თვალი აქვს დაინახავდა, რომ გახარია ბევრად უკეთესად და დამაჯერებლად გამოიყურებოდა, ვიდრე ნებისმიერი სხვა“, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პირველი არხის ეთერში 21 სექტემბერს თბილისის მერობის ყველა კანდიდატს შორის დებატები გაიმართა.

ამავე თემაზე:

🔴 კახა კალაძე: მე ვიქნები ყველას მერი, მათ შორის იმისიც, ვინ დღეს ამ სტუდიიდან გაიქცა

🔴 ნიკა მელიამ თბილისის მერობის კანდიდატების დებატები დატოვა

🔴 „ნარკომანობა, მოღალატეობა, სააკაშვილთან კავშირი, იზიარებ ამ ბრალდებებს?“ - გიორგი გახარია კახა კალაძეს