მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გია აბაშიძე: ნაცტელევიზიებიდან მომავალი დესტრუქციულ-ჰიბრიდულ ომს ბოლო უნდა მოეღოს, გადაიღალა საზოგადოება ამდენი non-stop ბოროტი სიყალბით

ანალიტიკოსი გია აბაშიძე

„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიის ერთ-ერთი უმთავრესი ფუნდამენტია. Fake news კი, დემოკრატიის ერთ-ერთი უმთავრესი მტერია, რომელსაც დაუნდობლად უნდა ებრძოლო ყველა კანონიერი გზით,“ - ამ სიტყვებით ეხმაურება ანალიტიკოსი გია აბაშიძე პროკურატურის განცხადებას, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

აბაშიძის აზრით, საზოგადოება გადაიღალა ამდენი non-stop ბოროტი სიყალბით და ნაცტელევიზიებიდან მომავალი დესტრუქციულ ჰიბრიდულ ომს ბოლო უნდა მოეღოს:

„საერთაშორისო პრაქტიკით, საგამოძიებო ჟურნალისტიკის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა იმ საკითხების გამოაშკარავება, რომლებიც გამიზნულად დაფარულია ძალაუფლების მქონე პირის/პირთა მიერ. სააკაშვილის მავნებელი ტელემარიონეტების ე.წ. საგამოძიებო ჟურნალისტიკა კი, გულისხმობს საჯარო პირებზე უკანონოდ მოპოვებული მასალების უნიჭოდ შეთითხვნას, მოდელირებას და საზოგადოებისთვის წარმოჩენას. საქართველოს პროკურატურის შუალედური დასკვნის მიხედვით, ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის ფარული აუდიო ჩანაწერები მოდელირებული და გაყალბებულია! აუდიო ჩანაწერებს აღენიშნებათ რედაქტირების კვალი და აბსოლუტურად ყველა მათგანი დამზადებულია მონტაჟის (170 შემთხვევა) შედეგად.

პროკურატურა აცხადებს, რომ 2011-2012 წლებში, ირაკლი ღარიბაშვილის, იმ დროს არასრულწლოვანი ბერა ივანიშვილის და ანზორ ჩუბინიძის კუთვნილი მობილური ტელეფონების ნომრებზე მიმდინარეობდა ფარული მიყურადება. გამოდის, რომ ბოროტ დეზინფორმატორს „ტვ პირველს“, ნოდარ მელაძეს მიაწოდეს ნაცრეჟიმის მიერ უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერები და სააკაშვილის სექტის მითითებით, აუდიო ჩანაწერების მონტაჟის შედეგად, შერჩევითი ფიქსაციის გზით, მიიღეს შეცვლილი შინაარსის მქონე სიტყვები და წინადადებები.

მონტაჟის პროცესში, გამოყენებულია საუბრის მონაწილეთა მიერ სხვადასხვა დროსა და ვითარებაში წარმოთქმული წინადადებები, სიტყვები, ზოგ შემთხვევაში ბგერებიც კი. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიის ერთ-ერთი უმთავრესი ფუნდამენტია. Fake news კი, დემოკრატიის ერთ-ერთი უმთავრესი მტერია, რომელსაც დაუნდობლად უნდა ებრძოლო ყველა კანონიერი გზით. ნაცტელევიზიებიდან მომავალი დესტრუქციულ ჰიბრიდულ ომს ბოლო უნდა მოეღოს! გადაიღალა საზოგადოება ამდენი non-stop ბოროტი სიყალბით!“ - აღნიშნავს გია აბაშიძე.

ინფორმაციისთვის, 2021 წლის 6 მარტს, „ტვ პირველის“ ეთერით გასული სიუჟეტის მიხედვით, მათ მოიპოვეს აუდიო ჩანაწერი, რომლითაც, მათივე ინფორმაციით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის, არასრულწლოვანის დასჯას უკვეთავს.

18 ივნისს, პროკურატურამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასული ფარული აუდიო ჩანაწერების საფუძველზე დაწყებული გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.

პროკურორ ამირან გულუაშვილის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილს, ბერა ივანიშვილსა და ანზორ ჩუბინიძეს 2011-2012 წლებში უკანონოდ უსმენდნენ.

მისი თქმით, აღნიშნული პირების მობილურ ტელეფონზე საუბრებს 2011 წლის ოქტომბრიდან 2012 წლამდე ოქტომბრის პერიოდში მაღალჩინოსნების დავალებით უსმენდნენ. როგორც მან განმარტა, უკანონო მოსმენები ბიძინა ივანიშვილის მიერ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის შექმნას უკავშირდებოდა.

ამავე თემაზე:

👉 არ უნდა ისჯებოდნენ კანონით ამ ყველაფრის შემოქმედნი? როგორ შეუძლიათ დილიდან საღამომდე ტყუილში და სიყალბეში ქმნიდნენ გადაცემებს? - ირაკლი ლატარია

👉 ამირან სალუქვაძე: მონტაჟის 170 ადგილი, მოდელირებული ტელევიზიები, მოდელირებული შოუები, მოდელირებული ჟურნალისტები