მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გიორგი გახარიას განცხადება „ქართული ოცნებისთვის“ ეპიტაფიაა საფლავის ქვაზე“ - სოსო ცინცაძე

ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში სოსო ცინცაძე

ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში სოსო ცინცაძე ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-სთან ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ მისი განაცხადი  „ქართული ოცნებისთვის“ ეპიტაფიაა.

ექსპერტის შეფასებით, გიორგი გახარია არა მხოლოდ წაართმევს „ქართულ ოცნებას“ ამომრჩეველს, არამედ მისი მარგინალიზაციის უდავო გარანტია იქნება.

ამასთან, სოსო ცინცაძე ამბობს, რომ ექსპრემიერის მიერ გადადგმული ნაბიჯი, მხოლოდ მის გადაწყვეტილებას არ უკავშირდება.

„ვთვლი, რომ გიორგი გახარიას განცხადება პირველ რიგში, „ქართული ოცნებისთვის“ ეპიტაფიაა, პოლიტიკური საფლავის ქვაზე, რომ წარწერაა. არა მხოლოდ „ოცნებას“ წაართმევს ამომრჩეველს, არამედ „ოცნების“ მარგინალიზაციის უდავო გარანტია იქნება ეს.

ვინაიდან, ეს არ არის მხოლოდ გიორგი გახარიას გადაწყვეტილება. საერთოდ იცით რა არის ? პეპელასავით ერთდღიან რეჟიმში ცხოვრობს პოლიტიკური სპექტრი. მოდით, შევეცადოთ რეტროსპექტივში განვიხილოთ და პატარა მოზაიკები შევაგროვოთ, მერე კი შევქმნათ საერთო ფონი“, - აღნიშნა სოსო ცინცაძემ.

ექსპერტი „ქართული ოცნების“ ყოფილი დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას იხსენებს, რომლის თანახმადაც ის ახალი პოლიტიკური, მესამე ძალის შექმნაზე საუბრობს.

„ივანიშვილის განცხადება გავიხსენოთ, რომ ის ოცნებობს შექმნას ახალი პარტია, რომელიც „ოცნებას“ ჩაანაცვლებს. რას ნიშნავს ჩანაცვლება? ერთი მიდის, მეორე მოდის. დღეს საჭიროა, გახარიას იმიჯის გაუმჯობესება. რასაკვირველია სწორია გიორგი მარგველაშვილი, როდესაც თქვა, რომ „ოცნება 2“ იქნებაო. კი „ოცნება 2“ იქნება იმ მხრივ, რომ სახელისუფლებო პარტია იქნება, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელობა აქვს იმას, რომ მან გააქროს „ოცნება 1“, - აცხადებს სოსო ცინცაძე და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრებიდან ყველაზე ჭკვიანი სწორედ, რომ გიორგი გახარიაა.

ცინცაძის თქმით, რომ არა დიდი გარანტია, გახარია ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა.

„ყოფილ პრემიერებში ყველაზე ჭკვიანი გახარიაა, ეს ფაქტია და ვერსად გავექცევით. შეიძლება ცოტა ცინიკოსად გამოვდივარ, მაგრამ ჩემთვის დიდ პოლიტიკაში მთავარია ჭკვიანი იყოს. ვინაიდან ჭკვიანმა ყოველთვის იცის, სად გადის წითელი ხაზი. ჭკვიანი ცუდ საქმესაც ჭკვიანურად აკეთებს და საზღვარი აქვს, მაგრამ სულელმა არაფერი იცის. რასაკვირველია გახარია არც არსენა მარაბდელია, არც რომელიმე თავზეხელაღებული ავანტიურისტი, მის ზურგს უკან დიდი გარანტია, რომ არ იდგეს, ის ამ განცხადებას არ გააკეთებდა.

ეს არ არის ერთი დღის ემოციური გადაწყვეტილება, როგორც ჩანს მისი გადადგომა, მომენტი შერჩეული იყო კარის გაჯახუნებით, რომ მან უსამართლოდ ჩათვალა ოპოზიციის ლიდერის დაპატიმრება. ამაზე არამხოლოდ ნაფიქრი ჰქონდა, ეს ჩემი აზრით არის პოლიტტექნოლოგიური მასტერკლასი, როგორც ჩანს ბატონ ბიძინა ივანიშვილს ძალზედ მაღალპროფესიული პოლიტტექნოლოგები ჰყავს მრჩევლად. ეს არც ლაშა ნაცვლიშვილისა და არც შალვა რამიშვილის დონეა. ეს უფრო მაღალი დონეა. პირდაპირ გეუბნებით ეს მასტერკლასია.

მესამე ძალაო და თითქოს ჩნდება ეს მესამე ძალა. აქედან გაკვეთილები უნდა გამოიტანონ. „ოცნებამ“ რა გაკვეთილებიც არ უნდა გამოიტანოს, მაინც არაფერი ეშველებათ.

ჩემი აზრით დღეს აუცილებელია ოპოზიაციამ გვერდზე უნდა გადადოს არაპრაგმატული პრინციპულობა და ციხიდან გამოიყვანოს ნიკა მელია. გადაიხადოს ის ფული, ვინაიდან ლიდერის გარეშე მმართველი პარტია საქართველოში ყველაფერი პერსონიფიცირებულია, რადგან კოლექტიური მმართველობა უცხო ხილია.

გახარია სერიოზული ადამიანია, თან ჭკვიანია და საქმე გვაქვს არა მხოლოდ გადადგომის შემდეგ, არამედ გადადგომამდე დაწყებულ პროცესზე. ეს იყო მთელი სქემა“, - დასძინა სოსო ცინცაძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს მთავრობის ყოფილმა მეთაურმა 22 მარტს განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ არსად წასვლას არ აპირებს, მითუმეტეს არც პოლიტიკიდან.

აგრეთვე დაგაინტერესებთ 👇

👉 „გახარია „ქართულ ოცნებას“გაუყოფს ხმებს“ - ლევან იოსელიანი

👉 „სიტემის შეცვლას ვერ შეძლებს“ - ბესელია გახარიას პოლიტიკაში დარჩენის ორ ვერსიას განიხილავს