ანალიტიკა

გურამ ნიკოლაშვილი: ოპოზიციური ელექტორატი, რომელმაც ხმა მისცა პლურალისტურ და პროპორციულ პარლამენტს, აღმოჩნდა მოტყუებულიც, გადაგდებულიც და, რაც მთავარია, გაბრაზებულიც

გურამ ნიკოლაშვილი ბიძინა
ივანიშვილზე
1607614206
დაკოპირებულია

„ოპოზიციური ელექტორატი, რომელმაც ხმა მისცა პლურალისტურ და პროპორციულ პარლამენტს, პარტიები კი თავისი გემოვნებით შეარჩია, აღმოჩნდა მოტყუებულიც, გადაგდებულიც და რაც მთავარია, გაბრაზებულიც, რადგანაც მათივე სახელით დღეს ვითომ ერთმანეთისგან განსხვავებული პარტიები „ნაცმოძრაობის“ მიერ ორკესტრირებულ ერთიან ბოიკოტზე ლაპარაკობენ“,-  საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი გურამ ნიკოლაშვილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ვრცელ ბლოგს „ნიღაბჩამოხსნილი ოპოზიცია“ აქვეყნებს.

მისი თქმით, ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს ვითარების ესკალაციის, გრძელვადიანი კრიზისის და სახელმწიფოს დასუსტების მიმართულებით და იმის გათვალისწინებით, რომ არსებული გამოწვევები რეალურად კარგად ესმით, ეს საქციელი სხვა არაფერია, თუ არა მიზანმიმართული მავნებლობა.

აქვე, საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი ციტირებს „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს, რომელმაც პარტია მოქალაქეების ლიდერს, ალეკო ელისაშვილს კითხვაზე, თუკი გაწიკწიკებულ საარჩევნო კოდექსს და წესებს მივიღებთ, რაც ქვეყნის განვითარებას უზრუნველყოფს, ღირს თუ არა ამაზე წასვლა, უპასუხა, რომ არა, რომ მისთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ ხელისუფლების შეცვლაა.

„სამართლებრივ და სტაბილურ სახელმწიფოებრივ ველში დარჩენა გარდა პოლიტიკური მარცხისა ამ ადამიანებს კონკრეტული პასუხისმგებლობით ემუქრება. სწორედ ამიტომ გამოიგონეს მათ მითი გაყალბების შესახებ და ამიტომაც შევიდნენ ელჩების შუამავლობით გამართულ მოლაპარაკებებში მათი ჩაშლის მიზნით. ის წინაპირობები, რაც დააყენეს ოპოზიციურმა პარტიებმა ხელახალი არჩევნების ან პლებისციტის ჩატარების მიზნით და ვითომ პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა თუ ცესკოს თავმჯდომარის გადაყენების სახით, ეფუძნებოდა პოზიციას, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა.

მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის აზრთა მთავარ სხვადასხვაობას სწორედ ეს წანამძღვარი განაპირობებს. „ქართული ოცნება“ ვერასდროს მიიღებს სიცრუეს რეალობად და ვერ გამართავს მოლაპარაკებებს იმ საკითხებზე, რაც ორგანულად გამომდინარეობს რეალობის მცდარი აღქმიდან. გარდა იმისა, რომ პარტიებმა სასურველს ვერ მიაღწიეს, გამოავლინეს დესტრუქციისა და ბოღმის ისეთი ხარისხი, რამაც საკუთარი ამომრჩევლის ორჯერ მოტყუებისკენაც გადაადგმევინათ ნაბიჯი. პირველ ეტაპზე ისინი თვეების მანძილზე ატყუებდნენ ამომრჩეველს, რომ მათი გამარჯვება იყო გარდაუვალი, ხელისუფლება შეიცვლებოდა და ამას შეძლებდნენ სწორედ პროპორციული არჩევნების მეშვეობით. ეს პროპაგანდა ნიაღვარივით მოედინებოდა ნაძარცვი ფულით შექმნილი სამი ტელევიზიის მეშვეობით, რომლებიც სრული ცინიზმით სპეკულირებენ ისეთ ობიექტურ რეალობაზე, როგორიც სიღარიბე და გაჭირვებაა.

აბსურდული დაპირებები, ილუზიის შექმნა, რომ საქართველოს მყისიერი გარდაქმნა შესაძლებელია და მხოლოდ ხელისუფლების შეცვლაა საჭირო, რეალურად არსებულ გაჭირვებულ და უკმაყოფილო ადამიანებს მოსმენილი პოპულიზმის ტყვედ აქცევს. ეს მოცემულობა გადაიზილა ვითომ ანტირუსულ რიტორიკაში და სწორედ ამ პროპაგანდის მეშვეობითაა აღებული ის ხმებიც, რაც „ნაცმოძრაობებმა“ მიიღეს. ქვეყნის ნათელი მომავალი პარტიათა აზრით უკავშირდებოდა კოალიციურ მმართველობას, კონსესუსზე დაფუძნებულ ხელისუფლებას, რისთვისაც მნიშვნელოვანი იყო პარლამენტში რაც შეიძლება მეტი პარტიის შესვლა და პლურალიზმის უზრუნველყოფა. როდესაც კითხვა ჩნდებოდა იმ განსხვავებებსა და წინააღმდეგობებზე, რაც ამ პარტიებს ერთმანეთთან გააჩნდათ, ისინი ირწმუნებოდნენ, რომ საკუთარ იდენტობას და ამომრჩეველს არ დაკარგავდნენ და სახელისუფლო კოალიციას სწორედ მათ ინტერესების საუკეთესოდ გათვალისწინების მეშვეობით შექმნიდნენ.

არჩევნების შედეგმა „ნაცმოძრაობასა“ და მის სატელიტ პარტიებს მწარე მარცხი აგემა. „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ხმებისა და სადეპუტატო ადგილების ნახევარი, მთელმა დანარჩენმა ოპოზიციამ კი მეორე ნახევარი გაინაწილა. ოპოზიციურ პარტიათა ელექტორალური ტყუილი არჩევნების მოგებასთან დაკავშირებით საპნის ბუშტივით გასკდა. რეალობა, რომელიც ყველა წინასაარჩევნო კვლევით დასტურდებოდა, რომ ოცნება კვლავ მმართველ პარტიად დარჩებოდა, ოპოზიციური პარტიების წინაშე მთელი სიცხადით დადგა. გამსკდარმა ტყუილმა რეალობის აღიარების ნაცვლად წარმოშვა მეორე ტყუილი, სხვადასხვა სპეკულაციათა მეშვეობით სახელდახელოდ შეითხზა გაყალბების მითი და საკუთარივე ამომრჩეველს შესთავაზეს მეორე ტყუილი ბოიკოტის გამოცხადების მიზანშეწონილობის სახით. რაც მთავარია, ოპოზიციონერთა უტიფარი მსჯელობა და განცხადებები თავიანთივე ამომრჩევლის სახელით კეთდება, თითქოს სწორედ ბოიკოტი იყოს ხალხის დაკვეთა.

ოპოზიციური ელექტორატი კი, რომელმაც ხმა მისცა პლურალისტურ და პროპორციულ პარლამენტს, პარტიები კი თავისი გემოვნებით შეარჩია, აღმოჩნდა მოტყუებულიც, გადაგდებულიც და რაც მთავარია გაბრაზებულიც, რადგანაც მათივე სახელით დღეს ვითომ ერთმანეთისგან განსხვავებული პარტიები „ნაცმოძრაობის“ მიერ ორკესტრირებულ ერთიან ბოიკოტზე ლაპარაკობენ. თუნდაც იმ მოლოდინის ხორცშესასხმელად, რასაც ოპოზიცია პირდებოდა ხელისუფლებაში მოსვლისას ამომრჩეველს, აუცილებელია სტაბილური და მშვიდი პოლიტიკური ვითარება, ეროვნული თანხმობა და კონსესუსი, რაც ისედაც არსებული პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე კიდევ უფრო რთული მისაღწევია. ობიექტური გარემოებები ამძიმებს ისედაც რთულ ვითარებას ქვეყანაში. ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს ვითარების ესკლაციის, გრძელვადიანი კრიზისის და სახელმწიფოს დასუსტების მიმართულებით. იმის გათვალისწინებით, რომ არსებული გამოწვევები რეალურად კარგად ესმით, ეს საქციელი სხვა არაფერია, თუ არა მიზანმიმართული მავნებლობა. რეზიუმეს სახით კი ტექსტი შეგვიძლია დავასრულოთ გვარამია-ელისაშვილის დიალოგის მოკლე პასაჟით: ა.ელისაშვილი – „კი მაგრამ, თუკი გაწიკწიკებულ საარჩევნო კოდექსს და წესებს მივიღებთ, რაც შენი შვილების მომავალს და ქვეყნის განვითარებას უზრუნველყოფს, ეს არ არის მნიშვნელოვანი შედეგი და არ ღირს ამაზე წასვლა?” ნ.გვარამია – “არა. ჩემთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ ხელისუფლების შეცვლაა”. ამდენად, აღნიშნული პარტიებისა და ფიგურების მოტივაცია ოპოზიციური ამომრჩევლისთვისაც ნათელი ხდება და ამას ნებისმიერ ფასად ძალაუფლების ხელში ჩაგდება ჰქვია. ჩატარებულმა არჩევნებმა ნიღაბი ჩამოხადა პარტიული ძალებისა და ფიგურების ჭეშმარიტ სახეს, ამომრჩეველმა დაინახა ის საგულდაგულოდ დაფარული, რაც ბიბლიური ჭეშმარიტებასავით გაცხადდა განვლილ 2020 წელს“,- წერს გურამ ნიკოლაშვილი.

პარლამენტის შენობა

პარლამენტში დღეს 49 ოპოზიციონერი დეპუტატ...

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს 49 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს განიხილავენ. 

რუსეთის ქალაქ პერმში დენთის ქარხანაში აფეთქება მოხდა. ინციდენტის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ vesti.ru იუწყება. 

1611820807

„მობილობის შემცირების ტერმინი საზოგადოებას ხშირად არ ესმის ხოლმე. ეს ნიშნავს იმას, რომ ერთი ოჯახისა და ერთი სამსახურის წარმომადგენლები, რომლებსაც ერთმანეთთან მჭიდრო კონტაქტი აქვთ, რაც შეიძლება ნაკლებად უნდა შეხვდნენ სხვა ოჯახისა და სხვა სამსახურების წარმომადგენლებს“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა. 

1611820080

როდესაც დადებითობის მაჩვენებელი გვექნება 4%, 7 დღის განმავლობაში, ჩვენ უფრო თამამად, ფრთხილად, მაგრამ გონივრულად შეგვეძლება ეკონომიკის გახსნა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

1611820057

მიზანი, რომელსაც ჩვენ ვისახავთ, რომ სახელმწიფო საწარმოების მართვა იყოს კორპორატიული მართვის საუკეთესო პრაქტიკების და მაგალითების დონეზე, ეს არ არის მხოლოდ ჩვენი სურვილი, ეს არის აუცილებლობა, გამოწვეული იმ ეკონომიკური მდგომარეობით, რომელშიც დღეს ქვეყანა იმყოფება და რომელსაც გლობალური ეკონომიკური კრიზისი ჰქვია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

1611819719
ტყის ხანძარი გაგრაში

ოკუპირებულ აფხაზეთში კვლავ ტყის ხანძარი იყო

ოკუპირებული აფხაზეთის გაგრის და ოჩამჩირის რაიონებში კვლავ ტყის ხანძარი იყო. სააგენტო „სპუტნიკის“ ცნობით, მისმა ფართობმა 40 ჰექტარი შეადგინა.  

აშშ-მა, შესაძლოა, ავღანეთსა და ერაყში შე...

აშშ-ის თავდაცვის ახალმა მდივანმა ლოიდ ოსტინმა ავღანეთსა და ერაყში ამერიკის შეიარაღებული ძალების რაოდენობას, შესაძლოა, კვლავ გადახედოს. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ რამდენიმე კვირის წინ მიღებული გადაწყვეტილებით, თითოეულ ქვეყანაში 2500 ამერიკელი სამხედრო დარჩა. ამის შესახებ The Wall Street Journal იუწყება. 

კახა კუჭავა: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასა...

„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების ცნობასთან დაკავშირებით ერთი წლის თავზე კვლავ ხდება საკითხის დაყენება.  ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებთან, დეპუტატების გარკვეულ ჯგუფებთან ერთად, ჩვენ ვაპირებთ კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ მათი უფლებამოსილების საკითხი.

რაც ყველაზე მთავარია ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი არგუმენტები მათ შორის, არა მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიები არამედ, ადამიანის უფლებათა დარღვევები, რომელსაც ადგილი აქვს, ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება, რომელთა ძვრა ჯერ-ჯერობით არ არის“, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ქართული დელეგაციის წარმომადგენელმა, კახა კუჭავამ განაცხადა. 

რუსთავში ყაჩაღობის ფაქტზე 2 პირი დააკავე...

პოლიციამ რუსთავში 1993 წელს დაბადებული, ამჟამად ძარცვისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.გ. და 1980 წელს დაბადებული დ.ხ. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავა.