ანალიტიკა

გური სულთანიშვილი: „დეფორმირებული სინდისი“ და ფსიქიკური „აჭრილობის“ განსაკუთრებული ფორმა - სააკაშვილი, გვარამია, გაბუნია- სიგიჟის იერარქიული ჯაჭვი“ „მთავარი არხის“ ეთერში

ფილოსოფოსი გური
სულთანიშვილი - Pia.ge
1603873046
დაკოპირებულია

„წინასაარჩევნო პერიოდს აქვს ერთი აბსოლუტური ლოგიკა, რაც უეჭველად უნდა განხორციელდეს. ანუ ჭუჭყი, რომელიც ფსკერზეა აუცილებლად ზედაპირზე უნდა ამოვიდეს“,- აღნიშნავს ფილოსოფოსი გური სულთანიშვილი საკუთარ ბლოგში „გურიზმები“.

მისი თქმით, ჭუჭყის ფსკერიდან ზემოთ ამოსვლის იდეალურ მაგალითებს „მთავარი არხის“ ეთერებიდან ვისმენთ.

„მაგალითად: გვარამიამ წამოჭრა ბიძინა ივანიშვილის ფსიქიკური მდგრადობის საკითხი. ასევე, მთელი კვირის გადაცემები „მთავარზე“ რასაც ეთერში ვუყურებდით, ეფუძნებოდა რაღაც საოცრებას და ზუსტად ეგ იყო სიგიჟის მანიფესტი.

გვარამიამ, რომელიც თავადაა ფსიქიკური პათოლოგიის მანიფესტი, არსება, რომელსაც წითელი კომპოტი უჭირავს ეთერში და ემუქრება ადამიანებს თქვენს სისხლს დავლევო - ალაპარაკდა ბიძინა ივანიშვილზე, როგორც საფრთხეზე, მენტალური პრობლემა აქვს ოჯახი უყვარსო. ხვდებით რა აბსურდში ვართ?,“- ამბობს სულთანიშვილი.

ფილოსოფოსი მიხეილ სააკაშვილის ფსიკურ პრობლემებსა და „მთავარი არხის“ ეთერიდან წამოსულ აგრესიაზე საუბრობს.

„ეს ტრიადული სისტემა - სააკაშვილი გვარამია გაბუნია, სიგიჟის იერარქიული ჯაჭვი, საკუთარი ტელევიზიიდან საუბრობენ სხვის სიგიჟეზე. ეს დაახლოებით იგივეა, ათეულობით უდანაშაულო ახალგაზრდას მკვლელმა, ტერორისტმა, ბრეივიკმა რომ დაგმოს ძალადობა,“ - ამბობს ავტორი.

სულთანიშვილი ბიძინა ივანიშვილსა და „ნაცებს“ შორის განსხვავებებს გვაჩვენებს. მისი თქმით, „ნაცები“ ქვეყანას პირადი ინტერესებისთვის იყენებენ, ხოლო ბიძინა ივანიშვილი კი „პირიქით" - კერძოს საზოგადოდ აქცევს.

„ბიძინა ყიდულობს, აკეთებს და ჩუქნის სახელმწიფოს. ასე მოხდა მაგალითდ: „ბლექ სი არენას“ შემთხვევაში, ჟიღაურას შემთხვევაში, ასე მოხდა „ციცინათელას“ შემთხვევაში, ასე მოხდება იპოდრომზე და ასე მოხდა გუშინაც გორში. როდესაც შევარდნაძის დროს უშნოდ პრივატიზირებული, მერე მიშას და ოქრუაშვილის მიერ წართმეული და მათ მიერვე კვლავ, შავ-ბნელ გასხვისებული საჯარო, საზოგადო საკუთრება გამოისყიდა, დამშვენებულს უბრუნებს შემდეგ ქვეყანას და ხალხს. ეს არის მისი ხელწერა, თუგინდ მეთოდი, როგორც გინდათ ისე დავარქვათ“, - აღნიშნავს ავტორი.

მისი თქმით, ყოველივე ამის ფონზე „ნაცები“ ბიძინას ქველმოქმედებას მაინც ძარცვას ეძახიან, საკუთარ მძარცველობას კი აღმშენებლობას და ხალხზე ზრუნვას.

სულთანიშვილის თქმით, ამას „დეფორმირებული სინდისი“ და ფსიქიკური „აჭრილობის“ განსაკუთრებული ფორმა ჰქვია.

გური სულთანიშვილი დასძენს, რომ 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა „ნაცებს“ ხალხზე ბოროტების კეთების საშუალება ჩამოართვა.

„სიგიჟის ერთ-ერთი ნიშანიც ეგაა, როდესაც შენ შენს საკუთარ თავზე ვერ აგებ პასუხს და ვერ ხვდები, რა არის შენთვის კარგი და ცუდი, ამიტომ ეს სხვამ უნდა გადაგიწყვიტოს, რათა არ დააზიანო საკუთარი თავი და თავს რამე არ მოუწიო“,- აღნიშნავს ფილოსოფოსი.

ჰიდროელექტროსადგური
ენგურჰესი - Pia.ge

ენგურჰესზე ავარიაა - აფხაზური მედია

ენგურჰესზე ავარიაა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს.

ეკონომიკის აღდგენასთან დაკავშირებით მორიგი დადებითი ინფორმაცია გვაქვს - კერძოდ, მაისის წინასწარი მონაცემებით, ექსპორტში თითქმის 45%-იანი ზრდა (44.9%) დაფიქსირდა - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მაისის თვეში საგარეო ვაჭრობის მონაცემების შესახებ დღეს გამოქვეყნებული მონაცემების შეფასებისას განაცხადა.

1623671654

ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობის და პირველი პრემიერობის პერიოდს იხსენებს და ამბობს, რომ სწორედ მისი უპრეცედენტო ძალისხმევის შედეგი იყო ცხინვალისა და სოხუმის ციხეებიდან ისეთი პატიმრების განთავისუფლება, რომლებსაც უვადო თუ 20 წლამდე უკანონო პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი.

1623671245

„თუ ვინმეს ჰგონია, რომ იმის წამოძახებით, მაშინ რატომ ვერ გააკეთე, რაიმე კომპლექსს გამიჩენენ, ვერ გამიჩენენ“, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

1623671092

დღეს, 14 ივნისს, 14:15 საათზე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალმომარაგების სისტემის მთავარ სატუმბო სადგურებს ავარიულად შეუწყდა ელექტრო ენერგიის მიწოდება, რის გამოც ვაკე-საბურთალოს, მთაწმინდა-კრწანისის და გლდანი-ნაძალადევის რაიონების აბონენტების ნაწილს წყალი შეფერხებით მიეწოდება.

1623670263
თბილისის მეტრო

თბილისის მეტროს ორივე ხაზი მგზავრთა მომსახურე...

ელექტროენერგიის შეზღუდვის გამო, 14:00 საათიდან თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი მგზავრებს დროებით ვერ ემსახურებოდა.

ამირან სალუქვაძე: 153-ე პოსტია „ბუტკების...

ექსპერტი ამირან სალუქვაძე 153 საწარმოს სიას აქვეყნებს, რომელიც სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეების ხელშეწყობის ფარგლებში დაფინანსდა.

საქართველოს მთავრობამ ქარსაფარი ზოლების...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების ინვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამა“ ითვალისწინებს, საქართველოში არსებული ქარსაფარი ზოლების იდენტიფიცირება-ინვენტარიზაციასა და საჯარო რეესტრში რეგისტრაციას, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ზალკალიანი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის...

ჩვენი მედიაცია, რაც ბოლო დღეების განმავლობაში ასე აქტუალური იყო სამხრეთ კავკასიაში და ჩვენი როლის აქტუალიზაცია, ის, რაც პრემიერ-მინისტრმა ბოლო ერთი თვის განმავლობაში გააკეთა, მიმართულია ზუსტად იქით, რომ საქართველოს როლი და ფუნქცია იყოს რაც შეიძლება პრიორიტეტულ თემებს შორის წამოწეული საერთაშორისო, გლობალური უსაფრთხოების და ამ ახალი გეოპოლიტიკური სიტუაციის ფონზე, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.