მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ინფიცირების გაორმაგებული მაჩვენებელი - კვირის ეპიდსიტუაცია საქართველოში

კორონავირუსი საქართველოში

მიმდინარე კვირაში საქართველოში კორონავირუსმა ახალი რეკორდი დაამყარა. ქვეყანაში, 14 სექტემბრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით, კორონავირუსის 1 275 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 126 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული მონაცემები გასულ კვირასთან შედარებით, გაორმაგებულია.

შემთხვევების ახალი რეკორდი - 196, მიმდინარე კვირაში, 15 სექტემბერს დაფიქსირდა. იგივე მაჩვენებელი 20 სექტემბერს განმეორდა.

თარიღი

ინფიცირებული გამოჯანმრთელებული
14 სექტემბერი 165 4
15 სექტემბერი 170 11
16 სექტემბერი 196 31
17 სექტემბერი 179 10
18 სექტემბერი 182 13
19 სექტემბერი 187 46
20 სექტემბერი 196 13

კვლავ უცვლელია კორონავირუსი დიაგნოზით გარდაცვლილთა რიცხვი -19.

აღნიშნულ პერიოდში კორონავირუსი კიდევ ერთ პოლიტიკოსს, პარტია „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის“ პოლიტსაბჭოს წევრს, ჯაბა ჯიშკარიანს დაუდასტურდა.

ინფიცირების მაჩვენებლით კვლავ წითელ ზონად რჩება აჭარის რეგიონი, სადაც ყოველდღიურად 100-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდებოდა.