მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კახა გოგოლაშვილი: სომხეთის მხარეს სრული მარცხი არ განუცდია

საერთაშორისო ექსპერტი კახა გოგოლაშვილი

„რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. 

პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ სომხეთის მხარეს არ განუცდია სრული მარცხი. გოგოლაშვილის თქმით, სომხეთმა შეინარჩუნა ყარაბაღთან დამაკავშირებელი გზით სარგებლობის უფლება.

„საინტერესოა რამდენად დააზარალა სომხეთი ცეცხლის შეწყვეტის პირობებმა?სომხეთის მხარეს არ განუცდია სრული მარცხი და ცეცხლის შეწყვეტის პირობებით თავად მთიანი ყარაბაღის სამ/მეოთხედზე ინარჩუნებს კონტროლს.

მან შეინარჩუნა ყარაბაღთან დამაკავშირებელი გზით სარგებლობის უფლება - ლაჩინის დერეფნის ხუთკილომეტრიანი ზოლი, რომელსაც მისი მოკავშირე რუსეთის „სამშვიდობო ჯარები“ გააკონტროლებენ.

აზერბაიჯანმა ვერ აღადგინა სუვერენიტეტი ამ რეგიონზე და ამ თვალსაზრისით ომში დამარცხების მიუხედავად სომხეთისთვის არაფერი შეცვლილა. სომხური მხარის სამხედრო ძალებს შეუძლიათ ამიერიდან ყარაბაღის ტერიტორიაზე დარჩნენ განუსაზვრელი რაოდენობითა და დროით“, - აცხადებს გოგოლაშვილი.

მისივე თქმით, 9 პუნქტიანი შეთანხმებით, აზერბაიჯანის მხარეს არ აქვს არავითარი ბერკეტი, რომ გააკონტროლოს სომხეთის საჯარისო ფორმირებებისა და იარაღის გადადაგილება ყარაბაღის მიმართულებით, ყარაბაღში „შეშვება-არშეშვებიის საკითხი სრულად რუსეთის ნებაზე იქნება დამოკიდებული.

„ყარაბაღს რჩება საკუთარი შეიარაღებული ძალების ყოლის უფლება და გასაგებია, რომ იგი სომხეთის (სავარაუდოა, ასევე რუსეთის) დახმარებით შეეცდება აღადგინოს და გააძლიეროს საკუთარი თავდაცვითი შესაძლებლობები.

სომხური მხარე ყარაბაღში კარგავს კონტროლს სრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქ შუშაზე, მაგრამ იქვე, მის შემოგარენში რუსული სამშვიდობო ძალები განთავსდება, რომელიც იოლად აღკვეთს აზერბაიჯანის მხრიდან სტეპანაკერტზე ნებისმიერი ფორმით შეტევის მცდლობას, სომხეთი ათავისფლებს სრულად აგდამის, ქელბაჯარის და ლაჩინის რაიონებს.

ამ რაიონებზე სომხეთს ტერიტორიული პრეტენზია არასდროს ჰქონია. ეს ტერიტორიები მას პირვერ რიგში ყარაბაღის სამხედრო უსაფრთხოების გარანტირებისთვის ესაჭიროებოდა.

გარდა ამისა, სომხეთი ცდილობდა აზერბაიჯანისთვის მათი დაბრუნება მთიანი ყარაბაღის სტატუსის საკითხთან დაეკავშირებინა და ვაჭრობის საგნად ექცია. თუმცა, საერთაშორისო საზოგადოება (ისევე, როგორც აზერბაიჯანი) მათ დაბრუნებას სომხეთს უპირობოდ თხოვდა. არ შეიძლება სომხეთისვის „ტრაგედიად“ დავახასიათოთ, რადგან, მათი დაბრუნება პაშინიანს ახლო მომავალში მაინც მოუწევდა.

რეალური და მოულოდნელი ტერიტორიული დანაკარგი სომხეთისთვის იყო მთიანი ყარაბაღის ტერიტორიის დაახლოებით 25% სამხრეთ ნაწილში. 1989 წლამდე მთიანი ყარაბაღის მოსახლებს 25% პროცენტს აზერბაიჯანელები შეადგენდნენ, შესაბამისად სომხები მზად უნდა ყოფილიყვნენ ისეთი სცენარისთვის, როდესაც მათ ანალოგიური ზომის ტეროტირიის დათმობა მოუწევდათ, თუ საუბარი მათი დამოუკიდებლობას შეეხებოდა.

ცეცხლის შეწყვეტის პირობების შესაბამისად ყარაბაღის დე-ფაქტო დამოუკიდებლობა პრაქტიკულად მეტად გარანტირებული გახდა, ვიდრე აქამდე იყო, რადგან, თუ მას აქამდე სომხეთის შეიარაღებული ძალები იცავდნენ, დღეს უკვე აზერბაიჯანის ნებისმიერ მცდელობას, ძალის გამოყენებოთ დაიბრუნოს იგი, რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური რესურსი დაუპირისპირდება.

ომის შედეგად კი გამარჯვებულმა აზერბაიჯანმა უკან დაიხია და რუსებს ჯერ ხუთი წლით, მაგრამ სავარაუდოდ დიდი ხნით საკუთარ ტერიტორიაზე ყოფნის უფლება დაუკანონა. ეს შედეგი აშკარად სომხეთის სასარგებლოდ გადაწყდა.

რეზიუმეს სახით ავღნიშნავ, რომ პრემიერმა ფაშინიანმა შესაძლებლობების ზღვარზე მოქმედებით მინიმალური დანაკარგით გამოიყვანა სომხეთი ამ ომიდან. ის არ დათანხმდა მადრიდის პრინციპებით მოლაპარაკებების გაგრძელებას (რითაც შეეძლო ომი აეცილებინა), სწორედ იმ ხალხის და პარტიების ზეწოლის გამო, რომლებიც ახლა მის გადადგომას ითხოვენ... პოლიტიკაში სიფრთხილის გარდა გამბედაობაა აუცილებელი“, - წერს კახა გოგოლაშვილი.

📌 ინფორმაციისთვის, 10 ნოემბერს მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების 9-პუნქტიან გეგმას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მოაწერეს ხელი. ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის მოსახლეობას დიდი გამარჯვება მიულოცა. მისი ინფორმაციით, რეგიონში რუსეთის და თურქეთის სამშვიდობო ძალები განთავსდებიან.

📌 მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 27 სეტქემბერს განახლდა და 44 დღე მიმდინარეობდა.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

🔴 სომხეთში მოსახლეობა ქალაქ კარვაჩარს ტოვებს (ვიდეო)

🔴 ლავროვი: ყარაბაღში თურქი სამშვიდობოები არ იქნებიან