ანალიტიკა

„ქართულ ოცნებაში“ მოხდა კარის გადატრიალება და ძალაუფლება მთლიანად დაიპყრო კობახიძის გუნდმა“ - პაატა ზაქარეიშვილი

კონფლიქტების სპეციალისტი
1613755072
დაკოპირებულია

„ქართულ ოცნებაში“ მოხდა სერიოზული კარის გადატრიალება, სადაც ძალაუფლება მთლიანად და ცალსახად საბოლოოდ დაიპყრო კობახიძის გუნდმა. ამას სამწუხაროდ, გიორგი გახარია ვერ გაუმკლავდა“, - ასე აფასებს ხელისუფლებაში მიმდინარე პროცესებს ექსპერტი კონფლიქტების საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი.

მისი თქმით, გიორგი გახარიამ და მაია ცქიტიშვილმა ირაკლი კობახიძის გუნდში თავისი თავი ვერ დაინახეს.

„ვერც გახარიამ და ვერც ცქიტიშვილმა ვერ დაუშვა ყოფილიყო მათი მარიონეტი. ორი ყველაზე გონიერი და პროფესიონალი ადამიანი წავიდა „ქართული ოცნებიდან“ და პრაქტიკულად, დარჩა მხოლოდ აგრესიული პოლიტიკა. ის, რომ დღეს ღარიბაშვილი არის გუნდში და ახორციელებს აგრესიულ პოლიტიკას, ეს პირველ რიგში ცუდია „ქართული ოცნებისთვის“. მათ აირჩიეს ძალმომრეობის გზა და მოიშორეს ყველა ზომიერი და გონიერი ადამიანი“, - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.

როგორც მან განმარტა, ჩანდა, რომ გიორგი გახარია წასვლას არ აპირებდა და თუნდაც გუბერნატორების დანიშვნით, ის თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადებოდა, თუმცა კობახიძის გუნდის გააქტიურება ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო, რასაც გახარია წინ ვერ აღუდგა.

ინფორმაციისთვის, 18 თებერვალს, გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა. თანამდებობის დატოვების მიზეზად მან ნიკა მელიას დაკავების თარიღთან დაკავშირებით გუნდთან შეუთანხმებლობა დაასახელა.

პარლამენტში, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს 22 თებერვლის პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს.

უკვე ცნობილია, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას უმრავლესობის მხარდაჭერა ექნება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

ვახო მეგრელიშვილი: მელიას დაჭერის გადაწყვეტილებამ პრემიერი დაგვაკარგინა

ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტს მთავრობის ახალი შემადგენლობა წარუდგინა

პარლამენტი მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს 22 თებერვალს უყრის კენჭს

დავით ზალკანიანი და ივანე
მაჭავარიანი

საქართველოს ორი ვიცე-პრემიერი ეყოლება

საქართველოს ორი ვიცე პრემიერ-მინისტრი ეყოლება. ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა. 

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით ინოვაციების დანერგვას განაგრძობს. ახლა უკვე სულ ახალი ბიზნეს მობილბანკის გამოყენებით, მომხმარებლებს საკუთარი ბიზნეს ოპერაციების მართვა ნებისმიერი ადგილიდან შეუძლია, - ამის შესახებ ინფორმაციას ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. 

1614249208

ჟურნალისტ ვახო სანაიაზე განხორციელებულ თავდასხმას ოპოზიციური პარტიები ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან. 

1614248548

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2019 წლიდან განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ ტარებისთვის ძებნილი პირი - 1972 წელს დაბადებული ბ.გ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.

1614248446

საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის ოთხი წევრის ვინაობა ცნობილია.

1614247744
ქართული ოცნების წევრი

გივი მიქანაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრს გივი მიქანაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. 

1614247682
არჩილ თალაკვაძე: მე ვურჩევ ოპოზიციას დაა...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას მოუწოდებს, რომ დაბრუნდეს პარლამენტში და მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ პროცესში.

„ანტისაოკუპაციო მიტინგზე იაქტიურა და ეს...

„გამოსავალი ნიკა მელიას გათავისუფლებაშია, რომელიც უკანონოდ იქნა დაკავებული და პოლიტიკური პატიმრის სუპერ ვარიანტს წარმოადგენს, რადგანაც ანტისაოკუპაციო მიტინგზე იაქტიურა და ეს ჩაეთვალა დანაშაულად, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

„პოლიტპატიმრები მელია და რურუა უნდა გამო...

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთის ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით „ივანიშვილის რეჟიმი გონს უნდა მოვიდეს და პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანები უნდა გათავისუფლდნენ“.