მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მდგომარეობა უარესობისკენ მიდის“ - ხუხაშვილი IRI-ს კვლევაზე

ექსპერტი გია ხუხაშვილი

ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში გია ხუხაშვილი საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-სთან საუბარში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებულ წინასაარჩევნო კვლევებზე აფასებს და აცხადებს, რომ ხელისუფლება არჩევნებს იყიდის, რადგან ხალხს უჭირს.

„ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ არჩევნებს იყიდის. ისე როგორც ეს არაერთხელ გაუკეთებია. მათ მოგების იმედი იმდენად არ აქვთ, რომ მშვენივრად იციან რა პრობლემებიც აქვთ. იყიდიან გამომდინარე იქიდან, რომ ხალხს უჭირს, პრობლემები აქვთ. მიმართავენ ამ ხალხის გაბოროტებას სხვების წინააღმდეგ და შემდეგ თვითონ გადაიხდიან, ფული აქვთ. ასე ცინიკურად უყურებენ ამ პროცესს. გარდა ამისა, რომ პრობლემები აქვთ მაინც ოპტიმისტურად უნდა ილაპარაკონ, ტყუილის თქმა და დაბოლება არ უჭირთ. ამის პროპაგანდას ეწევიან მეტი არაფერი ხდება“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.

რაც შეეხება ექსპრემიერ გიორგი გახარიას და წინასაარჩევნოდ მისი პარტიის პროცენტულ მაჩვენებელს, გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ წინასაარჩევნო კამპანია მიდის ისე, რომ გახარია ყველაზე მეტად ვითარდება.

ხუხაშვილის თქმით, დღეის მდგომარეობით სურათი კიდევ უფრო უკეთესი იქნება გიორგი გახარიასთვის.

ამასთან, ექსპერტი ამბობს, რომ მზარდია გახარიას პარტიის პროცენტული მაჩვენებელი.

ხუხაშვილი განმარტავს თუ რით განსხვავდება ყოფილი პრემიერის პარტიის რეიტინგი და მხარდაჭერა, სხვა პოლიტიკური ძალებისგან.

„შემიძლია გითხრათ მისი პროცენტი რით განსხვავდება სხვებისგან, დანარჩენი ორი პოლუსისგან. იმიტომ რომ ის ზრდადია. კვლევის ჩატარებიდან დღემდე დინამიკაში თუ შევხედავთ, „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორალური თვალსაზრისით მდგომარეობა მხოლოდ უარესობისკენ მიდის და გახარიას პროცენტი მზარდია.

ასე რომ დღეს შეიძლება კიდევ უფრო უცნაური სურათი იყოს ერთი შეხედვით, თუმცა ,ჩემი აზრით, არსებობს ამაში კანონზომიერება. ორი ძირითადი ფაქტორი მოქმედებს აქ. ერთი გახლავთ ის, რომ ეს ორი პოლუსი ვეღარ ახერხებს შუაში გაკრეფას და ამ დროს საზოგადოებაში მოთხოვნილება ძალიან დიდია ალტერნატიულ პოლიტიკურ ძალებზე. ხალხის უმრავლესობას არ მოსწონს არც აწმყო „ოცნების“ სახით და არც წარსულში უნდა დაბრუნდება „ნაციონალური მოძრაობის“ სახით“, - ამბობს პოლიტოლოგი.

მისი განმარტებით, წინასაარჩევნო კამპანიას გახარია კარგად იყენებს, რადგან ის ყველაზე მეტად ვითარდება:

გახარიამდე ასეთი შეთავაზება პოლიტიკურ ბაზარზე ვერ ხდებოდა, გახარიამ შეძლო ამ ორპოლუსიანობის გარღვევა. გააკეთა შეთავაზება და ამ ხალხის მოთხოვნილებას უპასუხა. კვლევაში წერია, რომ ამომრჩევლის 61%-ს ახალი არჩევანი უნდა. სწორედ ამ ბაზარზე მოქმედებს გახარია. ვფიქრობ, ძალიან მეთოდურად და მიზანმიმართულად აკეთებს ამას. გარდა ამისა, ხალხი დაიღალა ამ მუდმივი იწილო-ბიწილოთი, პოლიტიკური ჭიდაობით და ერთმანეთის შეურაცხყოფით. გახარია ამ ჭიდაობაში არ შედის. ის პირდაპირ შეურაცხყოფებზეც კი არ პასუხობს.

დღეის მდგომარეობით სურათი კიდევ უფრო უკეთესი იქნება გიორგი გახარიასთვის. ფაქტობრივად კამპანია მიდის ისე, რომ გახარია ყველაზე მეტად ვითარდება. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ერთი შეხედვით ის სხვებთან შედარებით პასიურია“, - დასძინა გია ხუხაშვილი.

ამავე თემაზე:

✔️ „პატივს ვცემთ IRI-ს და NDI-ს, მაგრამ მათი კვლევები ძალიან დიდ კითხვის ნიშნებს იწვევს“ - პრემიერი

✔️ „ქართული ოცნება“ - 26%, „ნაციონალური მოძრაობა“ 14% - IRI-ს კვლევა

✔️ პატრიარქი 88%, კახა კალაძე 58% - IRI-ს კვლევა