მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კავკასიაში საქართველოში რძე ყველაზე ძვირია - რა ღირს რძის ნაწარმი მსოფლიოში?

რძის და ყველის ფასები

მსოფლიო ურთულესი გამოწვევის, კორონაპანდემიის წინაშე დგას. ამ ფონზე ბევრ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია და პროდუქტის ფასები იზრდება. თუ როგორი ფასებია სხვადასხვა პროდუქტზე მსოფლიოს მასშტაბით, PIA.GE პერიოდულად მოგაწვდით ინფორმაციას.

საშუალოდ რა ფასი აქვს რძის ნაწარმს სხვადასხვა ქვეყანაში?

🔺 პასტერიზებული რძის ფასები მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნის ადგილობრივ ბაზარზე ასე გამოიყურება 👇

  • საქართველო - 1 ლიტრი პასტერიზებული რძის ფასი საშუალოდ 3 ლარი და 47 თეთრია.

დასაწყისისთვის გეტყვით, რომ რძის ნაწარმის ფასის მიხედვით მსოფლიოში ტაივანი ლიდერობს.

  • ტაივანი - 1 ლიტრი რძის ფასია 10 ლარი და 68 თეთრი
  • ლიბანი - 1 ლიტრი რძის ფასია 10 ლარი და 45 თეთრი
  • ჰონგ-კონგი - 1 ლიტრი რძის ფასია 9 ლარი და 99 თეთრი

საქართველოს სამეზობლოში ფასები შემდეგნაირად ნაწილდება:

  • აზერბაიჯანი - 1 ლიტრი რძის ფასია 3 ლარი და 21 თეთრი
  • სომხეთი - 1 ლიტრი რძის ფასია 3 ლარი და 8 თეთრი
  • რუსეთი - 1 ლიტრი რძის ფასია 2 ლარი და 68 თეთრი
  • თურქეთი - 1 ლიტრი რძის ფასია 2 ლარი და 38 თეთრი

ყველაზე დაბალი ფასი რძეს ტუნისში აქვს და ის დაახლოებით 1 ლარი და 46 თეთრი ღირს.

🔺 საშუალოდ რა ღირს 1 კილოგრამი ყველი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ადგილობრივ ბაზრებზე?

  • საქართველო - 1 კილოგრამი ყველის ფასი საშუალოდ 14 ლარი და 72 თეთრია

1 კილოგრამი ყველის საფასურის მიხედვით კი მსოფლიოში შვეიცარია ლიდერობს.

  • შვეიცარია - 1 კილოგრამი ყველის ფასია 80 ლარი და 33 თეთრი
  • ტაივანი - 1 კილოგრამი ყველის ფასია 73 ლარი და 55 თეთრი
  • ტაილანდი - 1 კილოგრამი ყველის ფასია 65 ლარი და 25 თეთრი

საქართველოს სამეზობლოში ფასები შემდეგნაირად ნაწილდება:

  • რუსეთი - 1 კილოგრამი ყველის ფასია 23 ლარი და 22 თეთრი
  • თურქეთი - 1 კილოგრამი ყველის ფასია 18 ლარი და 16 თეთრი
  • სომხეთი - 1 კილოგრამი ყველის ფასია 15 ლარი და 21 თეთრი
  • აზერბაიჯანი - 1 კილოგრამი ყველის ფასია 11 ლარი და 91 თეთრი

ყველაზე დაბალი ფასი ყველს კოლუმბიაში აქვს და ის დაახლოებით 10 ლარი და 48 თეთრი ღირს.

🔴 მასალა მომზადებულია numbeo.com-ზე დაყრდნობით.