მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ხუხაშვილი: კრიზისი გარდაუვალია, ხელისუფლებას სუსტი ლეგიტიმაცია აქვს

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი

ექსპერტი გია ხუხაშვილი ახალი ამბების სააგენტო PIA.GE-სთან საუბარში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებსა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს აფასებს.

ექსპერტის შეფასებით, ქვეყანა იგივე წრეზე ტრიალებს და ხელისუფლება ყველა მანკიერ მეთოდს იყენებს.

ხუხაშვილის შეფასებით, ხელისუფლება წინამორბედს დაემსგავსა და ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ყველაფერს აკეთებს.

„სამწუხაროდ, ჩვენ იგივე წრეზე ვტრიალებთ. ხელისუფლება ყველა მანკიერ მეთოდს იყენებს, რაც უახლეს ისტორიაში დაგროვდა. მაინცდამაინც ახალი არაფერი მოუფიქრებიათ. ძალიან დაემსგავსა თავის წინამორბედებს.

2012 წელს მოვდიოდით იმისთვის, რომ შეგვეცვალა ეს ყველაფერი და შედარებით ცივილიზებულად გვემართა ქვეყანა. როგორც ჩანს, ივანიშვილის ამოცანა იყო, სააკაშვილისთვის წაერთმია სათამაშო და მერე ამ სათამაშოთი თვითონ ეთამაშა. ბიძინა ივანიშვილი დიდი ხანია თვითონ გახდა მიშა სააკაშვილი, ხოლო „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობა“. მაშინ სააკაშვილის პირადი ჯინი კი არ გვჭირდა, ვებრძოდით სისტემურ მანკიერებებს. მიუხედავად იმისა, რომ ამის არანაირი საჭიროა არ ჰქონდათ, მათ ჰქონდათ აშკარა უპირატესობა. ფაქტობრივად ახალი არაფერია. ეს არის ჩვენი უბედურება, რომ სისტემურად ქვეყანაში ვერ ვცვლით ვერაფერს“, - ამბობს ხუხაშვილი.

რაც შეეხება პოლიტიკური პროცესების განვითარებას, ექსპერტი აცხადებს, რომ შესაძლოა ორი სცენარით წარიმართოს მოვლენები.

„ან შედიან პარლამენტში ან არ შედიან. ორივეს აქვს არსებობის უფლება. აშკარაა, რომ მიუხედავად უპირატესობისა ხელისუფლებას სუსტი ლეგიტიმაცია აქვს. ამბობენ, რომ პრობლემა არ იქნება, მაგრამ პრობლემატურია. შესაბამისად, რომც დაიწყოს პარლამენტმა მუშაობა, მოგეხსენებათ, რომ ბევრი გადაწყვეტილება პარლამენტში მიიღება მაღალი კვოტით. პარლამენტს კვოტა არ ექნება და შესაბამისად, რაღაც ეტაპზე პარლამენტი იქნება პარალიზებული. მეორე გზაა - შევიდნენ პარლამენტში, ეს გზაც კრიზისისკენ მიდის. ჩვენ ფაქტობრივად, ვართ ეტაპზე, როდესაც კრიზისი გარდაუვალია. სხვა საკითხია კრიზისის პიკი როდის იქნება. მეორე გზა, როდესაც შედიან პარლამენტში და მოცემულობა, როდესაც ერთ მხარეს არის მექანიკური უმრავლესობა, მაგრამ პოლიტიკური გამოცდილება, პოლიტიკური კლასი ბევრად უფრო დაბალია. ფაქტობრივად, შიგნით პარლამენტში პროპორციაც არ იქნება ისეთი კატასტროფული, დაახლოებით 40-60-ზე.

შესაბამისად იქაც კრიზისიც ჩამოყალიბდება. ეს 40% თავისი პოლიტიკური წონით დაჩაგრავს საბოლოო ჯამში მექანიკურ უმრავლესობას, რომელიც მხოლოდ პულტზე ხელის დაჭერით იქნება დაკავებული, ეს იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლებას სამართავი აქვს კოვიდკრიზისი და უზარმაზარი პრობლემები ეკონომიკურ სფეროში. ორივე გზა მიდის კრიზისთან, სამწუხაროდ. მგონია, რომ ცივილიზებულ კრიზისს ვერ ავცდებით“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.

👉 ინფორმაციისთვის, 31 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით და 1%-იანი ბარიერით ჩატარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა, მაჟორიტარი კი, 30 იქნება.

🔴 ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ“ 48.15% მიიღო. ეს იმას ნიშნავს, რომ პარტიას პარლამენტში 61 მანდატი ექნება.

🔴საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉პროპორციული სია - ვის ვიხილავთ მეათე მოწვევის პარლამენტში?

👉 საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება

👉როგორ განაწილდება მე-10 მოწვევის პარლამენტში მანდატები პროპორციული სიით