მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კითხვების ფონზე მამუკა არეშიძის ინტერვიუ, სადაც ის ააშკარავებს „ნაცმოძრაობის“ რევოლუციურ სცენარს და ამ სცენართან გახარიას კავშირს, სრულიად ლოგიკურია - ვლადიმერ ბოჟაძე

სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი - ვლადიმერ ბოჟაძე

„გიორგი გახარიას პოლიტაკაში დაბრუნების მერე სულ კითხვებზე პასუხებს ველით, არადა რაც დრო გადის, უფრო მეტ პასუხგაუცემელ კითხვას ტოვებს, რაც აჩენს და აღრმავებს ეჭვს „ნაცმოძრაობასთან“ მისი კოჰაბიტაციის შესახებ,“ - ამის შესახებ ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე აცხადებს.

ბოჟაძე პოლიტოლოგის მამუკა არეშიძის ინტერვიუს, სადაც ის „ნაცმოძრაობის“ სცენართან გიორგი გახარიას კავშირზე საუბრობს, ლოგიკურს უწოდებს:

„ყველაზე მეტად მიჭირს ამოვხსნა უკუკავშირი გახარიას ორ ქმედებას შორის: თავადაც არ უარყო, რომ ის იყო ყველაზე აქტიური მომხრე მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების, რაც დიდი ალბათობით მის დაპატიმრებას გამოიწვევდა, არადა მოსამართლის განჩინების შემდეგ, სრულიად გაუგებრად დააყენა ულტიმატუმი მისი დაკავების 2 დღით გადადების თაობაზე... პარტიის ოფისში გამაგრებული ნიკანორ მელია, ამ 2 დღეში გარეთ გამოვიდოდა თუ უფრო მეტი ხალხის მობილიზებას მოახდენდა? პოლიციას მისი აყვანა უფრო გაუადვილდებოდა თუ უფრო სერიოზულ პრობლემებს შეუქმნიდა? ვფიქრობ ამ კითხვების ფონზე მამუკა არეშიძის ინტერვიუ, სადაც ის ააშკარავებს „ნაცმოძრაობის“ რევოლუციურ სცენარს და ამ სცენართან გახარიას კავშირს, სრულიად ლოგიკურია,“ - აცხადებს ვლადიმერ ბოჟაძე.

ამავე თემაზე:

ბევრი დამთხვევა უბრალო დამთხვევებად არ ჩანს, საეჭვოდ კი ჯერ გადადგომის მოტივი ჩანს უდროო დროს და საკმაოდ გაუგებარი მიზეზით - ლევან ნიკოლეიშვილი

მამუკა არეშიძე: „ქართული ოცნების“ გუნდში გახარია მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი იყო, 17 თებერვლის საღამოს კი, პოზიცია რადიკალურად შეცვალა

მამუკა არეშიძე: „ნაცმოძრაობა“ გეგმავდა მელიას ვერდაკავებით ხელისუფლების სისუსტისთვის გაესვა ხაზი

მამუკა არეშიძე: ექსპრემიერ გიორგი გახარიას გადადგომა, შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილის „ნაცმოძრაობას“ და ქვეყანაში რევოლუციას უკავშირდებოდეს