მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ლაი-ლაია და მეტი არაფერი“ - გია ხუხაშვილი „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაზე

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი

ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში გია ხუხაშვილი საინფორმაციო სააგენტო Pia.ge-სთან „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აფასებს, რომლის თანახმადაც მმართველი გუნდი ევროპული საბჭოს სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მიერ შედგენილ დოკუმენტს ხელს საჯაროდ აწერს.

ექსპერტის შეფასებით, მმართველის გუნდის მიერ დოკუმენტზე ხელმოწერა ახლა უკვე შინაარსს მოკლებულია.

„სიმართლე გითხრათ თავიდან რატომ არ მოაწერეს ხელი ჩემთვის გაუგებარი იყო. იმიტომ რომ ერთადერთი პრინციპული საკითხი, რაზედაც ისინი ხელს არ აწერდნენ ეს იყო რიგგარეშე არჩევნები. ამ დოკუმენტში რიგგარეშე არჩევნები არ ფიგურირებდა და შეცდომა დაუშვეს, როცა მაშინ არ მოაწერეს ხელი.

ახლა გამოდევნებით ხელმოწერა პროპაგანდისტულ ნაბიჯად უფრო მიმაჩნია, ამას შინაარსი არ აქვს, უკანა რიცხვით ხელმოწერა დოკუმენტზე, რომელმაც პრინციპში აქტუალობა უკვე დაკარგა, ეს უბრალოდ ლაი-ლაია და მეტი არაფერი. ოპოზიციას თუ უნდოდა ხელს მაშინვე მოაწერდა, მაშინ არ მოუწერია და ახლა რატომ უნდა მოაწეროს ხელი?“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ინფორმაციისთვის, „ქართული ოცნება“ კრისტიან დანიელსონის მიერ შედგენილ დოკუმენტს ხელს საჯაროდ აწერს.

ამავე თემაზე:

✔️ „თუ თვითმმართველობის არჩევნებზე მმართველი პარტია 40%-ს ვერ მიიღებს, მზად ვართ ოპოზიციის მოთხოვნები განვიხილოთ“ - თალაკვაძე