მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მამუკა არეშიძე: „ქართული ოცნების“ გუნდში გახარია მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი იყო, 17 თებერვლის საღამოს კი, პოზიცია რადიკალურად შეცვალა

ექსპერტი, პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე Pia.ge

„ქართული ოცნების“ გუნდში გახარია მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი იყო, 17 თებერვლის საღამოს კი, პოზიცია რადიკალურად შეცვალა და მელიას დაკავების 2-3 დღით გადადება მოითხოვა. როგორც ჩანს, ეს იყო რევოლუციური სცენარის რეალიზაციის აუცილებელი დრო თუ „ოცნება“ მელიას იმუნიტეტს არ მოუხსნიდა, ამას რევოლუციური გაგრძელება ვერ ექნებოდა“ - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე Kvira.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

ექსპერტის ინფორმაციით, სცენარის ავტორი მიხეილ სააკაშვილი იყო.

„როგორც მეუბნებიან, სცენარის ავტორი თვითონ სააკაშვილი იყო. შეძლებდა თუ არა „ნაცმოძრაობა“ ამ სცენარის განხორციელებას, ამის დანამდვილებით თქმა რთულია, თუმცა, ფაქტია, რომ მეხუთე კოლონის და როგორც უგულავას წამოსცდა, ტროას ცხენის პირობებში, „ოცნებას“ ამ სცენართან დაპირისპირება ძალზე გაუჭირდებოდა. საინტერესოა, რომ „ქართული ოცნების“ გუნდში გახარია მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი იყო, 17 თებერვლის საღამოს კი, პოზიცია რადიკალურად შეცვალა და მელიას დაკავების 2-3 დღით გადადება მოითხოვა.

როგორც ჩანს, ეს იყო რევოლუციური სცენარის რეალიზაციის აუცილებელი დრო. თუ „ოცნება“ მელიას იმუნიტეტს არ მოუხსნიდა, ამას რევოლუციური გაგრძელება ვერ ექნებოდა. სწორედ ჯერ იმუნიტეტის მოხსნა და შემდეგ მელიას ვერდაკავება იყო ის სცენარი, რომელიც „ქართული ოცნების“ სისუსტის მაჩვენებელი იქნებოდა. მხოლოდ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ გახარია თავდაპირველად იმუნიტეტის მოხსნას დეპუტატებისგან კატეგორიულად ითხოვდა, ხოლო შემდეგ ასეთივე კატეგორიულობით, მელიას დაკავების გადადებას მოითხოვდა.

შეკითხვაზე, გახარია თვითონ იყო პრემიერი, რა უნდა შეეთავაზებინა სააკაშვილს, რომ ასეთ გარიგებაზე წასულიყო? მამუკა არეშიძე აცხადებს:

„საქმეში ჩახედული საზოგადოების ნაწილისთვის ცნობილი იყო, რომ გიორგი გახარია განსაკუთრებულად კომფორტულად ვერ გრძნობდა თავს „ოცნების“ გუნდში, არ არის გამორიცხული, მას უკმაყოფილება დაუგროვდა, თუმცა წყაროს ცნობით, დიდ ფინანსურ ინექციაზეა საუბარი, რამდენიმე მილიონზე. თუმცა, ამის დამადასტურებელი საბუთი, სხვადასხვა წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის გარდა, მე არ გამაჩნია. საერთოდ, ფინანსებთან დაკავშირებული საკითხი ჩემთვის რთული დასაჯერებელია, მაგრამ მოვლენათა განვითარების ლოგიკა ბევრ კითხვაზე ითხოვს პასუხს“ - ამბობს მამუკა არეშიძე.

ამავე თემაზე:

✔️ მამუკა არეშიძე: „ნაცმოძრაობა“ გეგმავდა მელიას ვერდაკავებით ხელისუფლების სისუსტისთვის გაესვა ხაზი

✔️ მამუკა არეშიძე: ექსპრემიერ გიორგი გახარიას გადადგომა, შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილის „ნაცმოძრაობას“ და ქვეყანაში რევოლუციას უკავშირდებოდეს