მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მამუკა არეშიძე: „ნაცმოძრაობა“ გეგმავდა მელიას ვერდაკავებით ხელისუფლების სისუსტისთვის გაესვა ხაზი

კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე

„რატომ ითხოვდა გიორგი გახარია მელიას დაკავების ორი-სამი დღით გადადებას - ექსპერტ მამუკა არეშიძის ვარაუდით, როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს ეს დრო რევოლუციური სცენარის განსახორციელებლად სჭირდებოდათ. ამის შესახებ მამუკა არეშიძე Kvira.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.

არეშიძის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს ოცამდე თანამშრომელს უნდა გაეკეთებინა საჯარო განცხადება სისტემის დატოვებისა და ალტერნატიული მთავრობის „აღიარების“ შესახებ. მათი კონტროლის ქვეშ მყოფი ტელევიზიის მეშვეობით, შეიქმნებოდა ძალოვანი სტრუქტურების რღვევის ეფექტიანი იმიტაცია

მისივე თქმით, გადადგომამდე კარგა ხნით ადრე, გახარიას გუნდში მყოფი ზოგიერთი პიროვნების მეშვეობით მოხდა გარკვეული კონტაქტი „ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებთან ან, ლიდერთან.

„მე როგორც მითხრეს რამდენიმე შეხვედრა იყო, უკანასკნელი, გადადგომამდე ორი კვირით ადრე. რაც შეეხება რევოლუციურ სიტუაციას – ინტერვიუს დასაწყისში გითხარით, რომ მაშინ ვერ გავიგე, რატომ ითხოვდა გახარია მელიას დაკავების ორი-სამი დღით გადადებას. როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს ეს დრო სჭირდებოდათ რევოლუციური სცენარის განსახორციელებლად.

მოგეხსენებათ, ხელისუფლება მაშინ არცთუ მარტივ ვითარებაში იმყოფებოდა. ოპოზიცია პარლამენტში არ იყო შესული, რის გამოც პარლამენტის ლეგიტიმაცია ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. „ნაცმოძრაობა“ გეგმავდა, მელიას ვერდაკავებით ხელისუფლების სისუსტისთვის გაესვა ხაზი. 18 თებერვალს სააკაშვილმა თავის ვიდეო-მიმართვაში ისაუბრა ე.წ. ალტერნატიული მთავრობის შექმნის თაობაზე, თავისი შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრებით. წყაროს ცნობით, იმავე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს ოცამდე თანამშრომელს უნდა გაეკეთებინა საჯარო განცხადება სისტემის დატოვებისა და ალტერნატიული მთავრობის „აღიარების“ შესახებ. მათი კონტროლის ქვეშ მყოფი ტელევიზიის მეშვეობით, შეიქმნებოდა ძალოვანი სტრუქტურების რღვევის ეფექტიანი იმიტაცია.

ამ ყველაფრის კულმინაცია უნდა ყოფილიყო 19 თებერვალს, ანუ მელიას ვერდაჭერის მეორე დღეს, სააკაშვილის საქართველოში შემოსვლა. სარფში მას უნდა დახვედროდა 500-მდე აქტივისტი, რომელიც სააკაშვილის მიერ უკრაინაში უკვე აპრობირებულ შემოსვლის სცენარს გაიმეორებდა. თუ „ოცნება“ ვერ ან, არ იჭერდა ოფისში გამაგრებულ ნაცმოძრაობის ფორმალურ თავმჯდომარეს, ბუნებრივია, ქვეყანაში შემოსულ პარტიის რეალურ ლიდერს, მით უმეტეს, ვერ დაიჭერდა“ - აცხადებს მამუკა არეშიძე.

ამავე თემაზე:

👉 გიორგი გახარიას გადადგომა, შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილის „ნაცმოძრაობას“ და ქვეყანაში რევოლუციას უკავშირდებოდეს - არეშიძე

👉 მამუკა არეშიძე: „ქართული ოცნების“ გუნდში გახარია მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი იყო, 17 თებერვლის საღამოს კი, პოზიცია რადიკალურად შეცვალა