ანალიტიკა

„მარტო ჩვენ არ ვყოფილვართ, ვინც დაინახა, რომ Frontera ტყუის“ - რას გულისხმობს ნათია თურნავა

ეკონომიკის მინისტრი
1604320262
დაკოპირებულია

ამერიკული საინვესტიციო კომპანია Outrider Management-ი საქართველოში ნავთობის მოპოვებისთვის მთავრობისგან ლიცენზიის მიღებას ითხოვს. ამის შესახებ თავად კომპანიის მიერ ოქტომბრის შუა რიცხვებში გავრცელებული განცხადებიდან ხდება ცნობილი. საუბარია აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე მეთორმეტე სალიცენზიო ბლოკზე, სადაც კომპანია Frontera საქმიანობდა.

Outrider Management-ის განცხადების თანახმად, კომპანია საქართველოს ნავთობის მოპოვების სექტორში ერთ-ერთი ინვესტორი იყო; კერძოდ, ის Frontera-ს კუთვნილი ლიცენზიის მაჟორიტარი მეწილე იყო, თუმცა Frontera-ს მის მიმართ $35 მილიონი დოლარის ვალდებულებები ჰქონდა დაგროვილი, რომლის მოპოვებისთვისაც სასამართლო დავაში იყო ჩართული. „Outrider Management-მა, კალიფორნიულმა საინვესტიციო კომპანიამ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას უკვე მიმართა იმისთვის, რათა კომპანიას გადაეცეს უფლება მოიპოვოს ნავთობი და ბუნებრივი აირი მეთორმეტე სალიცენზიო ბლოკიდან. აღნიშნულის შედეგად, საქართველო ამ რესურსების მოპოვებით სარგებელს მიიღებს, თავად კომპანია კი შეძლებს უკან დაიბრუნოს ის საინვესტიციო თანხა, რომელიც ლიცენზიის ამჟამინდელ მფლობელ კომპანიაში განახორციელა,“ - ნათქვამია განცხადებაში.

ამერიკული კომპანიის მიერ პრემიერისადმი მიმართვიდან ორი კვირის თავზე bm.ge-მ როგორც ფინანსთა მინისტრს, ისე ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრს ჰკითხა - რა პოზიცია აქვს საქართველოს მთავრობას Outrider Management-ის შეთავაზებასთან დაკავშირებით.

ნათია თურნავაც, ისევე როგორვ ვანო მაჭავრიანი აცხადებს, რომ მთავრობა Outrider Management-სა Frontera-ს შორის მიმდინარე დავაში ვერ ჩაერევა და იმოქმედებენ იმის შესაბამისად, თუ როგორი იქნება დავის საბოლოო შედეგი.

რაც შეეხება ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობებს, მინისტრის თქმით, „ძალიან სამწუხაროა, მაგრამ „ფრონტერამ“ საკითხის პოლიტიზირება არჩია, ნაცვლად იმისა, რომ გამოეჩინა საპასუხო პოზიტიური მიდგომა, თავისი ვალდებულებები გაესტუმრებინა“.

ეკონომიკის მინისტრის პოზიციას, რომელიც bm.ge-ს წერილობით მიაწოდეს, უცვლელად გთავაზობთ:

„როგორც საზოგადოებისთვისაა ცნობილი, ჰააგის მუდმივმოქმედ საარბიტრაჟო სასამართლოში აღძრული საარბიტრაჟო დავის შედეგად, საარბიტრაჟო ტრიბუნალმა მხარი დაუჭირა კომპანია „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენის“ წინააღმდეგ ქართული მხარის სამართლებრივ პოზიციას და, პრაქტიკულად, ყველა ჩვენი მოთხოვნა დააკმაყოფილა. მათ შორის დაადგინა „ფრონტერას“ მხრიდან ხელშეკრულების მნიშვნელოვანი დარღვევა, რომლის საფუძველზეც სახელმწიფოს წარმოეშვა ხელშეკრულების შეწყვეტის უპირობო უფლება.

მიუხედავად ამისა, ჩვენ იმდენად დიდ ყურადღებას ვაქცევთ ამერიკული კომპანიების მუშაობას საქართველოში, რომ გამოვიჩინეთ კეთილი ნება და არ შევწყვიტეთ ხელშეკრულება „ფრონტერასთან“ და მას მოპოვების ფართობზე, ანუ იქ სადაც საბჭოთა პერიოდში აღმოჩენილი საბადოებია, მუშაობის გაგრძელების საშუალება მივეცით.

ძალიან სამწუხაროა, მაგრამ „ფრონტერამ“ საკითხის პოლიტიზირება არჩია ნაცვლად იმისა, რომ გამოეჩინა საპასუხო პოზიტიური მიდგომა, თავისი ვალდებულებები გაესტუმრებინა, საკუთარ მუშა-მოსამსახურეებზე და საბადოებზე მისი უმოქმედობით გამოწვეულ არსებულ მძიმე ეკოლოგიურ სიტუაციაზე ეზრუნა და ბიზნესი გაეგრძელებინა საქართველოში. კომპანიის წარმომადგენლებმა, პრაქტიკულად, ყველა ოპოზიციური ტრიბუნა გამოიყენეს და შეეცადნენ, რომ ჩვენი დისკრედიტაცია მოეხდინათ.

მათ მნიშვნელოვანი რესურსი დახარჯეს ლობისტებში თავისი არასწორი და პრაქტიკულად უსამართლო ბრალდებების გავრცობის მიზნით. არადა, შეეძლოთ, რომ აღნიშნული რესურსი საკუთარი მოვალეების გასასტუმრებლად გამოეყენებინათ.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, მარტო ჩვენ არ ვყოფილვართ, ვინც დაინახა, რომ კომპანია „ფრონტერა“ ტყუის. კერძოდ, გაირკვა, რომ კომპანიას ჰყავს კრედიტორების და მომსახურე კომპანიების მიმართ ვალდებულებები საერთაშორისო მასშტაბით. ამ ვალდებულებებს „ფრონტერა“ ვერ ემსახურებოდა და ეს პროცესი ლოგიკური შედეგით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ კაიმანის მთავრობა, სადაც „ფრონტერაა“ რეგისტრირებული, გეგმავს კომპანიის რეგისტრაციის გაუქმებას ამ უკანასკნელის მიერ ანგარიშგების და საგადასახადო ვალდებულების თავის არიდების გამო.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ შევდივართ აღნიშნულ საერთაშორისო დავებში - ისინი მიმდინარეობს სხვადასხვა კერძო სუბიექტებს შორის. როგორიც იქნება მათი საბოლოო შედეგი, იმის შესაბამისად ვიმოქმედებთ“, - აცხადებს ნათია თურნავა.

„ჩვენი შვილებისა და
შვილიშვილების დაცვის
ერთადერთი შესაძლებლობაა
ოჯახის წევრების
ვაქცინაცია“

„პირებს, რომელთაც ვაქცინის პირველ დოზაზე...

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ ადამიანებს რომელთაც კორონავირუსის ვაქცინის პირველ დოზაზე ალერგიული რეაქცია ჰქონდათ, შესაძლოა, განსხვავებული ტიპის ვაქცინით აცრის შესაძლებლობა მიეცეთ.

1627587122

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 30 ივლისს, ნაძალადევის რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

1627590201

დღეს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრს, ვაგან კერობიანს, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

1627589649

„დღეს კიდევ ერთი სპორტული მოედანი და ნარგავებით სავსე სკვერი გავხსენით ჩუღურეთში“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი სოციალურ ქსელში წერს.

1627589613

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის განცხადებით, 2022 წლიდან საქართველომ, შესაძლებელია, 6 თვიდან ბავშვების ვაქცინაცია დაიწყოს.

1627589401
დღიური

შარლ მიშელის მოწოდება, „ფაიზერის“ მესამე დოზი...

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

„პოლიტიკური სტაბილურობისა და კონსენსუსის...

„გაერთიანებული სამეფო შეშფოთებას გამოთქვამს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ 19 აპრილის შეთანხმებიდან ცალმხრივად გასვლის შესახებ გადაწყვეტილების თაობაზე, რომლის მიზანი იყო პოლიტიკური ჩიხის დასრულება“, - ამის შესახებ საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.

რეალურად „ნაციონალური მოძრაობა“ არასდროს...

„ორმაგი სტანდარტის მატარებელი, არასამთავრობო ორგანიზაციები, რა თქმა უნდა, „ოცნების“ გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ (ISFED, GDI, TI, IDFI, EPF, DRI და სხვა). როგორც მოსალოდნელი იყო, მათ დაგმეს „ოცნების“ გადაწყვეტილება და მხარი დაუჭირეს საკუთარ პარტიას, დიახ, პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“, - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.

1627579619
გასაგებია, რომ ყველა დაუშვებელი ხერხებით...

„ბატონი ზურაბი დღემდე შედიოდა ჩემთვის ყველაზე პატივსაცემი ადამიანების ვიწრო წრეში, იმიტომ რომ ის იყო ძალიან კარგი ჯანდაცვის მინისტრი და პროგრესული პიროვნება. სწორედ ამიტომ ვცდილობდი რეაქცია არ მიმეცა მის პერიოდულ ყოვლად დაუმსახურებელ კრიტიკულ გამოხტომებზეც. მაგრამ დღეს მან ისეთი რამ იკადრა, რომ მისდამი ყოველგვარი პატივისცემა დავკარგე“, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს.