ანალიტიკა

„მედიაცია ვერ გვიშველის, გვჭირდება მომრიგებელი მოსამართლე, ამერიკის ან ევროპის სახით“ - ექსპერტი

პოლიტოლოგი ვახტანგ
ძაბირაძე
1616149723
დაკოპირებულია

„ჩემი პოზიცია ნახევრად ხუმრობით და ნახევრად სერიოზულად, არის ის, რომ ამ პოლიტიკურ ვითარებას მედიაცია არ უშველის. ჩვენ გვჭირდება ნაფიცმსაჯულთა სასამართლო, მომრიგებელი მოსამართლე ანუ ევროპამ ან ამერიკამ უნდა აიღოს ეს თავის თავზე, რადგან თუ არ მოხდა მტყუან-მართლის გარჩევა, ასე ეს თემა ვერ გადაწყდება“, - ასე აფასებს ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში ვახტანგ ძაბირაძე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების შეთანხმების გარეშე დასრულებას.

მისი თქმით, მოლაპარაკების პროცესის სხვაგვარი დასასრული მოსალოდნელი არ იყო.

„მოლაპარაკების ბოლო რაუნდი დასრულდა წარუმატებლად და არამგონია, რომ ვინმე, ვინც ამ პროცესში სერიოზულად იყო ჩართული, სხვა შედეგს ელოდა. წითელ ხაზებზე არ ლაპარაკობდნენ, მაგრამ წითელი ხაზები დარჩა.

არც ერთ და არც მეორე მხარეს იმ ორ ძირითად საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ოპოზიციას აინტერესებს, პოლიტპატიმრებისა და ვადამდელი არჩევნების თემები, მხარეებს პოზიცია არ შეუცვლიათ, რის გამოც ვნახეთ, რომ მოლაპარაკება ჩაიშალა. როგორი იქნება ამაზე ევროკავშირის რეაქცია, რთული სათქმელია, ალბათ, დასხდებიან და ახალი რამის მოფიქრება მოუწევთ“, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ PIA.GE-სთან საუბარში.

როგორც მან აღნიშნა, ვადამდელი არჩევნების შესახებ პლებისციტის ჩატარებაზე დათანხმება ხელისუფლებისგან რეალური კომპრომისი იქნებოდა, თუმცა, აღმოჩნდა რომ ბოლო პერიოდში თავად ოპოზიციაში არ იყო პლებისციტზე ერთიანობა.

„მე რომ ხელისუფალი ვყოფილიყავი, პლებისციტის ჩატარებაზე დავთანხმდებოდი, თუმცა ვნახეთ, რომ ბოლო პერიოდში ოპოზიციაც არ იყო ამაზე ერთიანი. სააკაშვილის განცხადების შემდეგ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რბილად, მაგრამ დაიწყო ამ თემიდან დისტანცირება. ამიტომ, მთლად ასე მარტივადაც არ იყო საქმე.

ველოდები, რომ ამერიკა უფრო აქტიურად ჩაერთვება პროცესში. უახლოეს დღეებში სენატში მოხდება საქართველოს საკითხების განხილვა. თუ ამერიკა და ევროპა შეძლებენ მხარეებს შორის დაპირისპირება დაასრულონ და სიტუაცია განმუხტონ, ხომ კარგი, თუ არადა გვექნება ის ვითარება, რაც გვაქვს.

იქნება მიტინგები, დემონსტრაციები და ა.შ. თუმცა, არ ველოდები, რომ ოპოზიცია მასშტაბური აქციების მოწყობას და აქტივისტების მობილიზებას შეძლებს“, - განაცხადა ექსპერტმა.

სააგენტო PIA.GE-ს კითხვაზე, როგორ აისახება მიმდინარე პოლიტიკური პროცესი საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პერსპექტივაზე, ექსპერტმა უპასუხა, რომ მისი აზრით, ამ კუთხით ქვეყნის ახლო მომავლის პერსპექტივა ისედაც არ არის დიდი.

„განაცხადის წარდგენას წინ არაფერი უდგას, რა ვითარებაც არ უნდა იყოს აქ, წინ არაფერი უდგას. განაცხადს წარვადგენთ, მაგრამ მე არ ველოდები, რომ შევძლებთ ძალიან სწრაფად გავხდეთ ევროკავშირის წევრი. ამიტომ იმის თქმა, რომ ეს პროცესი ძალიან დააზარალებს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას, ეს არ იქნება სწორი.

ევროკავშირში ბევრი ქვეყანა ეწინააღმდეგება გაფართოებას, ამიტომ, როცა დადგება საქართველოს საკითხი, ისინი გამოიყენებენ ამ თემას, თუმცა, ისედაც არ არის მოსალოდნელი, რომ 2024 წელს განაცხადის გაკეთების შემდეგ მას სერიოზულად და სწრაფად განიხილავენ“, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.

შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტისა პირადი წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მედიატორობით ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის გამართული ბოლო შეხვედრაც შეთანხმების გარეშე დასრულდა.

კრისტიან დანიელსონის განცხადებით, ის ბრიუსელში ბრუნდება და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს პოლიტიკური მოლაპარაკებების შესახებ ანგარიშს ჩააბარებს.

მისი თქმით, ახლა მთელი პასუხისმგებლობა ქართველო პოლიტიკოსებს ეკისრებათ.

„ქართული ოცნების“
თავმჯდომარე ირაკლი
კობახიძე, „ნაციონალური
მოძრაობის“ ლიდერი ნიკა
მელია Pia.ge

ირაკლი კობახიძე: ნიკა მელია რომ ციხეში ზ...

„ის, რომ დღეს ნიკა მელია ციხეში ზის, ნამდვილად რუსული თამაშია, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ნიკანორ მელიას თანამონაწილეობით გაითამაშა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა 141 მლნ-ს აჭარბებს განახლებულ მონაცემებს worldometer-ი აქვეყნებს.

1618689111

ჩეხეთის რესპუბლიკამ გამოაცხადა, რომ ქვეყნიდან გაძევებს 18 რუს დიპლომატს, რომლებიც ჯაშუშებად იქნენ ცნობილი.

1618686529

„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმისთვის დაკავებულ ნიკა წურწუმიას ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. დაკავებულ პირს გამოძიება 144-ე მუხლს ედავება, რაც ორი ან მეტი პირის მძევლად აყვანას გულისხმობს.

1618683713

ჩეხეთის რესპუბლიკაში რუსეთის საელჩოს წინ აქტივისტებმა შიშველი პუტინის ფიგურა დასვეს ოქროს უნიტაზზე.

1618682670
უმრავლესობის წევრი
ირაკლი კობახიძე, 2020 წ.

ირაკლი კობახიძე: იმისათვის, რომ სპეკულაციის ყ...

„შარლ მიშელის ეგიდით შექმნილი დოკუმენტის გარშემო კონსულტაციები ორი კვირა მიმდინარეობდა, სწორედ იმ ხანგრძლივი კონსულტაციების შედეგი იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ,“ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

1618673327
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინი...

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 1 237-მა ადამიანმა გაიკეთა.

1618671412
30 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით სააღდგომო...

სააღდგომო არდადეგების გამო, 30 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით ვაქცინაცია დროებით შეჩერდება.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

დიდი დიღმიდან მეტროსადგურ „სარაჯიშვილის“...

დიდი დიღმის IV მიკრორაიონიდან მეტროსადგურ „სარაჯიშვილის“ მიმართულებით, დღეიდან ახალი, ინტეგრირებული მარშრუტი - N321 ამოქმედდა. BMC მარკის 12-მეტრიანი, თანამედროვე სტანდარტების ავტობუსით დღეს თბილისის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ავთანდილ ცინცაძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად იმგზავრა.