მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მეტ ოპტიმიზმს შესძენს ქართულ მოსახლეობას“ - საყვარელიძე სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

პოლიტოლოგი ექსპერტი რამაზ საყვარელიძე

ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში რამაზ საყვარელიძე ახალი ამბების სააგენტო PIA.GE-სთან საუბარში სტრასბურგის სასამართლოს მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

პოლიტოლოგი ამბობს, რომ სტრასბურგის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ქვეყანაში შიდა პროცესებსაც შეუწყობს ხელს და ქართულ მოსახლეობას მეტ ოპტიმიზმს შესძენს.

რაც შეეხება გადაწყვეტილების აღსრულების ნაწილს, რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ რუსეთის ფედერაცია არ იხდის კომპენსაციას.

„სად არის რუსეთის ფედერაცია პატიოსანი მოთამაშე, როგორც წესი არ იხდის ხოლმე კომპენსაციას.

უპირველეს ყოვლისა ის გამახსენდა, რომ ეს საჩივარი მაშინდელი იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის მომზადებული იყო. ნიკა გვარამიას პირად გვერდზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ერთმანეთს ულოცავდნენ, მაგას რა ჯობია მიულოცონ ერთმანეთს საქართველოს გამარჯვება, მაგრამ იქ რატომღაც „ნაციონალების“ მინისტრი ფიგურირებდა. თავის თავზე იბრალებდნენ ამ გამარჯვებას და ეს იყო გაუგებარი“, - აღნიშნა საყვარელიძემ.

მისივე თქმით, დღევანდელ გადაწყვეტილებას პირდაპირი შედეგი არა, მაგრამ ირიბი აუცილებლად ექნება.

„პირდაპირი შედეგები ამ გადაწყვეტილებას არ ექნება, მაგრამ ირიბი შედეგები, არა მარტო გარეთ, უცხოეთისთვის, შიგნითაც, ჩვენი საზოგადოებისთვის იქნება. იმიტომ რომ არის რაღაც ნაწილი, რომელსაც მიაჩნია, რომ „არიქა ივანიშვილის ხელისუფლება რუსული ორიენტაციისაა, რუსეთუმეა“. ისინი დაფიქრდებიან მაინც რუსეთუმე ხელისუფლება რუსეთს უჩივლებს და მოუგებს სტრასბურგში? აი ამ გაცვეთილ სტერეოტიპებს, რითაც სურთ, ხელისუფლების მოქმედებაში რუსეთი დაინახონ, ეს ფაქტი მათ ხელს შეუშლის. იმიტომ რომ ეს საერთოდ არასასურველი გზა არის.

ეს ნაბიჯი შიდა პროცესების გაჯანსაღებასაც მე მგონი ხელს შეუწყობს და უფრო მეტ ოპტიმიზმს შესძენს ქართულ მოსახლეობას, რომელსაც ხანდახან უცრუვდება ხოლმე იმედი. დასავლეთის ის სტრუქტურა, რომელიც ბევრი პოლიტიკური ინტერესისგან დაცულია, ჩვენი მხარე აიღო. ასე რომ ჩვენ ევროპულ ორიენტაციასაც ხელს შეუწყობს“, - აცხადებს საყვარელიძე.

ინფორმაციისთვის, საქართველომ რუსეთს სტრასბურგის სასამართლოში დავა მოუგო.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „საქართველოს უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა“ - პრემიერი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

✔️ სტრასბურგის სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია