მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მმართველი პარტია გათავისუფლების ისეთ სცენარს ეძებს, სადაც სახის შენარჩუნებას ეცდება და მელია ნაკლებად იქნება გმირი“ - სოსო ცინცაძე

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე

ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში სოსო ცინცაძე ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-სთან ამბობს, რომ მმართველი პარტია გათავისუფლების ისეთ სცენარს ეძებს, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია გმირად ნაკლებად გამოჩნდეს.

ექსპერტის შეფასებით, ნიკა მელიას დაპატიმრება უკიდურესად სტრატეგიული შეცდომა იყო.

სოსო ცინცაძე იმედოვნებს, რომ მელიას გათავისუფლება დროზე ადრე მოხდება.

„უფრო ადრე ვიდრე გვიან, მელიას მაინც გაათავისუფლებენ. მმართველი პარტია გათავისუფლების ისეთ სცენარს ეძებს, თან სახე შეინარჩუნოს და თან მელია რაც შეიძლება ნაკლებად გამოჩნდეს გმირად. ალბათ ხვდებიან მმართველ პარტიაში, რომ მელიას დაპატიმრება იყო უკიდურესად სტრატეგიული შეცდომა. რა სჭირდება ოპოზიციონერ პოლიტიკოსს თავისი რენომესათვის? ყველაფერთან ერთად აუცილებელია მის ბიოგრაფიაში პატიმრობა იყოს, თანაც რა, პოლიტიკური პატიმრობა.

მელიას შემთხვევაზე გაცილებით საეჭვო პირობებში დაპატიმრებულ პოლიტიკოსებს, მსოფლიო ჩვეულებრივად პოლიტიკურ პატიმრებად თვლის. ერთია, რომ მელია გათავისუფლდეს შეწყალებით და მეორე საკითხია გამართლება. ამნისტიით გათავისუფლება ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის გამართლდა. სასამართლო მელიას არ გაათავისუფლებს არავითარ შემთხვევაში, არ აღიარებს იმას, რომ ხელისუფლება არ იყო მართალი, ხელისუფლებამ ტყუილად დააპატიმრა პოლიტიკოსი“, - აცხადებს სოსო ცინცაძე.

მისივე თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში მელიას დაპატიმრება იყო შეცდომა და „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ნაკლები რეპუტაციული დანაკლისით მელია ციხიდან გამოვიდეს.

„ის ფაქტი, რომ სასამართლო დამოუკიდებელია და ამით გამართლდა მელია, ეს უფრო ნაკლები დივიდენდია ხელისუფლებისთვის, ვიდრე ის უარყოფითი მომენტი, რომ უდანაშაულო პოლიტიკოსი დააპატიმრეს. გაცილებით უარესია უდანაშაულო პოლიტიკოსი დაადანაშაულო, ვიდრე შემდეგ რომელიმე მოსამართლემ თავის თავზე აიღოს რისკი და გაათავისუფლოს. ვინაიდან, ხელისუფლება უფრო მეტია აქ ამ შემთხვევაში.

ნებისმიერ შემთხვევაში მელიას დაპატიმრება იყო შეცდომა და „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ნაკლები რეპუტაციული დანაკლისით მელია ციხიდან გამოვიდეს. მე მაინც ვფიქრობ, რომ თუ გარიგება მოხდა, ეს იქნება ამნისტია. პრეზიდენტს უფლება აქვს შეიწყალოს, შეწყალება შეწყალებაა. შეწყალება არ ნიშნავს გამართლებას“, - განაცხადა სოსო ცინცაძემ და დასძინა, რომ მელიას გათავისუფლება მხარეებს შორის მოლაპარაკების პროცესს წინ წასწევს.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ახლახან გამოაცხადა. პროცესს თავად ბრალდებულიც ესწრებოდა, რომელმაც სიტყვის წარმოთქმის უფლებით რამდენჯერმე ისარგებლა.

ამავე თემაზე:

✔️ „ნიკა მელიას საქმეზე ეს გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო“ - ბარამიძე

✔️ ნიკა მელიამ მოსამართლეს „ჩინჩალაძის მონა“ უწოდა