ანალიტიკა

„მოსალოდნელია ლარის 4-ის ნიშნულამდე გაუფასურება, რადგან ქვეყანაში არაფერი იცვლება“ - დემურ გიორხელიძე

ეკონომიკის ექსპერტი
1616751287
დაკოპირებულია

„მე ადრეც მაქვს ნათქვამი, რომ 3-ს გადააჭარბებდა დოლარის ღირებულება. ახლა ვამბობ, რომ 4 ლარის სრულიად რეალურია და ნელ-ნელა ჩვენ მივალთ 4 ლარამდე“, - ასე აფასებს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე ეროვნული ვალუტის გაუფასურების ტენდენციას. 

როგორც მან საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-სთან საუბარში აღნიშნა, ლარის გაუფასურება ქართული ეკონომიკის ფუნდამენტურ პრობლემებზეა დამოკიდებული, რომელთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ხელისუფლების მიდგომები არ იცვლება.

„ლარის გაუფასურება იმ ფუნდამენტალურ პრობლემებზეა დამოკიდებული, რომელთაც ხელისუფლება, არც ეროვნული ბანკი და არც მთავრობა არ აღიარებს. ეროვნული ბანკი სპონტანური ჩარევებით ცდილობს რაღაცნაირად დაიკავოს ინფლაცია, მაგრამ არ გამოსდის, მაგალითად მან ცოტა ხნის წინ გაზარდა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი.

საქმე ისაა, რომ იმპორტზე ჩამოკიდებულ ქვეყანაში, მცირე საექსპორტო პოტენციალის გამო, არ არის ვალუტის შესაბამისი ნაკადები. ამასთან ტურიზმზე აგებულ ქვეყანაში, როცა ტურისტების შემოდინება შეწყდა, არასაკმარისი თანხები შემოდის. ბუნებრივია, ეს იწვევს დოლარის გაძვირებას, მოსახლეობის შემოსავლების შემცირების გამო, მაგრამ მოთხოვნა რჩება და დაფარვა არ არის. ინტერვენციები ამას არ უშველის, თუ საერთო პოლიტიკა არ იქნა საკუთარი ეკონომიკური პოტენციალის ამოქმედებისკენ, დასაქმებისკენ მიმართული, რადგან ამ პოლიტიკის ფარგლებში ფული სულ უფრო ძვირდება, ამიტომ ვერანაირი სტიმულირება ვერ მოხდება“, - აღნიშნა ექსპერტმა.

მისი პოზიციით, ტურიზმის სფეროზე ქვეყნის ეკონომიკის მიბმა და ამ მიმართულებით სერიოზული იმედების ქონა ამაოა, ქვეყანაში მთავარი ადგილობრივი წარმოება და დასაქმების ხელშეწყობა უნდა იყოს.

„თუ პოლიტიკა არ შეიცვლება, არაფერი არ მოხდება. როდესაც უდიდესი პოლიტიკური და ეკონომიკური შეცდომების გამო ეკონომიკა ასეთ დღეშია, ტურიზმზე ეკონომიკის მიბმა არის ტყუილი, ამ დროს მიტოვებულია ყველა გადამამუშავებელი მრეწველობა, ასევე სოფლის მეურნეობა, რომელიც სტრატეგიულ პროდუქტს იძლევა. წელსაც ათასობით ჰექტარი დაუმუშავებელი დარჩება, იმიტომ, რომ არაფერი კეთდება იმისთვის, რომ ადამიანმა იშრომოს.

დაიმახსოვრეთ, წელს ისევ დაუმუშავებელი დარჩება მრავალი ათასი ჰექტარი. ვაშლსა და მწვანილს ისევ საზღვარგარეთიდან ვიყიდით, რადგან ეს კლანების ინტერესშია და მათ არ სჭირდებათ, რომ საქართველოში რაიმე შეიცვალოს“, - განაცხადა დემურ გიორხელიძემ.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს. 25 მარტის ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.3473 ლარია.

„ქართული ოცნების“
თავმჯდომარე ირაკლი
კობახიძე, „ნაციონალური
მოძრაობის“ ლიდერი ნიკა
მელია Pia.ge

ირაკლი კობახიძე: ნიკა მელია რომ ციხეში ზ...

„ის, რომ დღეს ნიკა მელია ციხეში ზის, ნამდვილად რუსული თამაშია, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ნიკანორ მელიას თანამონაწილეობით გაითამაშა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა 141 მლნ-ს აჭარბებს განახლებულ მონაცემებს worldometer-ი აქვეყნებს.

1618689111

ჩეხეთის რესპუბლიკამ გამოაცხადა, რომ ქვეყნიდან გაძევებს 18 რუს დიპლომატს, რომლებიც ჯაშუშებად იქნენ ცნობილი.

1618686529

„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმისთვის დაკავებულ ნიკა წურწუმიას ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. დაკავებულ პირს გამოძიება 144-ე მუხლს ედავება, რაც ორი ან მეტი პირის მძევლად აყვანას გულისხმობს.

1618683713

ჩეხეთის რესპუბლიკაში რუსეთის საელჩოს წინ აქტივისტებმა შიშველი პუტინის ფიგურა დასვეს ოქროს უნიტაზზე.

1618682670
უმრავლესობის წევრი
ირაკლი კობახიძე, 2020 წ.

ირაკლი კობახიძე: იმისათვის, რომ სპეკულაციის ყ...

„შარლ მიშელის ეგიდით შექმნილი დოკუმენტის გარშემო კონსულტაციები ორი კვირა მიმდინარეობდა, სწორედ იმ ხანგრძლივი კონსულტაციების შედეგი იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ,“ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

1618673327
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინი...

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 1 237-მა ადამიანმა გაიკეთა.

1618671412
30 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით სააღდგომო...

სააღდგომო არდადეგების გამო, 30 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით ვაქცინაცია დროებით შეჩერდება.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

დიდი დიღმიდან მეტროსადგურ „სარაჯიშვილის“...

დიდი დიღმის IV მიკრორაიონიდან მეტროსადგურ „სარაჯიშვილის“ მიმართულებით, დღეიდან ახალი, ინტეგრირებული მარშრუტი - N321 ამოქმედდა. BMC მარკის 12-მეტრიანი, თანამედროვე სტანდარტების ავტობუსით დღეს თბილისის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ავთანდილ ცინცაძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად იმგზავრა.