მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნამოხვანის ელექტროენერგია, როგორც თევზს წყალი, ისე სჭირდება ჩვენს ენერგოსისტემას - ენერგოექსპერტი

ენერგეტიკოსი გია არაბიძე

ენერგოექსპერტი გია არაბიძე საინფორმაციო სააგენტო Pia.ge-სთან კომპანია „ენკას“ მიერ რიონის ხეობაში „ნამოხვანჰესის“ პროექტის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას აფასებს და ამბობს, რომ „ყველას ერთად მოგვიწევს ყველაფრის გააზრება“.

ენერგეტიკოსი რამდენიმე მიზეზს ასახელებს, თუ რატომ არის ცუდი ქვეყნისთვის საინვესტიციო კომპანიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

„ის რაც მოხდა ძალიან ცუდია და პირდაპირ გეტყვით რა მიზეზების გამო არის ცუდი.

პირველი - ზარალდება ჩვენი საინვესტიციო იმიჯი. ამდენი ხანია კომპანია მუშაობს და შემდეგ უარს გვეუბნება მუშაობაზე.

მეორე - ბუნებრივია, რომ ის არ დაიხურავს ქუდს და არ წავა. მთელ რიგ თანხებს მოითხოვს, რაც მან საქართველოში ჩადო. დაწყებული მოსახლეობის კომპენსაციით, 35 მილიონზეა საუბარი თუ არ ვცდები, ანუ საკითხი შეეხება საარბიტრაჟო სასამართლოს ან მსგავს რამეს. ეს ძალიან ცუდია ჩვენი ეკონომიკური მხარისათვის.

მესამე - ბუნებრივია ინვესტორი, რომელიც მიატოვებს დაწყებულ საქმეს, ძალიან ძნელი იქნება ახალი ინვესტორის ნახვა იგივე საქმის გასაგრძელებლად. ნამოხვანის ელექტრული ენერგია როგორც თევზს წყალი ისე სჭირდება ჩვენს ენერგოსისტემას.

ეს ყველაფერი ჯამში, ვფიქრობ ძალიან ცუდი იქნება ჩვენი ენერგეტიკისთვის და არა მარტო ენერგეტიკისთვის, არამედ ქვეყნის იმიჯისთვის და მომავალი ეკონომიკური საქმიანობისათვის. ბუნებრივია, აქედან ერთ-ერთი კომპონენტი რომ ამოვარდეს, დანარჩენი ორი ხომ დარჩება? პირობითად ვამბობ, აქეთ რომ მოგვცეს თანხა, ელექტროენერგიას რა ვუყოთ, რომელიც დაგეგმილი და მისაღები გვქონდა?

ჩვენ ხომ ნამოხვანის ხარჯზე დაგეგმილი გვქონდა, რომ 2030 წლისათვის შემოგვეტანა ელექტროსისტემაში განახლებადი ენერგიის წყაროები. ეს ხომ დაგეგმილი იყო? ამიტომ, ყველაფრის თავიდან გააზრება მოგვიწევს“, - აცხადებს გია არაბიძე.

ინფორმაციისთვის, კომპანია „ენკამ“ რიონის ხეობაში „ნამახვანჰესის“ პროექტის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება გააუქმა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 „ენკა“ „ნამახვანჰესს“ აღარ ააშენებს