ანალიტიკა

ნეპოტიზმი და საეჭვო ტენდერები საქპატენტში - ლევან ნიკოლეიშვილი მინდია დავითაძის მიერ „საქპატენტში“ ერთი წლის მუშაობის პერიოდში დასაქმებული თანამშრომლების სიას აქვეყნებს

ანალიტიკოსი ლევან
ნიკოლეიშვილი
1623422000
დაკოპირებულია

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი საკუთარ facebook- ის გვერდზე ,,საქპატენტის’’ ხელმძღვანელის მინდია დავითაძის გათავისუფლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და წერს, რომ დავითაძეს მისივე თანამშრომლები ნეპოტიზმში ადანაშაულებენ.

მათ შორის არის ირაკლი კასრაძის საქმე, რომლის მოთხოვნის საფუძველზე სახალხო დამცველმა მოკვლევა ჩაატარა და დავითაძეს წერილობით შეატყობინა, რომ ირაკლი კასრაძის უფლებები დარღვეულია. ექსპერტის აზრით საინტერესოა საეჭვო ტენდერების სქემაც.

„დღეს გავრცელდა ინფორმაცია „საქპატენტის“ ხელმძღვანელის, მინდია დავითაძის გათავისუფლების შესახებ, რომელმაც ეს ყველაფერი მის პოლიტიკურ დევნად მონათლა. თუმცა როგორც გაირკვა დავითაძეს მისივე თანამშრომლები მათი უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ. ერთ-ერთი მათგანის ირაკლი კასრაძის საქმეზე სახალხო დამცველმა მოკვლევა ჩაატარა და დავითაძეს წერილიც კი გაუგზავნა, რომ კასრაძის უფლებები ირღვეოდა. თანამშრომლები მინდია დავითაძეს ნეპოტიზმში ღიად ადანაშაულებენ. დანიშვნიდან მალევე „საქპატენტში“ 30-მდე მეგობარი და ახლობელი დაასაქმა.

ამას გარდა საჯაროდ საუბრობენ დავითაძის მიერ ასი ათასობით ლარის ღირებულების გაუმართლებელ ტენდერებზე. საინტერესო თემაა მედიისთვის და ალბათ კიდევ ბევრი საინტერესო დეტალი იქნება დავითაძის საქმიანობაში. ინფორმირებულმა წყარომ იმ ადამიანების სია მომაწოდა, რომლებიც ნათია მეზვრიშვილის კადრმა მინდია დავითაძემ დაასაქმა. მათ შორის, მისი მოადგილე დავით ნაღებაშვილია, რომელიც ლონდა თოლორაიას მეუღლეა. კიდევ ერთი დეტალი - გახარიას გუნდის წევრის, მიხეილ დაუშვილის ძმის ცოლი - თეონა როსტომაშვილი ასევე, ამ სიაში აღმოვაჩინე. ასევე, საინტერესოა ერთ-ერთი მისი ახლო მეგობარი - „საქპატენტის“ შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე მებონია, ვისთან ერთადაც სოცქსელში არაერთი ფოტო იძებნება“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი და აქვე სიას აქვეყნებს:

1. ნაღებაშვილი დავითი - თავმჯდომარის მოადგილე. ადმინისტრაციული დეპარტამენტი

2. ქაჯაია ლევანი - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი;

3. პაპავა ნანა - ადამიანური რესურსების მართვის და საქმისწარმოების სამმართველოს უფროსი;

4. მგალობლიშვილი თორნიკე - ლოჯისტიკის სამმართველოს უფროსის მოადგილე;

5. გელოვანი დავითი - მძღოლი (შრომითი ხეშეკრულებით);

6. ოთარაშვილი ნიკა - ლოჯისტიკის სამმართველოს სპეციალისტი;

7. ვაშაძე მამუკა - საინფორმაციო ტექნოლოგიების სამმართველოს უფროსი;

8. კედელაშვილი მიხეილი - საინფორმაციო ტექნოლოგიების სამმართველოს სპეციალისტი. იურიდიული დეპარტამენტი

9. გასიშვილი ნანა - სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი;

10. ხაჭვანი გიორგი - სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი;

11. კაპანაძე თამარი - სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი;

12. კუსიანი სალომე - სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი (შრომითი ხელშეკრულებით). მომსახურების დეპარტამენტი;

13. ამირანაშვილი ლალი - მომსახურების დეპარტამენტის უფროსი. საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი

14. მჭედლიძე თამარი - საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი;

15. კუზანაშვილი მარიამი - პროექტების მართვის სამმართველოს უფროსი;

16. ჩადუნელი მარიამი - პროექტების მართვის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი (შრომითი ხელშეკრულებით). საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური;

17. პაპავაძე გვანცა - მედიასთან ურთიერთობის მენეჯერი (შრომითი ხელშეკრულებით). სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნების და დიზაინის დეპარტამენტი;

18. გალდავა ემილი - სასაქონლო ნიშნების და გეოგრაფიული აღნიშვნების მეორე სამმართველოს მთავარი სპეციალისტი. სასწავლო ცენტრი;

19. გახოკიძე ანა - სპეციალისტი (შრომითი ხელშეკრულებით);

20. გეგია ნანა - სპეციალისტი;

21. ნაცვლიშვილი ნინო - სპეციალისტი (შრომითი ხელშეკრულებით). საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტი

22. ჯოხაძე ივანე - დეპარტამენტის უფროსი;

23. მღებრიშვილი ნინო - საფინანსო სამმართველოს მთავარი სპეცაილისტი;

24. გამრეკელიძე გიორგი - საფინანსო სამმართველოს სპეციალისტი (შრომითი ხელშეკრულებით);

25. რევაზიშვილი ილია - შესყიდვების სამმართველოს უფროსი;

26. ებიტაშვილი მარიამ - შესყიდვების სამმართველოს მთავარი სპეცაილისტი;

27. როსტომაშვილი თეონა - შესყიდვების სამმართველოს მთავარი სპეცაილისტი. შიდა აუდიტის დეპარტამენტი

28. მებონია ალექსანდრე - შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი;

29. ბაგალიშვილი ანამარია - შიდა აუდიტის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი.

პუტინი ბრიფინგზე

„არანაირი მტრული განწყობა არ გვქონია“ -...

„დისკუსია იყო ძალიან კონსტრუქციული“, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამერიკელ კოლეგასთან პირისპირ შეხვედრის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჯიპას პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი თენგიზ ფხალაძე ჟენევაში თეთრი სახლისა და კრემლის ლიდერების პირისპირ შეხვედრას გამოეხმაურა.

1623869223

თბილისში, პოლიციის ერთ-ერთი განყოფილებიდან კაცი გადახტა.

1623867625

„თითოეული მოქალაქის საკუთრების დაცვასთან ერთად, კახა კალაძემ საზოგადოებრივ, საერთო სივრცეებზე ზრუნვა პრიორიტეტული გახადა,“ - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძე დედაენის განახლებული ბაღის გახსნასთან დაკავშირებით განაცხადა.

1623866305
თბილისის მერი კახა კალაძე,
პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და დედაქალაქის...

დედაქალაქის მერიამ და თბილისის განვითარების ფონდმა დედაენის და 9 მარტის ბაღების, მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდების, ასევე, მათი მიმდებარე ტერიტორიის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტი დაასრულეს.

საქართველო ყველაზე ცუდ საგანმანათლებლო ს...

მნიშვნელოვანი როლი უკავია განათლებას ადამიანთა ცხოვრებაში. მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებს აქვთ კარგად განვითარებული საგანმანათლებლო სისტემები და უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობები, რაც ეხმარება ამ ქვეყნის მოქალაქეებს მიიღონ უფრო მაღალანაზღაურებადი სამუშაოები და ცხოვრების დონის უკეთესი მაჩვენებელი აქვთ.

„საკითხს გაკვრით შევეხეთ, აქ არაფერია გა...

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამერიკელ კოლეგასთან პირისპირ შეხვედრის დასრულების შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასში არსებულ ვითარებასა და „მინსკის შეთანხმების“ შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.

18 ივნისს ჯივიპი გურამიშვილის გამზირზე ა...

18 ივნისს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის გამზირის N62-თან წყალარინების ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს განახორციელებს. აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ინტენსიურ, 24 საათიან რეჟიმში ასევე შესრულდება წყალარინების სისტემის მაგისტრალურ კოლექტორზე და საკვანძო ჭაზე.