მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ოპოზიციის ოპოზიციაში როცა დგები, ნიშნავს, რომ ხელისუფლების მხარეს მოქმედებ“ - გია ხუხაშვილი უცნობზე

ხუხაშვილი - გაჩეჩილაძე

„ყველა ადამიანს აქვს ემოცია და გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციური უფლება. შესაძლოა, მეც არ მომწონს კარვებით პროტესტის ფორმა 21-ე საუკუნეში, მაგრამ ოპოზიციის ოპოზიციაში როცა დგები, ნიშნავს, რომ ხელისუფლების მხარეს მოქმედებ“, - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი გიგა ხუხაშვილი მომღერალ უცნობის მიერ ორგანიზებულ სამოქალაქო შეკრებას.

მისი თქმით, აქციის შინაარსი 9 აპრილის სიმბოლიკას არ უხდება, რადგან საზოგადოების ჯგუფებს შორის დაპირისპირებისკენ იყო მიმართული.

„საერთოდ, ორგანიზაციები და მოქმედებები იქმნება რაღაცისთვის, არა რაღაცის წინააღმდეგ. 9 აპრილი ზუსტად ერთიანობის სიმბოლოა. ეს იყო დღე, როცა კომუნისტი და დისიდენტი გაერთიანდნენ ერთი მიზნისთვის. ეს აქცია კი უფრო დაპირისპირებისკენ ყო მიმართული. ეს არ იყო ერთიანობისთვის, არამედ დაპირისპირებითვის, რაც არასწორია. ცამდე მართალიც რომ იყო 9 აპრილის სიმბოლიკას არ უხდება ეს ყველაფერი.

9 აპრილს ერთმანეთთან მისასვლელი გზები უნდა ვეძებოთ და არა პრეტენზიები გამოვთქვათ ერთმანეთის მიმართ. რაც შეეხება ორგანიზაციის შექმნას, ორგანიზაცია უნდა შეიქმნას პოზიტიური მიზნით, აქციაზე კი ისმოდა, რომ უნდა დავამთავროთ რაღაც. რაღაც კი არ უნდა დაამთავრო, უნდა დაიწყო და თუ რამე ცუდია დასამთავრებელი, ის ისედაც დამთავრდება, თუ შენ რამე კარგს დაიწყებ“, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

ექსპერტის შეფასებით, გაუგებარია რისთვის შეიქმნა სამოქალაქო მოძრაობა, როდესაც ცივილიზებულ ქვეყნებში კონტროლი სჭირდება ხელისუფლების მოქმედებებს და არა ოპოზიციას.

„კონტროლი სჭირდება ძალადობაზე მონოპოლისტს, მას, ვისაც შეუძლია დაარღვიოს ადამიანის უფლებები, კორუფციაში ჩაყოს ხელი, იძალადოს ადამიანზე და ა.შ. ოპოზიციას ეს არ შეუძლია. ეს შეუძლია მხოლოდ ხელისუფლებას. საზოგადოებრივი კონტროლი ცივილიზებულ ქვეყანაში წესდება ხელისუფლებაზე და არა ოპოზიციაზე. ოპოზიციას არავითარი პასუხისმგებლობა არ აქვს და თუ შეიძლება დაარღვიოს წესრიგი ამაზე რეაგირება ხელისუფლების მოვალეობაა. ოპოზიციის კონტროლი რა უბედურებაა“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „ევროპის მოედანზე“ გამართული შეკრების მონაწილეებმა „საქართველოსა და ქართველი ხალხის მარადისობის დღე“ დააფუძნეს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„იგრძნო იმის თავისუფლება, რომ ობიექტურად შეაფასოს პროცესები“ - გია ხუხაშვილი პრეზიდენტზე

„შეტევა ხორციელდება უწმინდესზე და ყველაფერ წმინდაზე“ - გია გაჩეჩილაძე