მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პარტიები, რომლებმაც 2016 - 2019 წლების არჩევნებში 1%-იანი ბარიერი გადალახეს

არჩევნები საქართველოში

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიებმა 1%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ, რადგან საკანონმდებლო ორგანოში მანდატები მოიპოვონ. 1%-იანი ბარიერი ერთჯერადია და მხოლოდ წელს იქნება. აღნიშნული კი, მრავალპარტიული პარლამენტის საფუძველს ქმნის.

წინა საპარლამენტო არჩევნები 2016 წელს ჩატარდა. მაშინ 5%-იანი ბარიერი იყო გადასალახი. პარლამენტში მხოლოდ 3 პარტია მოხვდა - „ქართული ოცნება“, რომელმაც საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა, „ნაციონალური მოძრაობა“ და „პატრიოტთა ალიანსი“.

პარტიები, რომლებმაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 1%-იანი ბარიერი გადალახეს:

„პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ - 3.45%

„ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა“ - 3.53%

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 27.11%

„უსუფაშვილი - რესპუბლიკელები“ - 1.55%

„დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 5.01%

„ლეიბორისტული პარტია“ - 3.14%

„ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები“- 4.63%

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - 48.68%

მე-9 მოწვევის პარლამენტში „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ შეინარჩუნა, რადგან უმრავლესობის რიგები რამდენიმე წევრმა დატოვა და მათ საქმიანობა დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით განაგრძეს.

დაიშალა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მათ 21 დეპუტატი გამოეყო და შექმნეს „ევროპული საქართველო“. პოლიტიკური ველიდან გაქრნენ პაატა ბურჭულაძე და ირაკლი ალასანია.

2017 წლის თბილისის მერის არჩევნების შედეგები:

კახა კალაძე (ქართული ოცნება) - 51.09%

ალექსანდრე ელისაშვილი (დამოუკიდებელი) - 17.48%

ზაალ უდუმაშვილი (ნაციონალური მოძრაობა) - 16.59%

ელენე ხოშტარია (ევროპული საქართველო) - 7.11%

ირმა ინაშვილი (პატრიოტთა ალიანსი) - 3.02%

გიორგი ვაშაძე (ახალი საქართველო) - 1.95%

კახა კუკავა (დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველო) - 1.25%

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები:

პირველი ტური:

სალომე ზურაბიშვილი (მას ქართულმა ოცნებამ დაუჭირა მხარი) - 38.64%

გრიგოლ ვაშაძე (ნაციონალური მოძრაობა) - 37.74%

დავით ბაქრაძე (ევროპული საქართველო) - 10.97%

შალვა ნათელაშვილი ( ლეიბორისტული პარტია) - 3.74%

დავით უსუფაშვილი (შენების მოძრაობა) - 2.26%

ზურაბ ჯაფარიძე (გირჩი) - 2.26%

კახა კუკავა (თავისუფალი საქართველო) - 1.33%

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, „პატრიოტთა ალიანსის“ გარდა, ყველა ლიდერი ოპოზიციური პარტია გაერთიანდა. თუმცა, გაერთიანებულმა ოპოზიციამ ერთიანობა ბოლომდე ვერ შეინარჩუნა. თავიდან თანხმდებოდნენ, რომ ყველა მაჟორიტარულ ოლქში ერთიანი კანდიდატი ეყოლებოდათ, თუმცა შეთანხმება მხოლოდ თბილისში შეასრულეს, რეგიონებში კი, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ საკუთარი მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა.

მე-10 მოწვევის პარლამენტში მოსახვედრად „გირჩი“ პირველად იბრძოლებს.

ყოფილმა ბანკირებმა ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ „ლელო“ ჩამოაყალიბეს, რომელსაც დავით უსუფაშვილი, ასევე დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე შეუერთდნენ.

პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატებმა შექმნეს პარტია „თავისუფალი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი“.

პარტია „მოქალაქეები“ შექმნა ალეკო ელისაშვილმა, რომელიც საკრებულოს ყოფილი დამოუკიდებელი დეპუტატი იყო, ასევე 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მეორე ადგილი დაიკავა. ალეკო ელისაშვილი საპარლამენტო არჩევნებში მეორედ იყრის კენჭს.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს 120/30-ზე მოდელით ჩატარდება, რაც გულისხმობს, რომ პარლამენტში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა, მაჟორიტარი კი 30 იქნება.

ერთჯერადად რჩება ბლოკის ინსტიტუტი. ბლოკებისთვის არის დიფერენცირებული საარჩევნო ბარიერი, კერძოდ რამდენი პარტიაც იქნება წარმოდგენილი ბლოკში, იმდენი პროცენტი უნდა გადალახოს საარჩევნო სუბიექტმა.