ანალიტიკა

რა საფრთხეს წარმოადგენს პუტინის ხელში ხელოვნური ინტელექტი

რუსეთის პრეზიდენტი
1617097582
დაკოპირებულია

2018 წლის 1-ელ მარტს, რუსეთის პრეზიდენტმა ფედერალურ კრებას მიმართა და ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი ღრმა წყლების უპილოტო ხომალდის შექმნა აცნობა. პუტინმა განმარტა, რომ ხომალდს საკმაოდ დიდი მანძილის დაფარვა და ბირთვული იარაღის გადატანა შეუძლია. 

პრეზიდენტის განცხადებით, მრავალფუნქციური ოკეანის სისტემა „პოსეიდონი“ რუსულ საზღვაო არსენალს 2027 წლამდე უნდა შეუერთდეს. პრეზიდენტის მიმართვიდან მალევე, რუსეთში ხელოვნური ინტელექტის თემაზე პირველი კონფერენცია, სახელწოდებით: „ხელოვნური ინტელექტი: პრობლემები და მათი დაძლევის გზები“ გაიმართა.

მომხსენებლთა შორის რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუც იყო. მან სამხედროებსა და მეცნიერებს გაერთიანებული ძალისხმევით ხელოვნური ინტელექტის განვითარებისკენ მოუწოდა. „ეს რუსეთის ტექნოლოგიური და ეკონომიკური უსაფრთხოების წინაშე არსებულ საფრთხეებთან გასამკლავებლად არის საჭირო“, დასძინა შოიგუმ.

პრეზიდენტის განცხადებებიდან ისე ჩანს, თითქოს რუსეთი სულ მცირე ხელოვნური ინტელექტის სამშობლოა. სინამდვილეში კი, კრემლი მხოლოდ პრიმიტიულ მიღწევებს აპიარებს. პუტინის სურვილის მიუხედავად, რომ ხელოვნური ინტელექტით „მსოფლიო მართოს“, რუსეთის მწირი შესაძლებლობები ამ სფეროს განვითარებისთვის არახელსაყრელ პირობებს ქმნის. მთავარი გამოწვევა მოსკოვისთვის „ტალანტის“ დეფიციტია. რუსეთში ძალიან ცოტა ადამიანი სწავლობს ხელოვნურ ინტელექტს, არც ახალი მეთოდების დანერგვაზე ზრუნავს ვინმე. აკადემიური გადმოსახედიდან, 1996-2017 წლებში, ხელოვნური ინტელექტის შესახებ სამეცნიერო ნაშრომების რეიტინგში რუსეთი 42-ე ადგილს იკავებდა, რაც კარგი მაჩვენებელი არ არის. ქვეყანაში ხელოვნური ინტელექტის სფეროში 193 სტარტაპი ფუნქციონერებს, ჩინეთში კი, ეს რიცხვი 1226-ს აღწევს. სტუდენტები რუსეთიდან დასავლეთში გარბიან. გასულ წელს, ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით რუსი დოქტორანტების ნახევარმა, ემიგრაციის სურვილი გამოთქვა. საინტერესოა ისიც, რომ ყველაზე წარმატებული ანტრეპრენერები სან-ფრანცისკოს „სილიკონ ველი“-ში აგრძელებენ საქმიანობას. ასეთია, მაგალითად, Mail.ru-ს თანადამფუძნებელი, იური მილნერი.

„ტვინების გადინება“ უშუალოდ ხელოვნური ინტელექტის სფეროს გარდა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსაც უქმნის პრობლემებს. 2016 წლისთვის, რუსეთის სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსები თანამშრომლების მკვეთრ დანაკლისს განიცდიდნენ. თავდაცვის ინდუსტრიაში დასაქმებული 30 წელზე ნაკლების ასაკის ადამიანების მაჩვეენებლი მხოლოდ 4%-ს შეადგენდა. რუსეთი ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების გასაშვები სპეციალური აღჭურვილობის წარმოებასაც ვერ ახერხებს, ამიტომ ტაივანიდან და სამხრეთ კორეიდან ნაწილების იმპორტზეა დამოკიდებული. რუსული ელექტრონული ინდუსტრია მხოლოდ ლიმიტირებული სპეციფიური სამხედრო პროდუქტების წარმოებაზეა გადასული. რუსეთი მსოფლიოში არსებული ხელოვნური ინტელექტის 500-მდე სუპერკომპიუტერიდან მხოლოდ 3-ს ფლობს. მაშინ, როდესაც მაგალითად ჩინეთს ასეთი 228, ხოლო იაპონიას 29 კომპიუტერი აქვს. რუსეთი ხელოვნური ინტელექტის სფეროში მნიშვნელოვნად ჩამორჩება იმ ქვეყნებს, რომლებსაც ამ სექტორში პირველობის პრეტენზია აქვთ. ერთადერთი, რითიც მოსკოვი ყველას უსწრებს, უსაფუძვლო ამბიციებია.

თუმცა, ის რომ კრემლი ხელოვნური ინტელექტის სფეროში ლიდერი ვერ გახდება, არ ნიშნავს, რომ ლიმიტირებული რესურსების საკუთარი და სხვა ქვეყნების მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებას ვერ მოახერხებს.

საინტერესოა, რომ შეიარაღების ახალ მოდელებს რუსეთი სირიაში აქტიურად ტესტავს. 2016 წელს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, უპილოტო საფრენი აპარატების გზით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებას აკვირდებოდა.

მოგვიანებით, უპილოტო საფრენი აპარატი Orlan-10, რომელსაც დაკვირვებასთან ერთად იარაღის გადატანაც შეუძლია, სირიის თავზე აქტიურად დაფრინავდა. სწორედ ამიტომ, საერთაშორისო საზოგადოება რუსეთის აქტივობებთან ყურადღებით უნდა იყოს.

საინტერესოა ისიც, რომ რუსეთის ხელოვნური ინტელექტის განვითარების მთავარი საინიციატივო „ციფრული ეკონომიკის პროექტი“, „აუთსორს“-ის საშუალებით, ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე ზრუნვას სახელმწიფოს მფლობელობაში არსებულ კომპანიებს ავალებს. ამ გზით, კონკურენცია ფაქტობრივად გამორიცხულია. თუ კრემლთან ურთიერთობა დალაგებული არ გაქვს, მაშინ ამ სფეროში ვერაფერს მოახერხებ. ხოლო თუ ოფიციალური მოსკოვი გაფინანსებს, მაშინ შენი საქმიანობაც პუტინის დავალებების შესრულებით შემოიფარგლება. ასე რომ, მთავრობისგან დაფინანსებული ფირმები ინოვაციურ პროდუქტს ვერ ქმნიან, მაგრამ კრემლს პოლიტიკურ მოთხოვნებს უსრულებენ. მაგალითად, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მოქალაქეების ქცევის გაკონტროლებას ცდილობენ. ტექნიკურად ეს კომპანიები რუსეთის ხელისუფლებას არ წარმოადგენენ, ამიტომ, როგორც კერძო კონტრაქტორი სამხედრო ფირმების შემთხვევაში, კრემლი მათ აქტივობებს საჭიროების შემთხვევაში ემიჯნება. ამ მოდელით, პუტინს ყოველთვის შეუძლია ფირმებს არალეგალური საქმიანობა დაუკვეთოს, თუმცა პასუხისმგებლობა თავის თავზე არ აიღოს.

ხელოვნურ ინტელექტს მსოფლიოსთვის ბევრი დადებითი ცვლილების მოტანა შეუძლია. ტექნოლოგიური განვითარების ამ ასპექტს ადამიანური შეცდომების მინიმუმამდე დაყვანის პოტენციალი აქვს. თუმცა, პოზიტიურ მხარესთან ერთად, არასწორ ხელში აღმოჩენის შემთხვევაში, ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობისთვის უდიდესი საფრთხის წყაროც შეიძლება გახდეს. მოსკოვი, რომელმაც წლების მანძილზე მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის გამოყენებით აგრესორის იმიჯს დამსახურებულად ირგებს, ხელოვნური ინტელექტის სფეროში სანდო აქტორი არ არის.

პუტინი „რეაქტიული“ ლიდერია, ყოველთვის, როდესაც თავს დაუცველად გრძნობს, რუსეთზე სუსტი და პატარა ქვეყნების გამოყენებას ძალის დემონსტრირებისთვის ცდილობს. ის ირაციონალური პოლიტიკოსია და დემოკრატიული სამყაროს მმართველებისგან განსხვავებით, საგარეო პოლიტიკას ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით კი არ გეგმავს, არამედ იმპულსურად, სხვების ქმედებებზე საპასუხოდ იღებს გადაწყვეტილებებს. ძალაუფლების უზურპაციის გზით, პუტინი არც საკუთარი მოქალაქეების წინაშე გრძნობს პასუხისმგებლობას. ყველაფერი, რასაც დემოკრატიულ სამყაროში ბალანსის მექანიზმად იყენებენ, რუსეთში უბრალოდ არ არსებობს. ამიტომაც, სამხედრო სფეროში ხელოვნური ინტელექტის დანერგვის მცდელობები, თუნდაც უშედეგო, უკონტროლო ავტოკრატის პირობებში თავისუფალი სამყაროს მოქალაქეებისთვის საფრთხის შემცველია. რუსეთის ხელისუფლების ხელოვნური ინტელექტით დაინტერესება საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მეტ ყურადღებას საჭიროებს.

ავტორი: ლელა გვალია

რუკა

რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი - უახლესი ამბებ...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ უახლეს ამბებს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შესახებ.

📌ბოლო დღეებში აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაცია უკიდურესად გამწვავდა. პრორუსი სეპარატისტების მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად უკრაინის შეიარაღებულ ძალებში არიან დაღუპულები და დაჭრილები.

📌რუსეთმა 50 სამხედრო ბატალიონი და 15 ათასი სამხედრო გადასხა ოკუპირებული ტერიტორიების მახლობლად. ჯარისა და ჯავშანტექნიკის გადაადგილება რუსეთ-უკრაინის საზღვრისკენ ყოველდღიურად მიმდინარეობს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა კონკურსში „სუფთა რეგიონი 2020“ რამდენიმე ნომინაციაში გაიმარჯვა.

1618406258

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზა გაიკეთა. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.

1618406179

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული გ.მ. პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

1618405854

სებ-მა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 14 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და ლარი 3.4432 შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 3.4235 იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ლართან მიმართებაში 1.97 თეთრი შეადგინა.

1618405479
„ქართული ოცნების“ სიის
წევრი მიხეილ სარჯველაძე -
Pia.ge

ეს მაჟორიტარები თავად უნდა მიხვდნენ, რომ მათი...

„ეს მართლაც საინტერესო იდეაა იმისთვის, რომ ამ პოლიტიკურმა ჯგუფმა შეძლოს და დაამტკიცოს ამბიცია, რომელსაც აცხადებენ და რომ აქვთ ის მხარდაჭერა, რაზეც საუბრობენ“, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა და „ქართული ოცნების“ რეგიონალურ მდივანს, დიმიტრი სამხარაძეს გამოეხმაურა, რომელმაც გიორგი გახარიას გუნდის წევრ მაჟორიტარებს მოუწოდა, რომ დატოვონ მანდატები და თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად გამართულ შუალედური საპარლამენტო არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა და ამით გაზომონ საკუთარი რეიტინგი.

ნინუცა მაყაშვილი შსს-ში გამოკითხვაზე დაი...

მსახიობი ნინუცა მაყაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე დაიბარეს. ინფორმაცია სააგენტო PIA.GE-ს უწყების პრესსამსახურში დაუდასტურეს.

საბერძნეთი მომავალი კვირიდან ტურისტებისთ...

მომავალი კვირიდან საბერძნეთი ევროკავშირიდან და 5 სხვა ქვეყნიდან ჩასული პირებისთვის კარანტინს გააუქმებს. საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებსაც კოვიდვაქცინაცია აქვთ გაკეთებული ან COVID 19-ის ტესტის უარყოფითი შედეგი აქვთ. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

იაგო ხვიჩია: „ქართული ოცნება“ და ოპოზიცი...

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის იაგო ხვიჩიას თქმით, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას ძალაუფლების „დათრევა“ სურთ.