მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რას ფიქრობენ ადამიანები ვაქცინაციის შესახებ არა დღეს და „ახალ“ ვაქცინებზე, არამედ უკვე გამოცდილ შემთხვევებზე

ვაქცინაცია ქვეყნების მიხედვით

კოვიდპანდემიის პერიოდის ცხარე დისკუსიებმა გადამაწყვეტინა და ძებნა დავიწყე, ზოგადად რას ფიქრობენ ადამიანები ვაქცინაციის შესახებ არა დღეს და „ახალ“ ვაქცინებზე, არამედ დროის მნიშვნელოვან მონაკვეთში უკვე გამოცდილ შემთხვევებზე.

გადავაწყდი 2019 წელს MarketWatch-ში Nicole Lyn Pesce-ის გამოქვეყნებულ ამ სტატიას და გთავაზობთ მცირეოდენი შემოკლებით. მიუხედავად იმისა, რომ კვლევა საქართველოში არ ჩატარებულა, იგი მნიშვნელოვანი დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა.

სტატიის მიხედვით, შედარებით მაღალი შემოსავლების ქვეყნებში ვაქცინებს უფრო მეტი ეჭვით უყურებენ.

ზოგიერთ ყველაზე მდიდარ ქვეყანაში ყველაზე უარყოფითი შეხედულებებია გაბატონებული. ბრიტანულმა საქველმოქმედო კვლევითმა ორგანიზაციამ Wellcome Trust 140 ქვეყანაში გამოკითხა 15 წლის და უფროსი ასაკის 140 000 ადამიანზე მეტი მეცნიერებისა და ჯანმრთელობის ძირითადი პრობლემების შესახებ.

მსოფლიოში 10-დან 8 ადამიანმა (79%) განაცხადა, რომ ვაქცინაცია უსაფრთხოა, ხოლო 10-დან 9-მ დაადასტურა, რომ მათი შვილები აცრილები არიან. მაგრამ გაირკვა ისიც, რომ ევროპის მაღალშემოსავლიანი ქვეყნები ნაკლებად ენდობიან ვაქცინებს, ვიდრე აფრიკის ღარიბი ქვეყნები.

კვლევის შედეგებით ყველაზე ანტივაქსერული პოზიცია საფრანგეთმა დაიკავა. ამ ქვეყნის ყოველი მესამე გამოკითხული არ მიიჩნევს, რომ ვაქცინა უსაფრთხოა, ყოველი მეათეს აზრით, ვაქცინაცია ბავშვებისთვის მნიშვნელოვანი არ არის.

მოსახლეობის 55% გამოხატავს უნდობლობას მეცნიერებისა და ტექნოლოგიებისადმი, რადგან მიიჩნევენ, რომ ისინი სამუშაო ადგილებს ამცირებენ. უკანასკნელ წლებში ვაქცინაციისადმი მზარდმა უნდობლობამ საფრანგეთში მოიცვა სამედიცინო საზოგადოების ნაწილიც და ხელი შეუწყო ბავშვებში და მოზარდებში ვაქცინირების პროცესის შეფერხებით გამოწვეულ იმუნიტეტის ვარდნას დასაშვებ ზღურბლზე ქვემოთ. შედეგად კი გაიზარდა მენინგოკოკური ინფექციები და წითელას შემთხვევები.

კვლევამ აჩვენა, რომ მსოფლიოში ვაქცინებისადმი ყველაზე დაბალი ნდობა აქვთ დასავლეთ ევროპელებს, ხუთიდან ყოველი ერთი ადამიანი (22%) არ ეთანხმება აზრს, რომ ვაქცინები უსაფრთხოა, აღმოსავლეთ ევროპის მოსახლეობის 17% იმეორებს იგივეს.

უკრაინის მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი ფიქრობს, რომ ვაქცინაცია ეფექტიანია (NDI და IRI ბოლო კვლევებზე დაყრდნობით იგივე სურათი უნდა ვივარაუდოთ საქართველოს შემთხვევაშიც, გ.ა.). ჯამში, ევროპელთა დაახლოებით მეხუთედი არ ეთანხმება ან დარწმუნებული არ არის, რომ ვაქცინაცია უსაფრთხოა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, გასულ 2018 წელს ევროპაში წითელას შემთხვევები სამჯერ გაიზარდა. ზრდა გამოიწვია დაავადების 54 000 შემთხვევამ უკრაინაში და 2 913 შემთხვევამ საფრანგეთში.

აი, იმ მოწინავე ქვეყნების სია, სადაც მშობლები ამბობენ, რომ უარი თქვეს შვილების ვაქცინირებაზე:

🔴 ჩინეთი (9%)

🔴 ავსტრია (8%)

🔴 იაპონია (7%)

აშშ-ში წითელაზე, წითურასა და ყბაყურაზე აუცრელი ბავშვების წილი უკანასკნელი 15 წლის მანძილზე გაოთხმაგდა. გამოკითხულ ამერიკელთა 11% ვაქცინას უსაფრთხოდ არ მიიჩნევს, ხოლო 16% არც უარყოფდა და არც ადასტურებდა ვაქცინების უსაფრთხოებას და ეფექტიანობას.

აღმოჩნდა, რომ ყველაზე პროვაქცინური ქვეყანა ბანგლადეშია: თითქმის 98% ადასტურებს, რომ ვაქცინაცია უსაფრთხო და ეფექტიანია.

შემდეგი ქვეყანაა რუანდა. აქაურები ჯანდაცვის საკუთარ სისტემას ყველაზე მეტად ენდობიან (97%). მსოფლიოში ეს გაშუალებული მონაცემი 76%-ია.

Wellcome Trust-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა იმრან ხანმა ახალი ამბების სააგენტო AFP-ს განუცხადა, რომ უვაქცინობით დაზარალებულ ღარიბ ქვეყნებთან შედარებით უფრო მდიდარ ქვეყნებში ვაქცინებისადმი ნდობის დაკარგვის მიზეზი სავარაუდოდ „თვითდამშვიდების ეფექტი“ უნდა იყოს.

თუ შეხედავთ იმ ქვეყნებს, რომლებსაც ვაქცინებისადმი ნდობის ყველაზე მაღალი დონე აქვთ, მაგალითად, ბანგლადეში და ეგვიპტე, ეს ის რაიონებია, სადაც ყველაზე მეტადაა გავრცელებული ინფექციური დაავადებები. როგორც ჩანს, ამ ქვეყნებში ადამიანები თვალნათლივ ხედავენ, რა დაემართებათ, თუ არ აიცრებიან.

მასალა მოამზადა გ.აგულაშვილმა