მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როგორ შეიცვალა ვალუტის კურსი ბოლო 1 კვირაში საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში

ვალუტის კურსი საქართველოში და მსოფლიოში

კორონავირუსული პანდემიის მეორე ტალღის ფონზე, ლარი აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურებას კიდევ უფრო სწრაფად განაგრძობს და ხვალიდან, 5 ნოემბრიდან, ძალაში შევა კურსი, რომლის მიხედვითაც 1 დოლარი 3.3409 ლარი ეღირება.

საინფორმაციო სააგენტო PIA.GE წარმოგიდგენთ საქართველოს მეზობელი ქვეყნების ვალუტის კურსის ცვლილებას დოლართან მიმართებაში ბოლო 1 კვირის განმავლობაში.

დღევანდელი მონაცემებით, აზერბაიჯანული მანათის კურსი 1.69898-ია, მაშინ, როცა 29 ოქტომბერს 1.69898 იყო. შესაბამისად, კურსის ცვლილება დოლართან მიმართებაში არ დაფიქსირდა.

სომხური დრამის კურსი დოლართან 481.629-ია, მაშინ, როცა ერთი კვირის წინ 481.68595 იყო. ომის მიუხედავად სომხეთშიც ვალუტის კურსი თითქმის უცვლელია.

რუსული რუბლის კურსი დოლართან მიმართებაში დღეს 78.7793-ია, ხოლო 29 ოქტომბერს 79.06800 იყო. შესაბამისად რუბლი დოლართან მიმართებაში 0.36-ით (0.015 თეთრით) გამყარდა.

ლირის კურსი დოლართან 8.45735-ია, მაშინ, როცა ერთი კვირის წინ 8.27515 იყო. კურსის ცვლილებამ 0.18 (7 თეთრი) ლირა შეადგინა.

ლარის კურსი დოლართან 3.2988-ს შეადგენს, მაშინ, როცა 29 ოქტომბერს 3.22991 იყო. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ 6,8 თეთრი შეადგინა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

👉ლარი 4.21 თეთრით გაუფასურდა

👉ნათია თურნავა: ლარი არ არის რეგიონში ერთადერთი ვალუტა, რომელიც უფასურდება

👉„ჩვენი ინტერვენციების მიზანი ლარის გამყარება და გაუფასურება არაა“- ეროვნული ბანკის პრეზიდენტი