მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როგორ შეიცვალა ვალუტის კურსი ბოლო 1 კვირაში საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში

100 აშშ დოლარი

კორონავირუსის პანდემიის პირობებში ლარი დოლართან მიმართებაში მკვეთრ გაუფასურებას განაგრძობს.

21 სექტემბერს, საქართველოში 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.22 ლარი იყო, ხოლო 25 სექტემბრის კურსით, 1 აშშ დოლარი 3.34 ლარი გახდა. ეროვნული ვალუტის ცვლილებამ დაახლოებით 0.12 თეთრი შეადგინა.

განსხვავებული ვითარებაა რეგიონის ქვეყნებში. ბოლო 1 კვირის განმავლობაში აზერბაიჯანში დოლართან მიმართებაში ვალუტის კურსი არ შეცვლილა, სომხეთსა და თურქეთში უმნიშვნელოდ. რუსეთში კი, მკვეთრი გაუფასურება შეინიშნება.

  • 21 სექტემბერს აზერბაიჯანში, 1 აშშ დოლარის ღირებულება 1.69 აზერბაიჯანული მანათი იყო, რაც 25 სექტემბრის კურსის ანალოგიური მაჩვენებელია.
  • 21 სექტემბერს სომხეთში 1 აშშ დოლარი 481.63 სომხური დრამი ღირდა, ხოლო 25 სექტემბერს ვალუტის კურსი 481.65-ს შეადგენს. შესაბამისად, დრამის ცვლილებამ 0.02 (0.000136 თეთრი) შეადგინა.
  • 21 სექტემბერს თურქეთში 1 აშშ დოლარის ღირებულება 7.56 ლირა იყო, ხოლო 25 სექტემბერს ვალუტის კურსი 7.64 ლირაა, შესაბამისად ლირას ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.07 (0.03 თეთრი) შეადგინა.
  • 21 სექტემბერს რუსეთში, 1 აშშ დოლარი 75.60 რუბლი ღირდა, ხოლო 25 სექტემბერს ვალუტის კურსი 78.31-ს შეადგენს. შესაბამისად, რუბლის ცვლილებამ დოლართან 2.71 (0.12 თეთრი) შეადგინა.

მომზადებულია XE.COM-ის მიერ.