მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როგორ შეიცვალა ვალუტის კურსი სექტემბერში საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში

ვალუტის კურსი საქართველოში და მსოფლიოში

კორონავირუსული პანდემიის მეორე ტალღის ფონზე, ლარი ამერიკულ დოლართან მიმართებაში გაუფასურებას კიდევ უფრო სწრაფი ტემპით აგრძელდებს.

პირველ სექტემბერს, საქართველოში 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.07 ლარი იყო, ხოლო 16 სექტემბრის კურსით, 1 აშშ დოლარი 3.15 ლარი ღირს. შესაბამისად, ეროვნული ვალუტის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 0.08 თეთრი შეადგინა.

განსხვავებული ვითარებაა რეგიონის ყველა დანარჩენ ქვეყანაში. სომხეთში, აზერბაიჯანში, თურქეთსა და რუსეთში ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში არ შეცვლილა, ან უმნიშვნელოდ გაუფასურდა.

  • პირველ სექტემბერს აზერბაიჯანში, 1 აშშ დოლარის ღირებულება 1.69 აზერბაიჯანული მანათი იყო, რაც 16 სექტემბრის კურსის ანალოგიური მაჩვენებელია

  • პირველ სექტემბერს სომხეთში, 1 აშშ დოლარი 481.62 სომხური დრამი ღირდა, ხოლო 16 სექტემბერს ვალუტის კურსი 481.63 -ს შეადგენს. შესაბამისად, დრამის ცვლილებამ 0.01 (0.000065 თეთრი) შეადგინა

  • პირველ სექტემბერს თურქეთში 1 აშშ დოლარის ღირებულება 7.35 ლირა იყო, ხოლო 16 სექტემბერს ვალუტის კურსი 7.49 ლირაა. შესაბამისად ლირას ცვლილებამ დოლართან 0.14 (0.05 თეთრი) შეადგინა

  • პირველ სექტემბერს რუსეთში, 1 აშშ დოლარი 73.85 რუბლი ღირდა, ხოლო 16 სექტემბერს ვალუტის კურსი 74.80-ს შეადგენს. შესაბამისად, რუბლის ცვლილებამ დოლართან 0.95 (0.04 თეთრი) შეადგინა

სექტემბერში ლარი, რეგიონის ქვეყნების ვალუტებს შორის, დოლართან მიმართებაში, ყველაზე მეტად გაუფასურდა.