მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სამოქალაქო დაპირისპირებაც სავარაუდოა, თუ სააკაშვილი საზღვარს გადმოლახავს“ - რამაზ საყვარელიძე

პოლიტოლოგი ექსპერტი რამაზ საყვარელიძე

ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში რამაზ საყვარელიძე საინფორმაციო სააგენტო Pia.ge-სთან ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას აფასებს და ამბობს, რომ მისი ჩამოსვლის შემთხვევაში მისთვის ბარიერი იქნება არამხოლოდ ხელისუფლება, არამედ საზოგადოების დიდი ნაწილი.

საყვარელიძის თქმით, თუ ექსპრეზიდენტი საქართველოში დაბრუნდება, არჩევნებზე მერყევი ამომრჩეველი ნაკლებად იქნება და თითქმის ყველა ორიენტაციას მმართველ გუნდზე აიღებს.

ექსპერტი ამბობს, რომ ამ მიმართულებით სააკაშვილის განცხადება გავლენას მოახდენს.

„ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ სააკაშვილის განცხადება საჩუქარია ხელისუფლებისთვის, რადგან ამ ტიპის განცხადება მობილიზაციას მოახდენს იმ ადამიანების მიმართ, ვისთვისაც მიუღებელია მისი ჩამოსვლა. შესაბამისად, მერყევი ამომრჩეველი ნაკლებად იქნება, მეტ-ნაკლებად ყველა ორიენტაციას აიღებს „ქართულ ოცნებაზე“. ასე რომ სააკაშვილის ეს განცხადება გავლენას მოახდენს ამ მხრივ.

მეორე ასპექტია, რასაც თქვენ კითხულობთ, რომ ჩამოვა თუ არა რეალურად. ის, რომ კობახიძე გრძნობს ამას, რომ ხალხისთვის მიუღებელია „ნაციონალური მოძრაობა“, 2012 წლიდან ყველა არჩევნებში და ყველა გამოკითხვაში დასტურდება. საეჭვოა, რომ ამას თავად ვერ გრძნობდეს მიხეილ სააკაშვილი. ასე რომ მისი ჩამოსვლის შემთხვევაში, წარმოვიდგინოთ ასეთი რამ, არამარტო ხელისუფლება იქნება მისთვის ბარიერი და პრობლემა, მიუხედავად იმისა, რომ ასე უნდა დახატოს სურათი, მისთვის ბარიერი და პრობლემა იქნება საზოგადოების ნაწილი, რომელიც არ ეგუებიან მის საქართველოში ყოფნას, ანუ „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნებას.

ექსპერტი ამბობს, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ექსპრეზიდენტის სამშობლოში დაბრუნებას ნეგატიურად შეხვდება.

„რა თქმა უნდა, ნეგატიურად შეხვდება. იმიტომ რომ განვლილმა პერიოდმა ბევრი კრიტიკა დააგროვა „ქართული ოცნების“ მიმართ, მაგრამ ამავე დროს დააგროვა ის გამოცდილებაც, რომ შეიძლება იცხოვრო ისე, რომ არ გამოიყენონ ძალადობა კონკრეტული ადამიანის ბიზნესის თუ სხვა საქმიანობის წინააღმდეგ. ძალადობის ყოფნის გარეშე გამოცდილება რადგან დაგროვდა, ადამიანები იმისთვის იბრძოლებენ, რომ ხელისუფლების მხრიდან ძალადობის ნაბიჯები აღარ გადაიდგას, ანუ იმ ხელისუფლების მოყვანაზე არ წავიდეს საზოგადოება, რომელიც ძალადობაზეა ორიენტირებული. ეს ბრძოლა გაჩაღდება და ამდენად სამოქალაქო დაპირისპირებაც სავარაუდოა, თუ სააკაშვილი გადმოლახავს საზღვარს“, - დასძინა რამაზ საყვარელიძემ.

ინფორმაციისთვის, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თვითმმართველობის არჩევნებზე საქართველოში ჩამოსვლა დააანონსა.

ამავე თემაზე:

✔️ გამსახურდიასაც უმტკიცებდნენ, თუ ჩამოვიდოდა, ყველაფერი კარგად წავიდოდა და ბოლოს მის გარშემო 4 კაცი დარჩა - ვახტანგ ძაბირაძე სააკაშვილზე

✔️ „ამ არჩევნებზე ჩამოვალ, დაპატიმრების არ მეშინია “ - სააკაშვილი (ვიდეო)

✔️ რამდენჯერ დააანონსა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლა?