ანალიტიკა

„საპარლამენტო ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანი დინამიკის მიმცემი იქნება“ - საყვარელიძე „მოქალაქეების“ გადაწყვეტილებაზე

პოლიტოლოგი ექსპერტი
რამაზ საყვარელიძე
1611926394
დაკოპირებულია

ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში რამაზ საყვარელიძე ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-სთან საუბარში საკანონმდებლო ორგანოში შესვლასთან დაკავშირებით, პარტია „მოქალაქეების“ გადაწყვეტილებას აფასებს და ამბობს, რომ მისასამლებელია. 

რამაზ საყვარელიძის თქმით, ლევან იოსელიანისა და ალეკო ელისაშვილის პარლამენტში შესვლა საპარლამენტო ცხოვრებისთვის დინამიკის მიმცემი იქნება.

„მივესალმები ამ გადაწყვეტილებას. არა მარტო ამათ, ნებისმიერ ნაბიჯს პარლამენტისკენ მივესალმები. მითუმეტეს ელისაშვილსაც და იოსელიანსაც არასაპარლამენტო გამოცდილება აქვთ, მაგრამ აშკარად მოუხდებათ საპარლამენტო სკოლის გავლა.

გარდა ამისა, რა ინტერესებით აქვთ და სურვილებიც, რა თქმა უნდა საპარლამენტო ტრიბუნიდან ამ სურვილების და დაინტერესების მიღწევა რეალურია და კანონზომიერი.

ამდენად, მივესალმები, რომ ეს ორი ადამიანი, რომლებიც ძალიან ენერგიულ შთაბეჭდილებას ტოვებენ პარლამენტის ცხოვრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დინამიკის მიმცემი იქნება.

ხშირად ამბობენ, ხოლმე რომ ორ კაციანი პარტია რას ცვლისო, რა თქმა უნდა ორი ადამიანის შესვლით საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ დაგროვდება, მაგრამ დინამიკა ნამდვილად იქნება.

გვახსოვს პარლამენტი, სადაც ოპოზიცია მცირერიცხოვანი იყო, ოღონდ ძალიან დიდი დინამიკა შეჰქონდა თავისი ენერგიით და ძალისხმევის ხარჯზე. ასეთი ენერგიული და ძალისხმევის უნარის მქონე ეს ორი ადამიანი არის. ისინი დინამიკას პარლამენტში ალბათ შეიტანენ“, - განაცხადა საყვარელიძემ.

ინფორმაციისთვის, ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმება შედგა - ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში შედიან

✔️ „სწორი და პრინციპული გზა ავირჩიეთ“ - ლევან იოსელიანი

დავით ზალკანიანი და ივანე
მაჭავარიანი

საქართველოს ორი ვიცე-პრემიერი ეყოლება

საქართველოს ორი ვიცე პრემიერ-მინისტრი ეყოლება. ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა. 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრს გივი მიქანაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. 

1614247682

2018 წელს განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაცია დაფუძნდა, რომელიც დღემდე აქტიურად ახორციელებს საინტერესო პროექტებს სტიპენდიატებისა და კურსდამთავრებულების ჩართულობით.

1614247492

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ აღნიშნა რომ ნიკა მელიას გათავისუფლების თემაზე კონგრესსა და სენატში პოლიტიკურ ლიდერებს თავიანთი პოზიციები აქვთ.

მისი თქმით, ოპოზიცია მოლაპარაკების  მოწოდებას არ მიიღებს და მათთვის საფიქრალია, როგორ გამოვიდნენ იმ ზეწოლიდან, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობა კიდევ უფრო მოუმატებს.

1614247233

პარლამენტის 16 წევრის რიგგარეშე აცრის გამო ლიბანში სკანდალი მოხდა. ამის გამო მსოფლიო ბანკი ვაქცინაციის შეწყვეტით იმუქრება. ინფორმაციას nna-leb.gov.lb იუწყება. 

1614247148
ენერგეტიკულ ბაზარზე
კონკურენციისა და
მონიტორინგის
მნიშვნელობის შესახებ
საერთაშორისო კონფერენცია
მიმდინარეობს

ენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენციისა და მონიტორი...

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ორგანიზებით გაიხსნა ონლაინ საერთაშორისო კონფერენცია „კონკურენცია და ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგი პრაქტიკაში“.

დევნილთა სააგენტოს დირექტორმა იუნკერთა მ...

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა კოჯორში, იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო, - ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა სააგენტო ავრცელებს. 

ფაშინიანი: სომხეთში ადგილი აქვს სამხედრო...

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ქვეყანაში ადგილი აქვს სამხედრო გადატრიალების მცდელობას. ასე შეაფასა ფაშინიანმა გენერალური შტაბის ხელმძღვანელის და სამხედროების განცხადება, რომლებმაც პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვეს. ინფორმაციას Armenpress ავრცელებს. 

მატარებლები მაგისტრალურ მიმართულებებზე მ...

სამ თვიანი პაუზის შემდეგ საქართველოს რკინიგზა სამგზავრო გადაყვანებს განაახლებს. მატარებლები მაგისტრალურ მიმართულებებზე მოძრაობას 27 თებერვლიდან დაიწყებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.